>შუაღამეს გადაცდა…

>
შუაღამეს გადაცდა… ფანჯარაში სადღაციდან შემოღწეული შუქი ოთახს რაღაცნაირად ანათებს… ნივთებს ბუნდოვნად ვხედავ, გუმანით ვხვდები რაც უნდა იყოს.

პირჩაღმა ვწევარ… ბალიში ქვასავით მაგარი მგონია და მასზე დადებული ცალი ლოყა მტკივა, მაინც არ მინდა გადმოტრიალება. მიყვარს პირჩაღმა წოლა, ოღონდ ამ დროს თავს ვერაფერს ვუხერხებ, სულ მოუხერხებლად გდია თავისთვის.

საათის ისრის წკაპუნის ფონზე ხანდახან საკუთარი წამწამების ხმაც მესმის, თვალის დახამხამებისას იმ ქვასავით ბალიშს რომ ეხებიან.

ცარიელი ვარ, ემოციებისგან, ყველაფრისგან…

რეალური და ვირტუალური ცხოვრების საზღვარს ვცდები, უფრო რეალურისკენ ალბათ…
თავს ვაკუუმში ვგრძნობ…

ამასწინათ აკვარიუმში თევზების მოძრაობას ვაკვირდებოდი. უბედურები არიან თევზები, მთელი დღე დაცურავენ ერთ პატარა სივრცეში და პირს აფჩენენ მხურვალედ, თითქოს რაღაცაზე პროტესტს გამოთქვამენ… მეცოდებიან, მიუხედავად იმისა, რომ აკვარიუმი ჩემი ოცნებაა… უსინდისოები ვართ ადამიანები!

ნახევრად გაწეული ფარდის უკან ფანჯარა ჩანს, რომლის ანარეკლი გვერდით კედელზე მოუთავსებია სადღაციდან მოსულ სინათლეს.

სძინავს თბილისს, სძინავს…

ხანდახან ჩამოქროლებული მანქანის ხმაც შემოდის, რაღაცნაირად, ავისმომასწავლებლად…

მომეჩვენა, რომ ისეთი ხმაური იყო, წერაში მიშლიდა ხელს. როგორც კი ამას მივხვდი, სიჩუმემ დაისადგურა…

მონატრების სხივი შემომეპარა ჩუმად, მთელი დღეა მიღიტინებს და როგორც იქნა მიაღწია საწადელს.
დეტალები, რომლებსაც ადრე არ ექცეოდა ყურადღება, მნიშვნელოვანი გახდა. იმდენად, რომ არ შემიძლია ვაიძულო საკუთარ თავს არ იფიქროს ამ დეტალებზე.

სადღაც ვარ, რამდენიმე სამყაროს შორის გაჩხერილი და თავს ვეღარ ვაღწევ, ვერც იქით მივდივარ და ვერც აქით.

ის, რომ ყველაფერი ეს არც ისე მნიშვნელოვანია და განვლილ დროს გაყვება თან, დიდი ვერაფერი შეღავათია.

ისიც ვიცი, რომ ხვალ შეიძლება გამეცინოს ამ ყველაფერზე, მაგრამ დღეს ხომ არ მეცინება.

თუმცა, ხვალ ახალი დღე იქნება, თავისი სუსხიანი დილით, მარტო თბილისში რომ იცის. მანქანებიც უცებ მომრავლდება და უკვე მათ შემაწუხებელ გრუხუნს გავიგებ.

მოპირდაპირე ქუჩაზე ისევ გამოვა ყვავილებით მოვაჭრე ქალი, უეცრად გამოჩენილი უსირცხვილო კონკურენტების კონკურენციას რომ ვერ უძლებს. მთელი დღე ისევ მარტო იდგება, ხელთათმანიან, მაგრამ მაინც გათოშილ ხელებს სახესთან უფრო ხშირად მიიტანს და ორთქლით გაითბობს.

ფანჯრის წინ მდგარი ორი ჭადარი ისევ მიიქცევს ყურადღებას, მათ ფონზე მოღრუბლული ცაც რომ ლამაზია.

მერე მე ისევ წავიკითხავ რამეს, ლექციებისთვის მოვემზადები, საყვარელ ბლოგებს ვესტუმრები და ბოლოს დავიძინებ, გემრიელად დავიძინებ.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/03/10, in ჩვეულებრივ ასეა..., бывает и так... and tagged , , , . Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. >ბედნიერი ხარ. ეს ყველაფერი რომ შემოგაწვედა შეგიძლია იწვე და ისე წერო, მე კიდე უნდა ვიჯდე.

  2. >დაწექი მერე შენც🙂

  3. >გვირილაროგორღა დავწერო? :შ ლეპტოპი უნდა მაგ საქმეს :

  4. >ვახ, "გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო" არ გაგიგია შენ? :-)მე მასეთ დროს ჩემს ფაქტიურად უნივერსალურ ტელეფონს ვიყენებდი ხოლმე, დრაფტ-ებში ვინახავდი მერე "შედევრს" და მოგვინებით ვდებდი ბლოგზე. ღამე ტვინი მეხსნება და ხომ არ დავკარგავ შანსს ?!😀 ხოდა, შენც იგივეს გირჩევ😉

  5. >ხოო… ჩემი ბლოგი ვნახე დაბლოგროლებული და გამახსენდა ჩემთან რომ არ ხარ და დაგაბლოგროლებ დღესვე. წერილი მომეწონა და სუსხიან თბილისსზე მომეშალა ნერვები, მართლა მასეთია თბილისი ხანდახან. :(((((

  6. >კაი :-Dხო, თბილისი სუსხიანია ნამდვილად, ხანდახან განსაკუთრებით…მადლობა შეფასებისთვის❤

  7. >ძალიან საყვარელია.. თბილი და ნაცნობი🙂

  8. >მადლობა <3თბილი რამდენადაა ეს ა ვიცი, მარა ნაცნობი იქნება🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: