>რაცხა უცნაურობა :-D :-D

>
ისეთი ამინდია, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა და მაკიაჟის გაკეთება რომ მოგინდება.

მარა არსად ვარ წასასვლელი, კვირაა და მიხარიასავით.

აივანზე ვზივარ, მზე აჭყიტებს და განწყობაც არაა ურიგო…

ვკითხულობ… წინ პატარა ბაღია, სადაც იები და სასუტელები მოჰყავს ჩემს მასპინძელს… ულამაზესია, ყოჩივარდები აკლია მხოლოდ…

ვხედავ, ყოჩივარდებიც გამოჩნდა, ციცაბო კლდეა, ულამაზესია იქაურობა. გაზაფხულის სუნია, ისეთი გემრიელი, რომ რავიცი… ორი გოგო გამოჩნდა, სულ პატარები. ძვრებიან იმ ციცაბო კლდეზე და ყოჩივარდებს აგროვებენ, რატომ? – თვითონაც არ იციან. თან თითოეულ ყვავილს ყნოსავენ, თვალებს ნაბავენ სიამოვნებისგან. მერე სახლში მიიტანენ უშველებელ თაიგულს და ლარნაკში ჩადებენ.

საღამოა უკვე, ეზოში ერთი ტყემლის ხე დგას, ისე გადაპენტილა ყვავილებით, ისე, რომ, ჩაეხუტო მოგინდება. საღამოს მზეს, გაზაფხულისას, ეფიცხებიან ადამიანები, სასიამოვნო დღეა…

დავბრუნდი…

წიგნი… წიგნი…

კაი ხანია არ წამიკითხია. ჩემთვის არ წამიკითხია, თორემ ისე კი…

მზე ისე საყვარლად აჭყიტებს, რაღაცა რომ გიხარია და ვერ ხვდები კონკრეტულად რა, ის მომენტია. თან “შუშანიკის შვილების” კითხვა დავიწყე და იქაა ერთი კაი მომენტი – შუშანიკის შვილი გვერდით რომ ჩაგივლის, ვერ ხედავ, მარა რაღაცა რომ გიხარია და არ იცი რა, ე.ი. შუშანიკის შვილმა ჩაგიარაო – დაახლოებით ასეა.

მე რა მიხარია? არ ვიცი… შუშანიკის შვილი მიზის ალბათ გვერდით, უბრალოდ კი არ ჩამიარა…

გაზაფხულია, დილა, მივდივარ უნივერსიტეტში, ბათუმის…

იქ, ახლოს, პარკთან, ლამაზი ყვავილების ბუჩქია, სახელი რომ ვერა და ვერ გავიგე. იასამნისფერი ყვავილი აქვს და ფოთლები სულ არ ჩანს, იასამისფრ ბუჩქს ვხედავ ყოველ დღე. ყოველ დღე ერთ-ერთ ბუჩქს ერთი ყვავილი აკლდება და ჩემს თმაზე ინაცვლებს, რიტუალია უკვე. ასეთ ფორმაში უნივერსიტეტში შესული, გიჟი ვგონივარ ალბათ ბევრს, მარა ეს არაფერი.

უნივერსიტეტიდან ერთად გამოვალთ, ხელიხელჩაკიდებულები და პლაჟს გავყვებით ბოლომდე. მზე თვალებში გვაჭყიტებს და თვალებმოჭუტულები დავსეირნობთ. მერე რას ვიზამთ? – არ ვიცი. საღამომდე რომ ერთად ვიქნებით ვიცი.

… შუშანიკის შვილებო, სად ხართ?

წახვედით?

კაი…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/03/21, in ვითომ "ჩანახატები" :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , . Bookmark the permalink. 16 Comments.

  1. >თბილისში სწავლობ თუ ბათუმში?🙂

  2. >რამანწიკა ^_^

  3. >axsiom – თბილისში, ოღონდ ხანდახან გადავდივარ ხოლმე ბათუმში, ვირტუალურად რა თქმა უნდა :-)ourlifegoeson – სამნივაიუს😀😀

  4. >საზიზღარ განწყობაზე შემოვისეირნე შენს ბლოგზე რაიმე სასიამოვნოს წასაკითხად და რა თქმა უნდა სიბრაზე სადღაც გაქრა ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ. მიყვარს შენი პოზიტივი და განწყობა, რომლითაც ვუბრუნდები ხოლმე სამსახურს შენი პოსტის წაკითხვის შემდეგ.ვისიამოვნე🙂

  5. >მიხარია თუ ცოტათი მაინც შევძელი შენი განწყობის გამოკეთება :-)მე ვისიამოვნე ახლა იმ პოზიტივით, რომელიც შენს კომენტარში დამხვდა. მეც სასიამოვნო განწყობით დავუბრუნდები ახლა სამსახურს🙂

  6. >რა თბილიააააააააა და საყვარელი :)))))))))

  7. >შენ ხარ თბილი და საყვარელი❤

  8. >სადღაა ასეთი ამინდები? ფაფუ, გაქრა :S

  9. >სანდრო, რა პესიმიზმის ამოფრქვევა დაგემართა?😀😀😀 მოვა, სად წავა, ჯერ მარტია და ხომ გაგიგია რას აბრალებენ ამ საცოდავ თვეს. ხოდა, გავა და ნახე მერე რა ამბავი იქნება😉

  10. >Shen xar tbili da sayvareli tu kaia :)))) mpua😀

  11. >ორივე რომ ვიყოთ არა?😀😀 :-*

  12. >დიაღაც რომ, ვართ კიდევაც :)))):D😀😀

  13. >ინტერნეტი გადაგიჭრეს, კომპიუტერი აგიფეთქდა თუ მეკობრეებმა აგიყვანეს ტყვედ? :))))) სად ხარ?

  14. >მომწონს მე ეგ გრძნობა, რაღაცა რომ გიხარია და არ იცი რა…გაზაფხულობით მემართება ხოლმე ყველაზე ხშირად :))მგონი მზე მიხარია, სითბო და სინათლე…იქნებ შენც ეს გიხარია?

  15. >axsiom – უფრო მესამე ვარიანტი, მეკობრეებად ჩემს სამსახურს თუ მივიჩნევთ😀 :-Dაქ ვარ, შემოვდივარ ხოლმე სიახლეებს რომ გადავხედო. პოსტების წაკითხვას ვერ ვასწრებ, შაბათ-კვირისთვის შემოგინახეთ სამაგიეროდ, გემრიელებო❤ (შხამიანი ხომ გემრიელიც არსებობს :-D)violetblogin – რავიცი, მოჟეტ ბიტ😀 მარა გადამიარა უკვე მაგ სიხარულმაც, იქნებ მზე რომ გვემალება მაგიტომ, ან იქნებ სხვა მიზეზთა გამო. არვიცი🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: