>“სანამ ცოცხალი ვარ”

>
ჯესიმ დამთაგა თამაშში “სანამ ცოცხალი ვარ”, რომელიც ♥ Summer ♥ -ს დაუწყია.
სასაცილოა, მაგრამ ჩამონათვალი ალბათ გრძელი არ გამომივა, ისევ წერისას თუ მომაფიქრდება რამე, ეგაა. ან მეტისმეტად რეალისტი ვარ და შესაძლებლობების მიხედვით ვფიქრობ, ან ნამეტანი კმაყოფილი ვარ ცხოვრებით(?), ან “ვაფშე” ცუდად მაქ საქმე და სურვილები არ გამაჩნია🙂

მოკლედ, სანამ ცოცხალი ვარ:

უნდა გადმოვხტე პარაშუტით! მიუხედავად უეცრად აღმოჩენილი სიმაღლის შიშისა, ძალიან მაინტერესებს ეს შეგრძნება და აუცილებლად გავუსინჯავ გემოს. არა, შეიძლება გულიც კი გამისკდეს, მარა მაინც🙂

უნდა ვისრიალო თხილამურებით. ხო, არასდროს ვმდგარვარ თხილამურებზე. მინდა დავეშვა თვალუწვდენელი თეთრი მთებიდან, მთებიდან, რომლებიც სად მთავრდება და ცა სად იწყება, ვერ მიხვდები. უშიშრად მინდა დავეშვა და შევიგრძნო თავისუფლება თუ რაღაც…

უნდა ვიცხოვრო ლონდონში, ჩემს ვერტიკალურ ქალაქში (ასე მოვიხსენიებ ფიქრებში :-)), მეხუროს ბერეტი, მაგრამ არა წითელი! სხვა დროს მშვენიერი იქნებოდა, მაგრამ წელს ყველანაირი ეშხი დაკარგა😦 ხოდა, მუქი ლურჯიც მშვენივრად წავა. გრძელი და ოდნავ ტალღოვანი თმა კი მაქვს და🙂 მეცმევა გრძელი, ჩემზე სამი ზომით დიდი სვიტერი, აუცილებლად მსუბუქი ბალეტკები და ვიწრო შარვალი (ნუ, მანამდე დავიკლებ ერთ 5 კილოგრამს :-)). თხელ, მუქი ლურჯ ან ყავისფერ შარფსაც შემოვიხვევ მსუბუქად და ნისლიანი ალბიონის ულამაზესი ცის ქვეშ ხელიხელჩაკიდებული ვივლი იმ ადამიანთან ერთად, ვისაც უსიტყვოდ გავუგებ და ვინც უსიტყვოდ გამიგებს, თვალებით რომ ვილაპარაკებთ ერთად… ვივლით უსასრულოდ ლონდონის ქუჩებში და ვილაპარაკებთ არაფერზეც… ან ველოსიპედებით ვისეირნებთ, ისევ ხელიხელჩაკიდებულები…

ან ასე იყოს, რავიცი🙂

ნამდვილი ლონდონელები უნდა გავიცნო, ისეთები, კონსერვატორები… ბარემ ბუკინგემის სასახლესაც ვნახავდი, იქ ვარ და🙂

მინდა სტინგს მოვუსმინო ცოცხალი შესრულბით, ოღონდ ლონდონში უნდა იმღეროს აუცილებლად. თუ უნდა სულ ეს სიმღერა🙂

პარიზი უნდა ვნახო, ყველაზე მაღლა ავიდე ეიფელზე და იქედან გადმოვიხედო, მინდა დავინახო პარიზი ეიფელის გარეშე, მაგრამ ეიფელიდან. სადღაც, კუთხეში, პატარა კაფეში მინდა დავჯდე და რამე სასიამოვნო წავიკითხო.

პეტერბურგს ვნახავ… თავისი თეთრი ღამეებით, “გასახსნელი” ხიდებით და მთლიანად არქიტექტურით.

ცხენზე მინდა დავჯდე და ვიჯირითო, კი მეშინია მაგრად, მარა მაინტერესებს.

აკვარიუმი მინდა მქონდეს… ვითომ ძალიან რთულია, მარა არ მაქვს რატომღაც…

აუცილებლად უნდა გავხდე დედა. სასურველია ტყუპები, ერთნაირები რა თქმა უნდა. მინდა შევიგრძნო, როგორია როცა სხეულით ცოცხალ არსებას ატარებ, პირველად შევეხო მას და დავაკვირდე, როგორ იზრდება ჩემი ნაწილი, იზრდება სწრაფად და ყოველ დღეს მიბედნიერებეს. მეჭიროს მისი პატარა ხელი და ვიაროთ უსასრულოდ…

ერთი თვით წავალ სადმე მიკარგულში, მაგრამ ულამაზეს ადგილას, წავიღებ ბევრ წიგნს, რომელთა წაკითხვა უკვე ოცნებად მექცა. ვიკითხავ მთელი დღე, შიგადაშიგ დავლევ მწარე ყავას და შავ, მწარე შოკოლადს მივაყოლებ.

მინდა მქონდეს პატარა სახლი, თავისი პატარა ეზოთი, სადაც გვირილები იქნება აუცილებლად. სახლის ყველა ოთახი იქნება სხვადასხვა ფერის და სხვადასხვა სტილში. სამზარეულოში დიდი კალათა უნდა დავდგა მწვანე და წითელი ვაშლებით სავსე. შაბათ-კვირას მეგობრები მივიღო სტუმრად და ფილმებს ვუყუროთ ხელოვნების ოთახში.

შემოდგომა უნდა ვნახო. ბევრი ჭადარი და ირგვლის სულ ყვითელი ფოთლები, ამ ფოთლების ხრაშუნი მინდა შევიგრძნო სიარულისას.

ეს იყო ჩემი სისულელეები, სავარაუდოდ რაღაცეები გამომრჩა, მაგრამ რაც დავწერე ის მქონდეს ჯერ და დანარჩენი მერე იყოს🙂

ხო, თამაში გრძელდება და თუ რამე გამომრჩა, თეა დაამატებს🙂 (ეს ხუმობით, ადრესატი მიხვდება :-D). ანუ, ვთაგავ თეას, ცდისპირელს, ფინიკი კიდევ რომ დავთაგო ხომ არ ეწყინება? თუ ეწყინება არ დაწეროს, გვირილას არ ეწყინება მგონი🙂 არადა, აინტერესებს🙂 ხოდა, კიდე აქსიომას, წინა თაგი რომ გამიტარე ვერ მივხვდი გგონია? (ბოროტისმაილი)😀 დაა, კიდე მაცოს. კია ცოტა ბევრი, მაგრამ მაინტერესებს (ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობა მაინც სხვაა😀 და არამხოლოდ ჟურნალისტური) და რა ვქნა🙂

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/03/12, in (თეგ) თამაშები :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , . Bookmark the permalink. 13 Comments.

  1. >ადრესატი მიხვდა 😀😀😀 კაი მოვიფიქრებ და დავწერ ფხიზელ გონებაზე, თორემ ეხლა ძილის მეტი არაფერიც არ მინდა, შეიზღუდა სურვილები აუცილებელ მინიმუმამდე😀😀😀 იუ ნოუ აი მინ🙂 დავწერ დავწერრრრ (რაას ვუმუქრები ვერ მეტყვით???? ):D😀😀

  2. >რავიცი, ეტყობა მოვიდა დიადი განწყობა :-Dok, ჟდუ ნედაჟდუუუს😀😀

  3. >გენაცვალე , როგორ მგავხარ… პარაშუტი… თხილამურები ტყუპი ბავშვები… სტინგი❤ ხო საერთოდ ^^ მევასები ხო იცი :> მშვენიერი სურვილებია

  4. >თავიდან ბოლომდე მოვასწრებდი იმას რაც ჩამოთვალე და არ დავამატებდი არაფერს. ლამაზად ოცნებობ და გისურვებ ყველა ოცნება აგხდენოდეს( თან მალე).🙂

  5. >ourlifegoeson – მადლობა❤ მეც მევასები მასე თუა😀 axsiom – მადლობა, გაიხარე, მარა მე მაინც შენი პოსტი მერჩივნა :-(შენც აგსრულებოდეს🙂

  6. >კაი ხანია რაც უკვე დავწერე ეგ პოსტი, იმდენი რომ ლამისაა ყველა სურვილი ამიხდა კიდეც. :))) ლონდონში დაგინახე, კარგად გამოიყურებოდი. :)))

  7. >მე არ მინახია ეგ პოსტი, ეტყობა ძველია ნამეტანი :-Dთუ შეგემატა ახალი სურვილები, დაწერე. როგორც გინდა მოკლედ :-)მადლობა, ლონდონში შენც იყავი ხო? 😀

  8. >როგორ მინდა პარაშუტიტ გადმოხტომა, ეჰ :შ

  9. >შენ რაღა გიშლის ხელს, სიმაღლის გეშინია? მე კი მეშინია, მარა მაინც უნდა გავრისკო🙂

  10. >პარაშუტით გადმოხტომა მეც მინდა, თუმცა რამდენად განვახორციელებ არ ვიცი. თხილამურებით სრიალს რაც შეეხება იმდენად ვერ ვიტან ზამთარს და ზამთრის კურორტებს, რომ ამას ალბათ ვერ ვეღირსები :)ლონდონი ძალიან მაგარია გიერთდები მაგ სურვილში.რაც შეეხება პარიზს ეს ოცნება განხორციელებული მაქვს,თუმცა ეიფელის კოშკზე ასვლა მწარედ მახსოვს, ძალიან ციოდა, კისერი გამიშეშდა და ცხოვრება არ მინდოდა შესაბამისად დიდი ვერაფერი სიამოვნება მივიღე😀 დავფიქრდები და იქნებ მეც დავწერო პოსტი ამაზე, კარგი იყო, სასიამოვნოა ადამიანების ოცნებების მოსმენა რაღაცნაირად🙂

  11. >განახორციელო უნდა აუცილებლად, ჯერ მთელი ცხოვრება გაქვს მაგისთვის, მოასწრებ😉 პარიზზე ცუდია მასე რომ დაგემართა, მარა პარიზი მაინც პარიზია, კარგად თუ ცუდად🙂 პოსტს თუ დაწერ, გამიხარდება, მაინტერესებს შენი სურვილები😉

  12. >ლონდონმა დამიპყრო🙂

  13. >ეჰ, მეც შეპყრობილ-დაპყრობილი ვარ ლონდონით, მარა რა🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: