>რა მოხდა 1989 წლის 17 მარტს?

>
მნიშვნელოვანი არაფერი…

ზუსტად 22 წლის წინ, 1989 წლის 17 მარტს არც ისე ახალგაზრდა აჭარელი მამაკაცისა და ცოტა უფრო ახალგაზრდა მეგრელი ქალის ლამაზ წყვილს შეეძინა პირველი ქალიშვილი. მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, პირველი შვილი შეეძინათ!..

ბავშვს ულამაზესი სახელი დაარქვეს, რომელიც 22 წლის წინ არც ისე პოპულარული იყო, როგორც ახლა.

მშვიდი ბავშვი ყოფილა და მსოფლიოში საუკეთესო, ყოველ შემთხვევაში, უკვე სამი შვილის მშობლები ასე იხსენებენ. ეს ბავშვი ფაქტიურად არ ტიროდა თურმე, დედა მასწავლებელი იყო და შვილს ბებიას უტოვებდა. ბავშვი რომ გაიღვიძებდა, აკვნიდან ხელებს ამოუშლიდა ბებია და მორჩა, ის ღიღინებდა თავისთვის.

მამას ძალიან უყვარდა, სამსახურიდან რაც არ უნდა გვიან დაბრუნებულიყო, გააღვიძებდა და ჩაეხუტებოდა.

იზრდებოდა ბავშვი ასე, წყნარად და მშვიდად. სკოლიდან მოსული დიდი სიხარულით სწავლობდა გაკვეთილებს, მერე რუსულ მულტიკებს უყურებდა და “ერალაშს”. ყოველი წლის 17 მარტს დედა ტორტს უკეთებდა, იმ ბნელი წლების მიუხედავად, არც ერთი წელი არ ჩაუგდია.

თუმცა, არასდროს იყო უმცროს და-ძმაზე განსხვავებული, ერთმანეთი განსაკუთრებით უყვარდათ.

და 1989 წლის 17 მარტიდან ზუსტად 22 წლის მერე (შეიძლება ერთი-ორი სათით ადრე ან გვიან) ის ბავშვი პოსტს წერს, თან უკვე ჟურნალისტია, მთლად ჩამოყალიბებული არა, მარა სწავლობს კიდე. პარალეურად მუშაობს და ცხოვრებაში პირველად დაბადების დღეს ძალიან საყვარელი და ახლობელი ადამინების გარეშე შეხვდება, ფაქტიურად მარტო.

სადაცაა გადაცდება 12-ს და დადგება 17 მარტი, ეს კი ზის და სისულელეებს წერს. ცოტა ხანში რამდენიმე მესიჯი მოვა ტელეფონზე, ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანებისგან.

P.S. იცის ხოლმე ასე, ნუ მივაქცევთ ყურადღებას…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/03/16, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , . Bookmark the permalink. 21 Comments.

  1. >გილოცავ!

  2. >GILOCAV!!! ამწამს გელაპარაკე და არც დავაკვირდი თარიღს!!! :(( გილოცავ და გილოცავ!!!

  3. >ზოგჯერ მარტოც კარგია, მრავალფეროვნებისთვის. გილოცავ, არ გილოცავ, გილოცავ, არ გილოცავ, გულოცავ, არ გილოცავ, გილოცავ!!!!🙂

  4. >გილოცავ დაბადების დღეს! შენს ბიოლოგიურ კალენდარში ახალი წელი დაიწყო, ხო და ამ ახალ წელსაც გილოცავ და გისურვებ: დღევანდელი დღე შენი წარმატებების და სურვილების ახდენის დასწყისი ყოფილიყოს!ეს ვიდეო შენ>>> http://www.youtube.com/watch?v=xVzIGMqRznk :**********

  5. >Biedronka – მადლობა დიდი. შენი პირველი კომენტარი ჩემს ბლოგზე და ისიც მოლოცვა🙂 ბედნიერი იყოს შენი ფეხი, ამ შემთხვევაში მაუსი :-)თეა – მადლობა, არც უნდა დაკვირვებოდი🙂 სამაგიეროდ პირველმა მომილოცე face-ზე ;-)ცდისპირელი – დიდი მადლობა, მარა შეეშვი მაგ გვირილას :-)აქსიომ – უუუდიდესი მადლობა, უსაყვარლესია❤ მოლოცვისთვისაც დიდი მადლობა და ვიდეოსთვის ხომ ვაფშე!. :-* მევასებით ბავშვებო❤❤❤

  6. >გვირილა, გილოცავ დაბადების დღეს <3გუსურვებ რომ შენი ცხოვრება ისეთივე ნათელი და მზიანი იყოს, როგორიც გაზაფხულის დღევანდელი დღეა :))წარმატებებს გისურვებ ცხოვრების გზაზე❤❤❤

  7. >რა საყვარელი ხარ, მართლა ❤ გილოცავ შენს დღეს! ნახე, რა მზეა გარეთ.. შენთვისააა, იმიტომ რომ შენ დაიბადე ამ დღეს და კიდევ იმიტომ რომ მარტო არ იგრძნო თავი :*

  8. >არადა თევზობის არ გეტყობოდა არაფერი ^_^ HB!

  9. >wellcome me! :))))))) კიდევ გილოცავ

  10. >ჩემო ლამაზო ყვავილო ..გილოცაააააააავ >3 >3 როგორ მიხარია გვირილას დაბ.დღე ^_^ გილოცავ. სულ მასეთი კარგი და მშვენიერი იყავი.. პირადად არ გიცნობ (სამწუხაროდ ჯერ–ჯერობით), მაგრამ უვკე ვიცი, რომ ძლაიან აკრგი ადამიანი ხარ❤

  11. >violetblogin – მადლობა, მადლობა და მადლობა❤❤ <3salolas – ვითომ ჩემს გამოა ეს ამბავი?!🙂 მადლობა დიდი, გამიხარდა რომ გამოჩნდი :-*სანდრო – მადლობა🙂 შენ კიდე არ მიცნობ, "მწარე" თევზი ვარ :-)Biedronka – გესტუმრე უკვე, დილითვე. წაკითხვის დრო არ მქონდა უბრალოდ. მალე წაგიკითხავთ ყველას ;-)ჯესი – რა საყვარელი ხარ, გაიხარე და უდიდესი მადლობა :-*დაიჯერებთ რომ გითხრათ არ გიცნობთ, მარა მაინც მიყვარხართ-თქო? არადა ასეა❤

  12. >დაგიჯერებ, იმიტომ რომ მეც მასევე მიყვარხარ❤❤

  13. >უf (წითელისმაილი)გაიხარე ჯესიიიიი❤❤❤

  14. >არ ვიცი რატომ, მაგრამ მგონია რომ მარიამი უნდა გერქვას…ბოდიში თუ ვცდები.არა, არა… ვიცი რატომაც…გვირილასთან მარიამი ასოცირდება ჩემთვის…"მარიამ, გვირილა…" – გახსოვს ალბათ ზეს სიტყვები🙂

  15. >არა, მარიამი არ მქვია🙂

  16. >მოგვიანებით მაგრამ მაინც გილოცავ :*❤

  17. >მადლობა დიდი :-*

  18. >ეჰ, ცოტა ადრე უნდა მენახა ეს პოსტი რა! რამდენიმე დღე დავაგვიანე. გილოცავ!

  19. >არაუშავს, მთავარია რომ მილოცავ :-)მადლობა დიდი, მართლა.აწი სახელსაც თუ მიაწერ, მთლად გამახარებ🙂

  20. მინდორზე ფერად სტრიოქნებით კედლებს ავაგებ,
    და სათაურით გადავხურავ მე მას მალი-მალ,
    რითმებს -( უბრალოს) ხალიჩებად ყველგან დავაგებ,
    სიტყვებს ჭაღებად ჩამოვკიდებ ბროლის მაგივრად.

    გაჩუქებ ბინას, რომლის მსგავსი არსად არ არის,
    ამ სახლის ნომერს ვერვინ ვერსად გადააწყდება,
    და თუკი სევდა გადმოლახავს სხეულის საზღვრებს
    და თუკი ფიქრი
    გულზე
    დარდად შემოგაწვება…

    შეხვალ ბინაში, საიდუმლო კარებით შეხვალ,
    კარებით, რომლის გასაღები შენ დაგაქვს მხოლოდ,
    სადაც ათასი ლექსი ფიქრობს, მღერის და ღელავს,
    არაფერს არ გთხოვს, და ციმციმით – შენ გელის მხოლოდ

    რომ გაიხედავ შენთან მოსულ პატარა ლექსში,
    რომ დაინახავ მის იქით მყოფ ლამაზ სამყაროს,
    ხელს მისცემ ისევ შენთან მოსულს პატარა ხელში,
    რომ შენი ნატვრა რომელიმე სტროფში ჩაქარგოს . . .

    ესაა ბინა, რომლის მსგავსი არსად არ არის,
    მაპატიე, რომ უნებართვოდ ჩავდგი.
    ეს სახლი . . .

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: