>დაუპატიჟებელი წვიმა და სიცარიელე

>სიცარიელე.
დატვირთული, მაგრამ მაინც ცარიელი დღეები…

სიახლეების მიუხედავად ცარიელი, სიახლეები კიდევ უმნიშვნელო.

ერთნაირი ხალხი და ვინმე ერთი, არაფრით განსაკუთრებული, უფრო ყურადღებიანი უბრალოდ.

სასიამოვნო გაოცება, ამისგან გამოწვეული.

ურთიერთობა მხოლოდ ვირტუალური.

უცებ შემოჭრილი ადამიანები და უკვე რაღაცნაირად განსაზღვრული მნიშვნელობით.

გაბრაზება არაფრის გამო და ერთი შეხედვით უმნიშვნელო ადამიანების მიერ გამოწვეული.

განწყობა ნაცრისფერი.

ქუჩა, სადაც ნაცნობს არავის ელოდები და უეცრად გამოჩენილი ნაცნობი სახე, რომლის დანახვა, მიუხედავად ყველაფრისა, გსიამოვნებს.

შაბათი დღე, ერთი კვირა რომ ელოდები და დაუპატიჟებელი წვიმა, არც ისე დიდი, მაგრამ მნიშვნელოვანი გეგმები რომ ჩაგიშალა.

წვიმა, რომელიც არც ისეთი სუფთაა, როგორც ბათუმში და არც თავაწეულს მოგინდება გავლა, სახეში წვეთების შეხებით რომ მიიღო სიამოვნება.

მეტროს ვაგონის გაჩერებისას ფანჯრიდან დანახული გამოსახულება, რომელიც ის გგონია და უცებ ჟრუანტელი გივლის. გულში იმის აღიარება, რომ თურმე არც ისე მარტივად შეგიძლია ადამიანების დაკიდება.

მონატრების ტალღა, რომელიც უემოციო დღისგანაც კი ემოციებით დაღლილს, გივლის მთელს სხეულში.
სასიამოვნო ჟრუანტელი, ამ მონატრების ტალღისგან გამოწვეული.

მონატრების ტალღა, ყველას და ყველაფერს რომ მოგანატრებს ისეთი.

სურვილი, დაწერის სურვილი. ისე დაწერის, რომ რაღაცა ჩამოიშორო გულიდან, შორს გაიქნიო და გემრიელად დაიძინო.

უკმაყოფილების გრძნობა, ამდენი ნაჯღაბნის უშედეგობის გამო.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/04/02, in бывает и так... and tagged , , . Bookmark the permalink. 15 Comments.

  1. >ნაჯღაბნი, რომელმაც ერთში მაინც დატოვა, კვალი ანუ შედეგიანი ნაჯღაბნი!😉

  2. >:-) ფრიად დამაიმედებელი კომენტარი. ვინ ერთში? შენში?🙂

  3. >მოჟეტ ბიწ ჩემში ა მოჟეტ ბიწ სხვაში გარანტიას ვიძლევი ერთ დაკვალულზე მაინც!🙂

  4. >კაი მაშინ :-)მადლობა ^_^

  5. >ვგიჟდები წვიმაზეეე!!! ყველაზე კარგ ხასიათზე წვიმის დროს ვარ!! ვერ ვიტან მზიან ამინდს!!!!! ბეეეე!!!!! :DDDDDDDDDDD

  6. >ძალიან კაი აქსიომ, სამაგიეროდ მე მზიან ამინდებში ვარ კარგ განწყობაზე და ნამეტანი მოხშირდა ამ ბოლო დროს. ხანდახან შენც ხომ უნდა იყო კარგ ხასიათზე🙂 უფრო ბეეეე!.. 😀😀😀

  7. >რა იყო, ჩემსავით დაბადების დღე გქონდა შენც?😀😀 რიტორიკული კითხვაა ^_^

  8. >არა, დაბადების დღე უფრო მოკრძალებული "კაი განწყობით" აღვნიშნე :-)შენი დაბადების დღე თვეში ორჯერაა?🙂

  9. >გაზაფხული ძალიან მიყვარს, მაგრამ აი ასეთი წვიმების გამო თან არ მიყვარს. ასეთ ამინდში მირჩევნია მეძინოს, ან თბილად მოკალათებულმა, ჩაით ხელში ფილმს ვუყურო… და საათები ვითვალო როდის დაღამდება.. იქნებ მეორე დღე მზიანი გათენდეს…მზეეეეეეეეეეეეე❤ სითბო❤

  10. >ხვალ მზე იქნება, ნახე თუ არა😉

  11. >გვირილა გაგეცინება და ერთხელ😀 იმის თქმა მინდოდა მხოლოდ, რომ ეს განწყობა ჩემი დაბადების დღის განწყობას წააგავს😛

  12. >მე გადმომედო მაგი განწყობა გვირილ🙂 ერთზე მაინც გადმოვიდა.. რას მერჩოდი??😀

  13. >სანდრო – მივხვდი რისი თქმაც გინდოდა, მარა მე შაბათამდე მახსოვდა შენი დაბადების დღე🙂 მე მესმის შენი და იმ განწყობის, რაც დაბადების დღეზე გქონდა, ბევრით არ განსხვავდებოდა ალბათ ჩემი რამდენიმე კვირის წინანდელი განწყობისგან :-)თეა – მაპატიე😦 კაი განწყობა ნამდვილად ვერ გადმოგედებოდა.

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: