>ერთი საათი ბავშვობაში

>
სიხარულით მიმიღო, გამიღიმა და ბავშვობის კარიც გამიღო.

არ უსაყვედურია ამდენ ხანს რომ არ მივედი. მასზე უკეთესი არავინ იყო, მარა მაინც სხვაგან რომ დავდიოდი და არა მასთან.

გაზაფხული დამახვედრა, კარებთანვე. ერთი მერცხალი თუ ვერა, ერთი აყვავებული და ძალიან ლამაზი ხე მოიყვანს გაზაფხულს, კი.

შევაბიჯე ბავშვობაში.

ოლღა ბებია შემეგება ხაზარულას ვაშლებით, არამარტო ზურიკელას, ჩემი ბებიაც და ყველას ბებია რომაა.

ზურიკელაც იქ იყო, ილიკოც და ილარიონიც. მურადაც.

ხატიას ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნოდი. თვითონ ალბათ მხედავდა. არა, მზე არ ვარ, მარა მაინც.

სოსოიაც იქ იყო და მისი რუსიც, ბეჟანაც გაცოცხლებულიყო და მხიარულად ცხოვრობდა.

აქ იყო ბავშვობა, მეგობრობა მათთან, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება.

ცხოვრება, რომლითაც ისინი ცხოვრობდნენ ჩვენც მათთან ერთად. და ბედნიერება, მიუხედავად სირთულეებისა.

პირველად დაფიქრება ცხოვრების ნამდვილ სირთულეზე და თეიმურაზ ჭიჭინაძე. ქურთი მეეზოვე, აკაცია და დედა. ცხოვრებისეული სირთულეები, რომელიც პირველად ჩანს ასე ახლოს და ასე აშკარად.

მეც დავრბოდი მათთან ერთად მინდორზე, ხელიხელჩაკიდებული და სისულელეებზე ვლაპარაკობდი.

აქ, ქალაქს თითქოს მოწყვეტილი სხვა სამყარო, სადაც დრო ბრუნდება.

ყველაფერი ძველებურია, სეირნობა ალბათ არასდროს ყოფილა ასეთი გემრიელი.

საქანალებიც, ზუსტად ისეთი, ბავშვობაში რომ იყო.

დავჯექი. კვლავ ამიფართხალდა გული, ისე, როგორც ბავშვობაში.

სასაცილო რამეა მოგონებები, წამში შეუძლია ერთი სამყაროდან მეორეში გადაგისროლოს. იქ, სადაც პირველად შეხვდი ზურიკელას და მერის, ოლღა ბებიას, ილიკო ბრუციანს და ილარიონა შევარდნაძეს, მურადას… ხატიას და სოსოიას, ბეჟანას და დათიკოს… კუკარაჩას და მურტალოს, ინგას, 7 ტყვია რომ ესროლა მურტალოს და შვიდივე ააცილა… აკაკი-კაკო-კაკი… შოშია, ლიმონა, ნუნუ ექიმი და “ტანო, ტატანო…” ჯაყო, დადუნა… და “ჰელადოს”:
“- იანგული ლაწირაკი!.
– ჯემალ სკრიპკა.
– გოგოების მაჩალკა…”

ბავშვის ხმამ დამაბრუნა…

“- мама, мама!.. я хочу такие же!.
– что? что такие же?
– сережки, как у неё.
– ои, простите пожалуйсто. она недавно проколола уши и…
– хочешь, подарю.
– ???
– только, они серебряные. можна еи?
– нельзя, недавно проколола и только золото.”

დავბრუნდი…

დავბრუნდი და ამ ყველაფერთან ერთად მოუვლელი და მოუწესრიგებელი რაღაცეებიც შევნიშნე. გულში რაღაც ჩამწყდა.

მე დღეს პირველად ვნახე “მზიური” (კი, მრცხვენია. მაპატიებს ალბათ ზურიკელა.), მინდა ყოველ დღე ვიარო და მივიღო ის სიამოვნება, რაც დღეს. საწყენია, ასე მოუვლელი რომაა და ჭორები გავიგე, გაყიდულია და რაღაცის იგეგმება მის ადგილასო. ზუსტად არ ვიცი, ვერც დავიჩემებ. მარა გთხოვთ, ნუ წაგვართმევთ ბავშვობაში მოგზაურობის შანსს და საყვარელ გმირებთან “შეხვედრის” შესაძლებლობას. თუ არ იგეგმება რამე ისეთი, მოვუაროთ მაინც, მე დავასუფთავებ, ჩემი ხელით, ოღონდ არ “გავათანამედროვოთ”რა. იყოს ისეთი, ძველი და ბავშვობის დროინდელი, ოღონდ მოვლილი…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/03/27, in ვითომ "ჩანახატები" :-) and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 12 Comments.

  1. >საინტერესოა, როგორია დღევანდელი ბავშვების "მზიური". ეგ ჭორი მეც გავიგე. მაგიტომაც გადაასვენეს ნოდარ დუმბაძეოო…

  2. >დრევანდელი ბავშვების მზიური–ბომბორას ატრაქციონებია. მთელი ბავშვობა მზიურსი მაქვს გატარებული. გული დამწყდა. კარგი პოსტია. :((((((

  3. >Da-v-iD – იმედია მხოლოდ ჭორია…axsiom – მეც ძაან მწყდება გული. მე ერთხელ ვიყავი და ამხელა შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, შენ და კიდე ბევრ სხვას მთელი ბავშვობა იქ გაქვთ გატარებული და წარმომიდგენია… ხო, მადლობა შეფასებისთვის🙂

  4. >ერთელ მიდნა შეთანე ერთად ვისეირნო თბილიში ვიცი რომ სულ სხვანაირად დავინახავ :)))) ხომ იცი, ძალიან მომწონს შენი თვალებით დანახული თბილისი

  5. >მე პირიქით ვიფიქრე უცებ და გავნადგურდი, მერე უცებ აღვსდექი :-)მადლობა ჯესი <3ვისეირნოთ, კაგდა ზახოჩეშ😉

  6. >ოკ… გაგახსენებ ^_^

  7. >კაი მაშინ🙂

  8. >იცი, კაი რომ რაღაც-რაღაცეები ვერ დაინახე მანდ, თორემ გაცილებით ნაკლებად პოეტურ განწყობაზე გამოხვიდოდი :შ

  9. >ვიცი, რაღაც-რაღაცეები უბრალოდ არ დავინახე🙂

  10. >ნივიჟუ ჩაურტყი ხო😀

  11. >მასე ვიცი მე, თუ არ მსიამოვნებს ვინმეს (რამეს) დანახვა, სულ ნივიჟუებს ვურტყამ🙂🙂

  12. >მასე ვიცი მე, თუ არ მსიამოვნებს ვინმეს (რამეს) დანახვა, სულ ნივიჟუებს ვურტყამ🙂🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: