>თბილისი რომ შეიგრძნო…

>თბილისი რომ შეიგრძნო, მეტროთი უნდა იმგზავრო…

იმ ქალის ცივ სახეს შეხედო და დაეშვა ქვევით…

სანამ მატარებელი მოვა, ხალხს უნდა დააკვირდე, ამასობაში ვიღაცის მზერა თვითონაც უნდა იგრძნო, მარა არ გაიხედო მისკენ. მზერა რომ მოგშორდება, მერე შეათვალიერო, მუქი ლურჯი კოსტუმი უნდა ეცვას, ოთხკუთხედი ჯიბეებით და პაგონებით, რომ მოგწონს ისეთი. მერე მატარებელში შეხვიდე სასწრაფოდ, ჩამოჯდე და სალექციო მასალას გადახედო. ამ დროს ბევრი მზერა იგრძნო, გამჭოლი და უხერხული, თან ცარიელი და არაფრისმთქმელი, მხოლოდ ერთი იყოს თბილი და იმასაც ლურჯი კოსტიუმი ეცვას. ჩამოსვლისას ჯერ შენ უნდა ადგე ფეხზე და მერე ლურჯი კოსტუმი თბილი მზერით, უცებ უნდა იფიქრო, რომ არ აპირებდა აქ ჩამოსვლას და შენს გამო ჩამოვიდა, მაგრამ მატარებლიდან პირველი გავიდეს და საწინააღმდეგო მიმართულებით აიღოს გეზი. შენ გააგრძელო გზა და უკვე სულ ზევით რომ ახვალ, სინათლე გამოჩნდება და რამდენიმე კიბეღა დაგრჩება, ვიღაცამ ამოირბინოს, მიმოიხედოს და ისევ ჩავიდეს უკან. შენ მარტო ლურჯ კოსტუმს უნდა მოკრა თვალი და გჯეროდეს, რომ შენ გეძებდა, მაგრამ ვერ შეგამჩნია…

თბილისი რომ შეიგრძნო, რუსთაველზე უნდა გაიარო აუცილებლად, მთელი რუსთაველი ფეხით ჩაიარო და ერთ-ერთ ასახვევზე, მთაწმინდისკენ რომ ადის, საკუთარი თავი წარმოიდგინო – ქვევითკენ ეშვები, რუსთაველისკენ და სამი ცალი ხარ, ერთი კიარა. ფოტოაპარატი გკიდია მხარზე, სამივეს… დროდადრო ერთ-ერთი გამოეყოფა სამს, რაღაცის გადასაღებად ჩერდება. მერე ისევ ჩაკიდებს ხელს დანარჩენ ორს და ისევ ქვევით ეშვები, სამი ცალი…

მიყვები ისევ რუსთაველს, აკაკი და ილია ისევ იქ დგანან, სად უნდა წასულიყვნენ აბა. ხედავ, ისევ დგას გვერდით ორი კაცი, ზუსტად ისე, როგორც აკაკი და ილია, შენც ისევ სამი ხარ, ერთი გამოდიხარ და ამ კადრს აფიქსირებ…

აგრძელებ გზას, ბევრი ხალხი გხვდება, ძალიან ბევრი… უკვე საღამოა და ყველა სასეირნოდ გამოსულა, შენ კიდე სამსახურში ხარ მისასვლელი…ერთი…

მერე თავიდან უნდა დაუყვე რუსთაველს, უკან რა… მთაწმინდის ასახვევთან გადაწყვიტო, რომ ერთხელაც აყვები ამ ასახვევს, მარტო ოღონდ და იმ სახლთან გაივლი, ისე, უბრალოდ…

ხელნაკეთ სილამაზეებთენ ისევ გამოიარო, ამჯერად ერთი სასაცილო საყურე იყიდო და იმ პორტრეტს დააკვირდე, ლამაზი, კულულა და ცისფერთვალება ბავშვი რომაა გამოსახული…

მერე მაკდონალდსში უნდა შეიარო აუცილებლად, სამი უნდა იყო ისევ და ზამთარში ნაყინი ჭამო. ცოტათი იმაზე ტკბილი, ვიდრე გიყვარს, მაგრამ მაინც ნაყინი…

მაკდონალდსიდან მარტო გამოხვიდე და სამსახურისკენ წახვიდე, ისევ მეტროთი, ისევ ის უემოციო თვალები რომ დაინახო… ისევ იმ იმედით, რომ ისევ იგრძნობ ერთ თბილ მზეარას მაინც, არ აქვს მნიშვნელობა ლურჯი კოსტუმის თუ ყავისფერის…

თბილისი რომ შეიგრძნო, თავისუფლების მოედანს უნდა ესტუმრო, ნაყინი უნდა იყიდო მეტროსთან, შოკოლადის, ახლა უკვე იმდენი აქვს სიტკბო, როგორიც გიყვარს. ნაყინი გემრიელად მიირთვა და თან იმ პარკს მიუახლოვდე, ძალიან ლამაზი რომაა და სახელი რომ არ იცი. ცოტა ხანს მოვლენებს გარედან უყურო და მერე უახლოეს გაჩერებასთან გადახვიდე, წარმოიდგინო რომ სისხამი დილაა, წვიმს მაგრად და ქოლგა არ გაქვს, თან ცივა, ცივა მაგრად… ამჯერად ორი ხარ ოღონდ და ერთმანეთს უნდა ჩაეხუტო, რომ გათბე…

მერე… მერე ავტობუსი გამოივლის, ნამდვილი ავტობუსი, ხალხით გაჭედილი და ძლივს უნდა ახვიდე, ბილეთი დიდი სირთულით აიღო და მყარად დგომას შეეცადო. მერე მთელი გზა იმაზე უნდა ინერვიულო იმ მთვრალმა კაცმა რომ ჩაიფსა, შენც ხომ არ მოგაფსა შემთხვევით, შენს გაჩერებას მოუთმენლად უნდა ელოდე, რომ გაარკვიო ბოლოსდაბოლოს, თფუ!.. მერე უნივერსიტეტთან უნდა ჩამოხვიდე, დარწმუნდე რომ “მშრალად გამოხვედი” და ბედნიერებისგან გაგეღიმოს… ლექციაზე უნდა ახვიდე მერე და ლექტორის ხმა საამურად ჩაგესმას, იავნანასავით…

მერე ერთი კვარტალი ფეხით უნდა გაიარო და 15-ს დაელოდო, გაგიხარდეს დასაჯდომი ადგილი თუა და ფანჯრიდან ნახევრად თეთრად შეღებილ ხეებს დააკვირდე, საწინააღმდეგო მიმართულებით რომ გარბიან…

პეკინიდან ერთი კვარტალი კიდევ ფეხით უნდა გაიარო და კარზე დარეკო. სანამ კარი გაიღება, კიბის მოაჯირს მსუბუქად დაეყრდნო და იგრძნო, რომ მაგრად დაიღალე…

თბილისი რომ შეიგრძნო, ამ ყველაფერმა თავი არ უნდა მოგაბეზროს და დილით მაღვიძარას ხმა რომ გაგაღვიძებს, კი შეგეზაროს წამოდგომა ცოტა, მარა მაინც არ გადაიფიქრო წასვლა…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/03/18, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , . Bookmark the permalink. 13 Comments.

  1. >ზუსტად, ზუსტად! ასეთია თბილისი!ყოჩაღ, ძალიან მომეწონა❤

  2. >მე არ მიყვარს მეტრო ^^კარგი პოსტია : ))

  3. >violetblogin – მართლა? მიხარია❤ Biedronka – შეფასებისთვის მადლობა. რავი, მე კი მაღიზიანებს რაღაცეები, მაგრამ თბილისში გადაადგილების ყველაზე მოხერხებულ საშუალებად მიმაჩნია🙂

  4. >"მიყვები ისევ რუსთაველს, აკაკი და ილია ისევ იქ დგანან, სად უნდა წასულიყვნენ აბა"– გაიხარეეე!! ზალიან ვიხალისე! მაგარი პოსტია. ისე მეც, ოდესღაც, შენხელა რომ ვიყავი მგონი მასეთი აზრები დამირბოდნენ ზოგადად თავში. ეხლა უკვე მეათე წელი ხდება მეტროში არ ვყოფილვარ,(ოღონდ მართლა). ხო და კიდევ იმიტომ შემოვედი, რომ ფეისზე უნდა დაგიმატო პირდაპირ აქსიომათი მომძებნი და გამიხარდება ძალიან და თვითერი დავამუღამე და გირჩევ დააყენო, ბლოგს თავისებურად ფეისბოქის ფუნქციას მატებს ჩემი დაკვირვებით.😉

  5. >ძალიიიიიიიიიიიიიიიიიიიან თბილია, ძალიან ნაცნობიიი ))) ყოჩაღ!!!!!!!!! მაგრად მომეწონა, გამახსენდა რომ ვსწავლობდი და ვმუშაობდი და მეტროს ყველა წერტილი ვიცოდი :)))))

  6. >I love my town and i know mt Tbilisi loves me too… ^_^

  7. >axsiom – ახლა რამხელა ხარ?🙂 ძაან პატარა "ვჩანვარ" მე მგონი🙂 პოსტის შეფასებისთვის მადლობა.ხო, თვითერი მერე, ჯერ არ მაქვს მაგის დრო🙂 ფეისზე დაგამატებ ამ წამს ;-)Teaa – მადლობა, გამიხარდა შენი შეფასება :-*ourlifegoeson – უf, რას ამბობ😀😀😀

  8. >დსათვალიერებლად ყველაზე საინტერესო ხალხი, არ ვიცი რატომ, ყოველთვის მეტროში იყრის ხოლმე ტავს. ^_^ კიდე ერთი პლუსი აქვს, ზაფხულში გრილა, ზამთარში თბილა : D

  9. >კი, ნამდვიად ასეა🙂 გარდა იმისა, რომ ზაფხულში გრილა და ზამთარში თბილა, საკმაოდ მოსახერხებელი გადაადგილების საშუალებაა😉

  10. >კი, ნამდვიად ასეა🙂 გარდა იმისა, რომ ზაფხულში გრილა და ზამთარში თბილა, საკმაოდ მოსახერხებელი გადაადგილების საშუალებაა ;-)ამ კომენტარმა დახურა პოსტი! მაგარია! ლამის გიჩივლო ეს ჩემი სიტყვებია! :))

  11. >მაგ დროს არ გიცნობდი, ასე რომ უკენ მოგიწევს შენი საჩივრის წაღება🙂🙂

  12. >აააა…. ❤ კარგი ხარ! თითქოს მართლა დავბოდიალობდი თბილისის ქუჩებში : )თან როგორი ამინდი იყო იციი? თბილი საღამო, ახალი გაზაფხულის..

  13. >სალო❤ რა კაია რომ აქ ხარ, ხანდახან მაინც. კი, თბილი საღამო იყო, ახალი გაზაფხულის ნამდვილად. მიხარია, რომ იგრძენი განწყობა და შეფასებაც მიხარია შენი🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: