>რა სი-სუ-ლე-ლე-ა! :-)

>
მოკლედ, გადავწყვიტე უცნაურ სიტუაციებზე დამეწერა, რომლებიც ამ ერთ კვირაში მრავლად გადამხდა და რომლებსაც ხშირად ისტერიულ სიცილამდეც მივყავარ.

პირველი შემთხვევა, რომელიც დღეს გადამხდა და რომელმაც პრინციპში გადამაწყვეტინა პოსტის დაწერა, მეტისმეტად უცნაურია. ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, იმის ნაცვლად, რომ გავიხედო და დავრწმუნდე შუაღამე მართლა იწვის და დნება თუ არა, სწორედ ამ შემთხვევის გამო დებილივით ვიცინი, ისტერიულად ალბათ.

მოკლედ, დაღლილი მოვდივარ სახლში, სულ ცოტა დამრჩა, ქუჩას გადავალ და მორჩა. კუთხეში პატარა მარკეტია. გარეთ რაღაცეები ალაგია, ერთ-ერთ პარკთან კატა ჩაცუცქულა და რაღაცას მიირთმევს იქედან, ისე, რომ მაღაზიის პატრონებს აინუნშიაც არ აგდებს (რამდენი ხანია არ გამომიყენებია ეს სიტყვა, ობი მოედო ფაქტიურად :-D). ნუ, მე დიადი ილია გამახსენდა და “აბა დღეს მე ვის რა ვარგე” – თქო და შევდივარ მაღაზიაში, ვეუბნები რომ კატა რაღაცას ჭამს. სადღაციდან გამოძვრა “კაცი” და სრული სერიოზულობით მეუბნება – “კატაააა? მართლაააა? ვაიმეეე, რას ჭააამს, აგურს ხო არააა?”. არ მინდა ვიფიქრო, რომ იმდენად დებილია, რეალურად თქვა ასე, ამიტომ მგონია მეხუმრა ცუდად, ან მისი ჭკუით დამცინა. ვუბღვერ და გავდივარ. ვაკვირდები პარკს და ვხედავ, კატის საჭმელითაა სავსე. დიდი პარკი, სურსათის რა. კატა მიადგა და ჭამს, ძროხა ხომ არაა? მეც კაი დებილი ვარ, ჯერ შეხედე რა. ასე რომ ყოფილიყო, “პროსტა” გამიკვირდებოდა, აგურის ჭამის შესახებ კომენტარს ვერ მოვისმენდი🙂 გზაში ისტერიკული სიცილი მივარდება, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მომინელებია.

დღე იგივე, რამდენიმე საათით ადრე. აღმოჩნდა, რომ ლექტორი ვერ მოდის დღეს და თავისუფალი ორი საათი გადავწყვიტე კითხვას დავუთმო. ჩავდივარ ვაკის პაკში, სადღაც მიკარგულში ვპოულობ ცარიელ ადგილს, ერთი სკამი დგას და ისიც დაზიანებული. ალბათ სწორედ ამიტომ ვიღაცას კუნძი დაუდგამს გვერდით. მადლობა გადავუხადე გულში იმ ვიღაცას და მოხერხებულად მოვკალათდი კუნძზე, დავიწყე კითხვა, გადავედი სხვა სამყაროში და რას ხედავ, ორი უცნაურობა არ მომიცუცქდა?! გოგო ჩემხელაა, კაცი ალბათ მამაჩემზე ოდნავ უმცროსი. აქ დავისვენოთო და სკამის საზურგეზე ჩამოჯდნენ. ნუ, მეთქი კაი, ალბათ მყუდრო ადგილი სხვაგან ვერსად ნახეს. დაიწყეს ყატყატი, “უჟას”!.. თავიდან ბოლომდე გავიცანი მათი “სასტავი”, ტელეფონის ნომრებიც გავიგე და “დაჟე” ისიც, რომ ამ გოგოს პარლამენტის წევრის კორპორატიული ნომერი აქვს ერთ ტელეფონში, რომელსაც ეკრანი გაფუჭებული აქვს და ახლა მისი დის ტელეფონით სარგებლობს, მარა ის ნომერი მაინც ჩართული აქვს.

ამბავი მესამე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა – საღამოა, სადაცაა 9 შესრულდება. ჯერ სამსახური, მერე ლექციები და მოვდივარ სახლში დაღლილი. “მარშუტკაში” ჩემზე უკეთეს მდგომარეობაში არავინაა აშკარად, ისეა ყველა გასუსული, მგზავრობაც დასვენებად ეჩვენებათ რთული დღის შემდეგ და ჩაფიქრებულან რაღაცაზე. მანქანაში ამოდის ვიღაცა კაცი, გათხრეშილი მთვრალი, მძღოლს ეუბნება არ ვიცი სად ვარ და წამიყვან?-ო. ეს არც ეუბნება სადაა, არც იმას რომ ვერ წაიყვანს, კრა უცებ ხელი და ჩააგდო, მთვრალი და ლოთი დამაკლდაო თუ რაღაც ამდაგვარი ჩაიბურდღუნა. არ ჩერდება თან, ლანძღავს ამ კაცს მთელი გზა. ერთი, რომ ლოთი კაცი დიდი ვერაფერი სანახავია და მეც არ მომწონს, მაგრამ მეორეა ადამიანური მხარე, ჰუმანურობა და რაღაც ამდაგვარი. ვერ ვხვდები რომელი ემოცია ჭარბობს. ჩემ გვერდით რომ გოგო ზის, ისიც აშკარად ჩემს დღეშია და რაღაცნაირად მიღიმის.

იგივე “მარშუტკა”, იგივე დღე. ჩემი ასაკის გოგო ამოხტა და ჩემს უკან სკამზე დახტა. რაც შეიძლება ხმამაღლა კივის – “გასიებული შავი მძღოლი!..” მდააა… რა გინდა რომ იფიქრო. ცოტა ხანში ირკვევა, რომ ტელეფონზე ელაპარაკება დაქალს და სულ სხვა მძღოლზეა საუბარი. თან ეჩხუბება, მგზავრობის ფული რატომ გადამიხადეო.

დღე იგივე. ზოომაღაზიასთან სამი გოგო შემეფეთა, “Sex In The city” – ის უნიჭო პაროდია, მოკაკუნობენ და ჟღურტულებენ. ერთს თითქოს სპორტული და რაღაცნაირად კლასიკურიც კი ჩანთა აქვს გაშვერილ ხელზე ჩამოპორწიალებული. ჩანთა მცირე ზომისაა და თეთრი, პრიალა. შავად აწერია I love ny. Love რა თქმა უნდა გულით და წითლად. კითხულობს ხმამაღლა და დამარცვლით – “ზო-ო-მა-ღა-ზი-ა…”. მეორე პასუხობს – “ეგ გოგო ცხოველების მაღაზიაა”.

პრობლემა ერთია აქ – მე. მე ვერ ვიგებ მსგავს რაღაცეებს და ყველაზე კაი შემთხვევაში მიკვირს.
ისე ყველაფერი კარგადაა კაცო, რა სისულელეა (ამას დამარცვლით და “ს”-ების ხაზგასმით ვამბობ).

საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ To be continued…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/03/28, in ჩვეულებრივ ასეა..., бывает и так... and tagged , , , . Bookmark the permalink. 13 Comments.

  1. >:)) zogi vicodi da zogic-ara.. mdaahh.. reallno stranno, no-prikolno :))))

  2. >თუ სტრანნო და პრიკოლნო მართლა, იყოს მაშინ, დავტოვებ, ჯანდაბას🙂

  3. >როგორ დავალაიქო ეს პოსტი??? :))))

  4. >მეც რამდენჯერ ჩავსულვარ ვაკის პარკში წასაკითხად (თუ შუალედში თავისუფალი დრო მაქვს) და მეც უამრავი სულელი მინახავს…. ზოომაღაზიაზე ძალიან ბევრი ვიცინეე… მომეწონა…

  5. >axsiom – თუ მართლა მოგწონს, like დაწერე და facebook-ზე გამომჭიმე, ქვევით აქვს ღილაკი :-)wantfun – ხოო, ზოომაღაზია კი… საერთოდ, ვაკის პარკი ძალიან მომწონს, მარა მაგ მხრივ კი არი პრობლემები😀😀

  6. >ვიცინე და მოვიწყინე… რამდენი ხანია პარკში არ ვყოფილვარ. თურმე…

  7. >რა გაცინებდა ან რამ მოგაწყინა?! რა სი-სუ-ლე-ლე-ა!.. :-Dუნდა გახვიდე, სასიამოვნოა. მეც ვერ ვაცნობიერებდი გასვლამდე, ასე თუ მესიამოვნებოდა ბოდიალი. მერე მივაყოლე და პარკს არ ვტოვებ თბილისში, თან ჯერ ყველა პარკი არ ვიცი და😀 მზიური მაინც ყველას ჯობია ^_^

  8. >მე კიდევ თითქმის ყველა პარკი ვიცი, მაგრამ სამაგიეროდ ყველა დავივიწყე. ჩემი ეზოს პირდაპირ არის დიდი ძველი და კარგი პარკი რომელშიც ბავშვობა და სკოლა მაქვს გატარებული და რომელშიც თამამად შემიძლია ვთქვა რომ 2 წელია ფეხი არ შემიდგამს არადა ამბობენ გააკეთესო და ძაან მაგარიაო. ჩემ დროს რომ სკამების ნარჩენები და კუნძები ეყარა გაქრა…😦 ასფალტის კაცი რომ გავხდი მაგან მომაწყინა!

  9. >კი, მოსაწყენი იქნება "ასფალტის კაცობა" ნამდვილად🙂 მე ბათუმში ყოველ დღე ვსეირნობდი, სამსახურისკენ. ზოგჯერ პლაჟით დავდიოდი, კაი იყო… აქ ცუდია, სულ ტრანსპორტით უნდა იარო, ზოგჯერ თუ არ იეშმაკე და "მარშუტკის" ნაცვლად მეტროთი წამოხვედი, საიდანაც სახლამდე ორ კვარტალს გაისეირნებ ფეხით🙂 ამიტომ, პარკები კაი ვარიანტია, შაბათ-კვირას გავდივარ წიგნით ხელში და მინი პიკნიკს ვუწყობ საკუთარ თავს🙂 დავნერგო უნდა ეს ტრადიცია😀

  10. >ეს პორტი დილით წავიკითხე, და საკმაოდ ხალისიან განწყობაზე დავდექი.განსაკუთრებით აგურის ჭამასა და პარლამენტის კორპორაციულ ნომერზე ვიხალისე, კარგია, როდესაც ასეთი დეტალების დაფიქსირება და გართობა შეგიძლია🙂

  11. >გართობა ეძახე შენ და კი გადამრიეს :-Dაგურის ამბავზე ახლაც მეცინება, ახალი რომაა ალბათ მაგიტომ შემომრჩა კიდე😀 მაგარი იყო რა :-Dკაია თუ კაი განწყობაზე დაგაყენა პოსტმა😉

  12. >Wellcome to Tbilisi ^_^ ჯერ სად ხარ😀

  13. >ნამეტანი დამაიმედებელი კომენტარია🙂 მაგიტომ ვამბობ, რომ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, To be continued…🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: