>დაკვირვებიხარ?

>
დაკვირვებიხარ, როგორ შეუძლია ერთ წამს მთელი დღის განწყობა წყალს გაატანოს?

დაკვირვებიხარ, რომ შეიძლება “მოკვდე” ერთ წამში?

იმას თუ დაკვირვებიხარ, რომ შეიძლება თავიდან “დაიბადო” კიდეც ერთ წამში?

დაკვირვებიხარ, რა უცებ იძენენ გარკვეულ მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში თითქოსდა უმნიშვნელო ადამიანები?

იცი, რა უცებ შეგიძლია ატკინო ვინმეს გული? შორეულსაც კი? ისევე, როგორც მათ შეუძლიათ გატკინონ.

დაკვირვებიხარ, რამდენად საყვარელია ყველაფერი ძველი? ცუდიც კი, რა სასიამოვნოდ გაგონდება?

დაკვირვებიხარ, რომ ზოგიერთ მელოდიას დროის მანქანის ეფექტი აქვს?

დაკვირვებიხარ, რომ ვინც გიყვარს ის არასდროს გავიწყდება?

დაკვირვებიხარ, რას გრძნობ, როცა საყვარელ ადამიანს ხედავ?

თვალებით გისაუბრია? ისე, რომ ხმის ამოღების სურვილი არ გაგჩენია?

საყვარელი ადამიანის ხელის გულის სითბო გიგრძვნია? ხელი უფრო მაგრად ჩაგიჭიდია ამის გამო?

წარმოგიდგენია ოდესმე ადამიანი, რომელიც არ იცი ვინაა, სადაა, მაგრამ თბილია და მაგრად გიკრავს გულში?

საყვარელი ადამიანის დანახვისას გული აგჩქარებია და ღიმილი ვერ შეგიკავებია?

ნაცნობი გამოსახულება გიძებნია ხალხში?

მოლოდნელად მოსული მესიჯის სიტკბო იცი როგორია? ის მოლოდინი იცი, შემდეგი მესიჯის მოსვლამდე რომ გაფორიაქებს?

ის სიხარული თუ იცი, როცა აცნობიერებ, რომ უკვე მოულოდნელად მოსული მესიჯის დაკიდება შეგიძლია.

დაკვირვებიხარ, რომ რამდენიმე მელოდია მხოლოდ შენია?

სარკეში საკუთარი გამოსახულებისთვის ღიმილი გიჩუქნია?

გარეთ გასულს ცაში აგიხედია და გაგიღიმია?

სასიამოვნო სილამაზე შეგხვედრია? რომ გიხარია მისი არსებობა ისეთი.

მოგნატრებია? ძლიერ თუ მოგნატრებია, ჩახუტებაზე რომ გიოცნებია…

მერე ეს ოცნება რეალური გამხდარა და გაგხარებია?

ღამით მარტოს გისეირნია?

გაზაფხულის სუნი შეგიგრძვნია?

დაკვირვებიხარ, რა ლამაზია ზღვა? ტალღების მოძრაობას დაკვირვებიხარ? ზღვის ხმა მოგისმენია? ტალღას გაყოლილი ქვიშის ხმა იცი როგორია?

რა ბედნიერი ხარ რომ იცოდე🙂

P.S. ეს სიმღერა ისე, რაღაცნაირი ღრმა გრძნობებისთვის🙂

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/04/03, in ვითომ "ჩანახატები" :-) and tagged , , , . Bookmark the permalink. 18 Comments.

  1. >shen umzire amasa ra dgeshia ak?! ra iyo amindi dagidga?🙂

  2. >არაფერსაც ად დავკვირვებივარ! შენ გაკვირდები და მიკვირხარ ამ წვიმიან ამინდში, რომ ბაიათებს მღერი! შეყვარებულია მთელი საბლოგეთი!!! რა გვეშველებაა!!! ეხლა ამათ დითირ ამბებს უსმინე კიდე!!!! P>S> დღეიდან დავაკვირდები!

  3. >რა ამბავია შენს თავს გვირილ?? შეიყვარებული ხარ??? კი, დავკვირვებივარ ამ ყველაფერს და ანუ, ბედნიერი ვარ! ქულ🙂

  4. >გავიგუდე სიცილით😀😀 რა დღეში ხართ? :-)მოკლედ, ვერ დამიძინია ადრე, აგიწიოკებენ ბლოგს🙂 :-)ახლა კი უფრო სერიოზულად და კონკრეტულად:shiosmarani – წვიმიანი ამინიდი შიო, წვიმიანი :-)axsiom – ხოდა დააკვირდი🙂 არაფერიც, რა შეყვარებული, რის შეყვარბული, სად მცალია მაგისთვის, ახალგაზრდობა გავიხსენე უბრალოდ :-)Teaa – კი, ბედნიერი ქალი ხარ🙂 შეყვარებული არ ვარ, გაგიკვირდება და, არც არასდროს ვყოფილვარ, გატაცებები მქონია უბრალოდ, ზოგი ძლიერი და ზოგიც მსუბუქი🙂

  5. >კი კი კი და კდიევ ერთხელ კი

  6. >კაი, კაი, კაი და კიდევ ერთხელ კაი :-)პ.ს. შენი დაკარგვა რას მივაწერო?😦

  7. >კი კი სუ სუ ყველაფერს დავკვირვებულვარ..🙂 ეხლა ყველაზე მეტად მომინდა იმ ადამიანს ჩავეხუტო ვინც ყველაზე მეტად მენატრება და ჩემგან უსაშველოდ შორსაა😦

  8. >მიხარია ასე თუა, ე.ი. ჩემს პოსტს რაღაც ემოციის მოტანა შეუძლია. არ ინერვიულო, მალე ჩაეხუტები მაგრად, ძალიან მაგრად😉

  9. >ჩემო კარგო, ჩემი დაკარგვა მიაწერე შუალედურ წერებს მაგისტრატურაზე… ეს კვირა მროჩება და დაგიბრუნდებით :)))) momenatreeet :))))

  10. >გელოდებით და იცოდე😉

  11. >ხოდა რას გეუბნებოდი🙂 მომეწონა ბლოგი, საინტერესოდ წერ, პოსტის თემებიც მომეწონა. ასე გააგრძელე, წარმატებებიი🙂

  12. >როდის მეუბნებოდი?😛 მიხარია თუ მოგეწონა, მადლობა ^_^

  13. არ იყო არცერთი მონაკვეთი ამ ჩანაწერში რომელსაც არ დავკვირვებივარ *_*
    სასიამოვნოა რომ ასეთ პატარა [ზოგისთვის უმნიშვნელო] დეტალებს ჩემ გარდა სხვაც ხედავს/აკვირდება =]

    • ზუსტად იგივე შემიძლია გითხრა🙂 ჩემთვისაც სასიამოვნოა, რომ ამ დეტალებს შენც აკვირდები.
      შენი პირველი კომენტარი ჩემს ბლოგზე ხო?😉 მეც ვაპირებდი შენი ბლოგის ნახვას, მარა კომენტარს ლინკი არ მოყვება😦

      • კი პირველი კომენტარია ამ ბლოგზე ^_^
        მე [ჯერ] არ მაქვს ბლოგი, თუმცა თუ გადავწყვეტ გაკეთებას შენსავით ანონიმურად დავიწყებ წერას გასაგები მიზეზების გამო =]

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: