>ღამით თბილისი რანაირია იცი?

>
ღამით თბილისი რანაირია იცი? რაღაცნაირი, უცხო და ცივი…

მაგრამ აქვს რაღაც, მასთან ყოფნას რომ გაიძულებს…

სადღაც იქით, პატარა პარკის უკან, დიდ დასახლებაშიც შუქები რომ აინთება, უფრო დიდი ჩანს ქალაქი…

ერთხელ, ძველმა მეგობარმა მასწავლა ასეთი რამ – უნდა დაჯდე ქუჩის კუთხეში და დააკვირდე მანქანების მოძრაობას, ხალხს ქუჩაზე გადასვლისას და ა.შ. დაახლოებით ისეთი სურათი იშლება, ფილმებში რომ ვხედავთ. როგორც ფილმებში, არც აქ ხარ შენ, ყველაფერი იგივეა – ქალაქი, ქუჩა, ტრანსპორტი… შენ არ ხარ უბრალოდ და გარედან აკვირდები ამ ყველაფერს. საშინელი შეგრძნებაა.

დაახლოებით ასე ვარ ახლაც, ვუყურებ განათებულ და მაინც რაღაცნაირად ჩაბნელებულ თბილისს (ღამეა ბოლოსდაბოლოს) გარედან, უცხოდ და უბრალო მაყურებლად ვგრძნობ თავს.

მანქანები მიიზლაზნებიან, შენელებული კადრი გეგონება.

ყვავილებით მოვაჭრე ქალი ალაგებას იწყებს. დღეს დავინახე როგორ გაყიდა ერთი თაიგული, უსაზღვროდ მესიამოვნა.

თითქოს კაი ამინდი იყო დღეს, მაგრამ ქუჩაში ცოტა ხალხი დადიოდა, პატარა პარკიც სულ ცარიელი იყო.

სეირნობა მომინდა. ასეთ ამინდში სეირნობას რა ჯობია.

ღამით უფრო ცოტა ხალხია ქუჩაში, თან ყველა სადღაც მიიჩქარის, ერთმანეთს ვერც ამჩნევენ.
ზოგს თმა ეწეწება, ზოგი სიცივისგან მობუზული დადის.

ერთ ბიჭს გრძელ, გაბურძგვნილ თმაზე ქუდი ჩამოუფხატებია, თხელი “კურტკის” სახელოებით თითებს მალავს და მილასლასებს.

მერე ორი ბიჭი გაჩნდა საიდანღაც, მოკლე ნაქსოვი ქუდები ახურავთ, მოთეთრო რუხი ფერის და მჭიდრო ჯინსები აცვიათ. ხელებით ლაპარაკობენ…

გოგო გამოჩნდა, ულამაზესი… თმა მკერდამდე წვდება, თან ქარი უწეწავს. ქუდი მსუბუქად ახურია და შარფიც შემოუხვევია ყელზე. დიდი ზომის გრძელი ქურქი თუ რაღაც ამდაგვარი აცვია და დაბალძირიანი ჩექმები, გამხდარი და მაღალია… ქარის და თანმხლები ძაღლის, ლაბრადორის წყალობით თავს ვერ იმორჩილებს, ხან ძაღლი ექაჩება, ხან ქარი უბიძგებს, ამიტომ სწრაფ ნაბიჯს სირბილით ანაცვლებს და პირიქით. მშვენიერი კადრია, მშვენიერი სანახავი.

მოხუცების წყვილი გამოჩნდა. “პადრუჩკით” მოდიან, სეირნობა-სეირნობით, არსად მიიჩქარიან.

პირველი სართულის ფანჯარასთან ვდგავარ, მოსიარულე ადამიანების თავები ლამის ამ ფანჯარას წვდება. ვერ მამჩნევენ…

ალბათ მეც მაკვირდება ვინმე ასე… უსიამოვნოა…

გარეთ ისევ განათებული სიბნელეა და ისევ მაყურებლად ვგრძნობ თავს…

ღამით თბილისი რანაირია იცი? რაღაცნაირი, უცხო და ცივი…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/03/14, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , . Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. >http://shiosmarani.wordpress.com/2011/03/15/– ჯერ ეს პოსტი ნახე. ეხა რაც შეეხება ჩემს თბილისს: არაფერი ცივიც არ არის, პირიქით–ძალიან თბილი და საყვარელია! უბრალოდ ჯერ ბევრი მეგობარი არ გყავს თბილისში. ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე: მოვა დრო და თბილისის ყველაზე ცივი ღამეც კი– ყველაზე ცხელ და სანუკვარ ოცნებებს აგიხდენს!p.s. ბოლოს და ბოლოს როგორ შეიძლება გციოდეს იქ სადაც აქსიომა, ნათია, თი, ნიკოსლოგი, ვინნი,გრიო და სხვა საყვარელი ბლოგერები ცხოვრობენ?! :)))))

  2. >ტიტუუუ!.. გამოლაშქრებაც ამას ქვია😀 მერეც ცივი რომ იყოს აქსიომ, გავაფრინე და ეგაა🙂 ვიცი რომ ეს ახლა ხდება ასე და მერე შეიცვლება.მართლაც, სხვა თუ არაფერი, როგორ შემიძლია მციოდეს იქ, სადაც თქვენ ხართ :-* :-*

  3. >მოვესწარი თბილისის აღწერას! ^_^

  4. >კარგია, შენგან თბილისის აღწერა სულ სხვანაირია🙂 მე კიდე მიყვარს ღამის თბილისი, ზაპხულში და ზამთარშიც ერთნაირად თბილია, წყნარი :)) უფ მომენატრა ღამით თბილისში ბოდიალი

  5. >მეც თბილისელი ვარ მაგრამ ზოგჯერ ჩემთვისაც ცივია და უცხოა თბილისი. ეს იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება… რა ვქნა…მეც როგორ მიყვარს ასეთი დაკვირვებები იცი? :))საინტერესო იყო შენი თვალით დანახული თბილისი.

  6. >რა საყვარლები ხართ ყველა, დღის ბოლოს მიბნედილი რომ მივდივარ სახლში, ისე მიხარია თქვენი კომენტარები რომ მხვდება ^_^სანდრო – ჯერ სად ხარ, მთავარი თბილისი წინაა, ჯერ არ მცალია ოღონდ მაგისთვის :-)ჯესი – მეც ვსეირნობდი ადრე ღამის თბილისში, ოღონდ მეგობრებთან ერთად და სულ სხვა იყო. რომ დათბება, მაინც ვისეირნებ, ღამე მიყვარს და სეირნობაც, სინთეზიც მშვენიერია შესაბამისად. violetblogin – საინტერესოა ვითომ?🙂 მიხარია მაშინ🙂 შენი დაკვირვებებიც დააგდე მერე😉

  7. >არც ისე ცივია როგორც გარედან ჩანს დააკვირდი აბა ცოტა სხვა ფანჯრიდან და ნახავ რომ ასეა🙂

  8. >ტიტუუუ, ამ ცივს რომ ეტაკეთ ყველა, მეტი არაფერი იყო მაგ პოსტში?! :-)მაინც ცივია, ხანდახან კია თბილი, მარა არც იმდენად, რომ ბოლომდე გადავრწმუნდე. დამარწმუნოს აბა ამ 2 წელში🙂 ეს ხუმრობით, დავწერე მე მაგის მერე რაღაცეები თბილისზე, ცოტა დათბა🙂 თან, როგორ შეიძლება ქალაქი, სახელად თბილისი, არ იყოს თბილი. იქნება, ოღონდ ნელა თბება რა😀

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: