>სიცხეა?.. (საშინლად სასიამოვნო სიმყუდროვე)

>
ამინდი გაგიჟდა, გადაირია და გააპროტესტა ყველაფერი ერთად.
მერე იფიქრა, ირიბი შეტევა უფრო მესიამოვნებაო.

გინდოდათ ზამთარი და თოვლი? – აჰა თქვენ, წაიღეთ.
ააა, მოგბეზრდათ?! აკი ძალიან გინდოდათ?!
ახლა სითბო გინდათ?!
კაი, აჰა თქვენ სითბო, იარეთ ახლა “კურტკებით”!..
ცხელა? მართლა? აკი სითბო გინდოდათ?

ცხელა ქუჩაში? ძალიან? ტრანსპორტში უფრო?

კაი ერთი, იკადრეთ და გაისეირნეთ ცოტა, შეიარეთ პარკში და ჩამოჯექით, თან წაიკითხეთ რამე. მერე მადლობა მითხარით კაი ამინდისთვის.

* * *
ლამაზ-ქალაქი იცი როგორია?
მე კი…

პატარაა, დიდი პარკისოდენა. მანქანები არ მოძრაობენ (მაქსიმუმ ტრამვაი), სამაგიეროდ ეტლია, ორი თეთრი ცხენით.

შუაში დიდი ფანტანია (მერე რა, რომ “მშრალი”), რომლის ირგვლივ კოხტად შეკრეჭილი ოთხკუთხა და მრგვალი ბუჩქებია.

მზე ანათებს სასიამოვნოდ, კი არ ცხელა, თბილა.

ცას თავისი ფერი აქვს, არც ღრუბელია და არაფერი, ცა ცის ფერია, ცისფერი.

კიბეებია, ფართო და პატარ-პატარა, სიამოვნებით და მხიარულად ჩასარბენი.

წინ სამი პოლიციელი მიდის მხიარულად, რაღაცნაირად სხვანაირად. ქუდები ხელში უჭირავთ და ხუმრობენ რაღაცაზე, თან სასიამოვნოდ იცინიან. ძალიან სასიამოვნოდ, ადამიანურად.

ჩარბიხარ კიბეებზე და მსუბუქი ნიავი გეფერება, თმა ლოყაზე გეხება.

მზის სხივები უფრო სასიამოვნო ფერს აძლევს თმას, მოწითუროს თითქოს.

ფანტანთან (მერე რა, რომ “დამშრალია”) ხალხი სეირნობს, ყველას ღიმილიანი სახე აქვს. მშობლები პატარებს ასეირნებენ ფერადი ეტლებით, ან პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებიან. ბავშვებს ფერადი და ლამაზი ტანსაცმელი აცვიათ, ცალ ხელში დიდი ბუშტი აქვთ, მეორეში დედის ხელი.

აქვე ბაღის მასწავლებლებიც ასეირნებენ ბავშვებს. მატარებლის ვაგონების მსგავს მდგომარეობაში ჩაუყენებიათ. “ჩუქ-ჩუქ, ჩუქ-ჩუქ”, ხმაურობენ ფერადი ვაგონები.

უფრო სიღრმისკენ თუ გაიხედავ, ატრაქციონები მოჩანს, ფერადი და ბავშვებით დახუნძლული.

ფანტანის (რომლის “სიმშრალესაც” ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს) ირგვლივ ბილიკებია, თავისი სკამებით და წყვილებით.

სიმყუდროვეა. ეს ყველაფერი ჯაჭვისებურია და ერთობლიობაში საშინლად სასიამოვნო სიმყუდროვეს ქმნის.

მყუდროებას წამით ქალის კივილი არღვევს, რომელიც მტრედების შესაჭმელად გავარდნილ ძაღლს უკივის.

უფრო სიღრმეში თუ შეხვალ, ხალხის რაოდენობა მცირდება, მყუდროების ხარისხი კი პირიქით.

თეთრძირიან ხეებთან ერთი წყვილია, გოგო მხიარულად კისკისებს და ხეებს ეფარება, ბიჭი ფოტოებს უღებს…

ცოტა უფრო იქით კანტი-კუნტად (ო, როგორ მიყვარს ეს სიტყვა) თუ იქნებიან მოსეირნენი. სკამების რაოდენობაც იკლებს.

ოთხკუთხა ბუჩქებით შემოსაზღვრული პატარა ადგილი სულ ცარიელია. აქა-იქ (ღმერთო ჩემო, ეს სიტყვაც როგორ მიყვარს), წიწვოვანი თეთრძირიანი ხეების ჩრდილში კუნძებია.
შემოდგომიდან შემორჩენილ ფოთლებზე მარტოხელა მტრედი დასეირნობს, ფოთლები მსუბუქად შრიალებენ.
ნიავიც მსუბუქად დასეირნობს წიწვებიდან თმაზე, მერე იმ შემოდგომისდროინდელ ფოთლებზე.
აქ ყველაზე უინტერესო წიგნიც კი სასიამოვნოდ იკითხება.

სიმყუდროვეა, საშინლად სასიამოვნო სიმყუდროვე.

* * *
სიცხეა? გცხელათ?

(ქარი ამოვარდა, საშინელი.
მშობლებმა შვილები ხელში აიყვანეს.
ცარიელი ფერადი ეტლები და ბუშტები ერთმანეთში ირევიან.
ოთხკუთხა და მრგვალი ბუჩქებიდან ჩამოვარდნილი ფოთლები შემოდგომისდროინდელ ფოთლებთან ერთად ჰაერში ბზრიალით იჭრებიან.
მტვერია და ცა მოიქუფრა.
ქალი კივილით დასდევს ძაღლს. წყვილებიც გარბიან.
პოლიციელებიც რაღაცაზე ბრაზობენ.
თმა სასიამოვნოდ აღარ გეხება ლოყაზე, გაუხეშდა და გაწუხებს.
ქაოსია, საშინელი ქაოსი
.)

– არა, მშვენიერი ამინდია.

თბილა. სასიამოვნო გაზაფხულია.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/03/30, in ვითომ "ჩანახატები" :-) and tagged , , . Bookmark the permalink. 13 Comments.

  1. >ეხლა ავდგე, გავიდე ვისეირნო??? რას მერჩი?!🙂 ლამაზია

  2. >კაი, ხვალ იყოს, ღამეა ახლა🙂 თუ მოგანდომე სეირნობა, ერთგვარი მიზანი მიღწეულ არს :-)მადლობა შეფასებისთვის ^_^

  3. >ვერ ვიტან გაზაფხულს!:DDDDDD

  4. >კარგი იყო, მიყვარს ასეთი პოსტები…უცებ ჩვეულებრივი პარკის მაგივრად წარმოვიდგინე ლონდონი, სადღაც ის პერიოდი, ჯერ კიდევ ეტლებით და ცხენებბით რომ დადიან, არისტოკრატების სასეირნო პარკი :))))))) თან ხო ვიცი შენი და ლონდონის ურთიერთობების შესახებ :))))))))))😀😀😀 p.s კარგ ამინდში პარკში კითხვა მეც რომ მიყვარს???🙂

  5. >axsiom – რატომ, რას ერჩი?😀 გინდა აგაწიოკოს?😀 :-DTeaa – მშვენიერი რაღაცა წარმოგიდგენია შენ ^_^ ხო, ლონდონს და მე კი გვაქვს განსაკუთრებული ურთიერთობა❤ კარგ ამინდში წიგნის კითხვა რომ გიყვარს კაია, თუ გინდა ერთად გავიდეთ ერთხელაც😉

  6. ><3<3<3 ძალიან კარგი პოსტია, მესიამოვნა. მომენატრა შენი ბლოგი, დიდი ბლოგ–სივრცეში არ შემოვსულვარ😦

  7. >ძალიან გამახარე იასამნისფერო!.. ❤ რატომ არ შემოსულხარ? შენი პოსტები აღარ შეიმჩნევა. თუმცა, ყველა სადღაც მიდის ბოლო დროს და აღარც გამკვირვეია, რავიცი :-(გამიხარდა შენი კომენტარი❤

  8. >რატომაც არა :))) წავიდეთ!😛

  9. >ახლა მთავარია თავისუფალი დრო ერთდროულად გვქონდეს😉

  10. >სურათზე რომ არის აი მაგ პარკში მომინდა უცებ…

  11. >ამ სურვილის აღძვრაში ჩემი პოსტიც თუ "დაგეხმარა", ფრიად მოხარული ვარ :-)მეც მინდა ისე მაქ, ბევრჯერ მიფიქრია მსგავს ადგილებზე და დროზე რა თქმა უნდა🙂

  12. >ბითლზების ერთი სიმღერა გამახსენდა Penny Lane. მათი ბავშვობის ქუჩაზეა, დაახლოებით იგივე მუხტი მოდის, რაც ამ პოსტისგან ^_^

  13. >არ მახსოვს ეს სიმღერა, ვნახავ მერე. შედარება ნამეტანი სასიამოვნოა ისე, სულ ოდნავი მსგავსებაც რომ იყოს, მაინც ^_^

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: