>ფერები… რამდენად მნიშვნელოვანია…

>
იასამნისფერმა ბლოგერმა დამთაგა თამაშში, რომელიც თურმე მაცოს დაუწყია.

ჩემი საყვარელი ფერები უნდა ჩამოვთვალო, მერე საკუთარი თავი დავახასიათო და ერთგვარი ფსიქოლოგიური პორტრეტის მსგავსი რაღაც გამოვა საბოლოოდ.

დავიწყებ იმით, რომ არ მჯერა ფერები განსაზღვრავდეს ადამიანის ხასიათს და რაღაც ამდაგვარს, თუმცა, თამაში საინტერესოდ მეჩვენება და დავწერ რა თქმა უნდა, მით უმეტეს, რომ იასამნისფერმა დამთაგა.

რომ ვთქვა, რამე კონკრეტული ფერი მაქვს ამოჩემებული და საყვარელი-თქო, ტყუილი იქნება. თუმცა, არის რამდენიმე ფერი, რომელიც უფრო მეტად იწვევს ჩემს სიმპათიებს, ვიდრე სხვა დანარჩენი.

მომწონს მწვანე, ალბათ იმიტომ, რომ თვალების ფერის გამო ყველაზე მეტად მიხდება🙂 მწვანე მიყვარს ყველა ტონალობაში, ოღონდ ამ მწვანეზე მუქი ტონალობები, ვიდრე ღია და ჭყეტელა🙂

მიყვარს ლურჯიც, საყვარელი ფერია და აქაც გადამწყვეტ როლს თვალის ფერი თამაშობს, რა ვქნა, იცვლის ხანდახან ფერს🙂 თან, ლურჯი ზღვის, ჩემი საყავრელი ზღვის ფერია და ზოგჯერ ცის ფერიცაა…

მომწონს იასამნისფერიც, თუმცა მხოლოდ ვიზუალურად, პრაქტიკულად თითქმის არ “ვიყენებ”🙂

ახლა, რაც შემეხება მე. მინდა ვთქვა აქვე ისიც, რომ ძალიან რთულ საქმეს შევეჭიდე, არაჩვეულებრივად ცვალებადი, წინააღმდეგობრივი და ზოგჯერ უცნაური ხასიათიც მაქვს. ეს ის შემთხვევაა, როცა სხვა გზა არაა და უკვე ცოტათი მჯერა ზოდიაქოსი, თევზები ვარ და ჩემს ხასიათს ყველაზე მეტად კიდე ეს ხსნის. თან მარტში ვარ დაბადებული და არც აქაა კაი ამბავი თურმე, მარტივით ცვალებადი იქნებიო, ჩურჩულებენ ბოროტი ენები😀

მოკლედ, დავიწყე – მწყინს პატარა დეტალებიც კი და თან უსაშველოდ, წყენა მახსოვს დიდხანს და ვერაფრით ვივიწყებ, თუმცა ეს არ ხდება ბოღმის საფუძველი, უბრალოდ, დისტანციური ვხდები იმ ადამიანთან, ვინც მაწყენინა. მაგრამ, საკამრისია როგორღაც დავრწმუნდე იმაში, რომ ეს ადამინი გულწრფლად ნანობს თავის საქციელს და წყენა ისე ქრება, ვერ ვხვდები. რაც უფრო ახლობელი და საყვარელია ადამიანი, მით უფრო მწყინს და პატიებაც მიჭირს. სწორედ ამიტომ, თუ უცხო ადამინი ვერაფერს დამაკლებს, ახლობლებს შეუძლიათ გამანადგურონ… ზოგჯერ ისეთი რამ შეიძლება მეწყონოს და ისეთი არა, რომ მეც მიკვირს საკუთარი თავის.

მაქვს უდიდესი ნებისყოფა, რაც ძირითადად უარყოფითად აისახება ჩემზე, თუმცა ვერაფერს ვშველი. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და ჩემს ნებისყოფასაც – თუ ამევსო მოთმინების ფიალა, უკეთესია მიფრთხილდეს ყველა და ყველაფერი!

მაქვს უაზრო პასუხისმგებლობაც, თუ რამე საქმე ავიღე, მოვკვდები და ბოლომდე მივიყვან. სადღაციდან ვიჩენ მოვალეობებს, რაც სინამდვილეში სულაც არაა და არც სხვები თვლიან მოვალეობად. არ შემიძლია წესების დარღვევა, თუ მოხდა საოცრება, მთელი ცხოვრება მემახსოვრება.

არ მიყვარს როცა გულს მტკენენ და ვცდილობ არც მე ვაწყენინო სხვას. თუმცა, სწორედ ეს თვისება რამდენჯერმე ბოროტად იქნა გამოყენებული, “ძალიანმეწყინება” სახით ძალიან ადვილია ჩემზე ზემოქმედება.

ვარ აბსოლიტურად არაკონტაქტური. პირველ ნაბიჯს ვერანაირ ურთიერთობაში ვერაფრით ვერ გადავდგამ. სამაგიეროდ, თუ სხვამ გადმოდგა ეს ნაბიჯი და გავუგეთ ერთმანეთს, შემიძლია ყველაფერი გავაკეთო მისთვის, უარი ვთქვა თუნდაც რაღაც პრინციპებზე, რომლებიც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია რატომღაც. უთქვამთ, რომ არ შეიძლება მილიონჯერ დაეხმარო ადამიანს, ვინც მილიონჯერ გადაგაგდო, თუმცა, მე რატომღაც ვფიქრობ, რომ თუ შემიძლია დახმარება, უნდა დავეხმარო, სხვაგვარად უბრალოდ ვერ შევძლებ. სწორედ ამიტომ, ვარღვევ რაღაც პრინციპებს, რაც არც ისე კარგია. თუმცა, შეიძლება ისეთი რამე ამოვიჩემო და გავიხადო პრინციპად, რომ რავიცი… და თუ მივყევი პრინციპს, მორჩა, ნებისყოფა კი მაქვს და…

ვგიჟდები ყურადღებაზე… ყურადღების ცეტრში ყოფნა და ასეთი სისულელე კიარა, უბრალოდ, ერთი მესიჯი თუნდაც და ამდაგვარი სისულელეები… ყურადღებითაც შეიძლება ჩემზე ზემოქმედება მოკლედ🙂

ხო, არასდროს მბეზრდება იმ ადამინებთან ურთიერთობა, რომლებიც მიყვარს. ვენდობი მათ უსასრულოდ…

მაქვს ერთი ძალიან ცუდი თვისება – შემიძლია ავითვალწუნო ადამინი მხოლოდ ერთი ფრაზის ან რამე დეტალის გამო, სრულიად უცნობიც კი და “ვსიო”, არ მევასება და მორჩა! თუმცა, უარყოფითიდან დადებითისკენ უფრო ადვილად მეცვლება შეხედულება, ვიდრე პირიქით.

საერთოდ, ფაქტიურად არ მახასიათებს რადიკალიზმი, ყველაფერში რაღაც შუალედის პოვნას ვცდილობ და დიდი სისულელე გამომდის საბოლოოდ🙂

კონსერვატორი და ლიბერალი შემიძლია ვიყო ერთდროულად, ნუ, კონკრეტულ საკითხში ალბათ ვერა, მარა ეს ორივე მყარადაა ჩემში🙂 ზოგჯერ რომანტიკოსიც ვარ და სისულელეებზე ვოცნებობ, თუმცა, ეს მხოლოდ პირად ცხოვებაში. ისე კი რეალისტი ვარ ოდნავ ოპტიმისტური შტრიხებით და სისულელეებზე სულ არ ვოცნებობ.

კაი დებილი ვარ მოკლედ😀

და ბოლოს, თამაში გრძელდება და ესტაფეტას გადავცემ:finiki, heart1ess, axiom და სანდრო, იგივე Seymour Glass

ყველა ძალიან მაინტერესებს და არ დამაღალატოთ რა…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/03/09, in (თეგ) თამაშები :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , . Bookmark the permalink. 20 Comments.

  1. >ლაიკ ლაიკ ლაი.. მეზარება, მაგრამ საღამოს მეც დავწერ ამ ოსტს .ნუ რა შარში გამხვია იასამნიშფერმა ბლოგერმა ^^ ძალიან კარგი პოსტი გამოგივდა. და მინდა გითრა ძაააააალიან ვგავართ ერთმანეთს🙂

  2. >მწვანე ფერი მეც მიყვარს, მაგრამ მე შენსავით ლამაზი თვალები არ მაქვს. :)) ეგ გადამეტებული პასუხისმგებლობის გრძნობა მეც მახასიათებს და ვიცი, ზოგჯერ რა ცუდია. :(ახლა ვხვდები ეგ "ვსიო" რასაც ნიშნავს. :))

  3. >ourlifegoeson – გეზარება კიარა, უნდა დაწერო, უკვე დათაგული იყავი, თეორემ ჩემს მიერ დაითაგებოდი. ველოდები ;-)მადლობა შეფასებისთვის🙂 დაწერე და ვნახოთ რამდენად ვგავართ (თვალებმოჭუტულივითომგამომწვევი სმაილი)cdispireli – უf, მადლობა (ლოყაწითელადაშეფერებულისმაილი)🙂 რა კაია, შენც რომ გახასიათებს ეგ პასუხისმგებლობა, ჯერ ერთი, რომ მიხარია პასუხისმგებლობა რომ არსებობს ადამიანებში და მეორეც, ჩემსავით გადამეტებული პასუხისმგებლობა თუ აქვს კიდე ვიღაცას, ე.ი, მთლად დებილი და წყალწაღებული არ ვარ :-)ხო, "ვსიო"-ს როგორ ხვდები?😀

  4. >როგორც გიწერია.😉 :))

  5. >აუ, ახლა ნუ დამაბნიე, შენ რა იცი როგორ მიწერია?🙂 დამავიწყდა ზემოთ დამეწერა, რომ ზოგჯერ დაბნეულიც ვარ😀 იქნებ არასწორად გაიგე, ან მე მიწერია არასწორად და ყველამ არასწორად გაიგო, ხოდა, მითხარი როგორ გაიგე😉

  6. >გვირილა როგორ ჩააყენე ეს ანიმაცია შენს ბლოგზე? რომელი ვიდჯეტით? ანუ ეს მოძრავი ყვავილები როგორ დააყენე თქო?

  7. >ესაა შენი კომენტარი?! :-Dბლოგსპოტს აქვს ასეთი გადჯეტი HTML/JavaScript. ხოდა აქ ჩავსი ამ ყვავილის HTML-ი. ეს ყვავილი კიდე რომელიღაც საიტზე ვიპოვე და HTML-იც ახლდა. თუ გინდა დავძებნი მერე საიტსაც.მე ვერ ვერკვევი დიდად ვოდრპრესში, თუმცა მაგასაც უნდა ჰქონდეს წესით ეს ფუნქცია😉

  8. >რა საყვარელი ხარ!🙂 სასიამოვნო წასაკითხია :)როგორ მიყვარს მწვანე და ლურჯი თვალის ფერი…"ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას…"

  9. >ბოლო ფრაზაზე გამეცინა :)გაიხარე, მესიამოვნა შენი კომენტარი <3ლურჯის რა გითხრა, უფრო ცისფერია🙂 ხანდახან მწვანე და ასე… მე ძალიან კი მინდა ლურჯიც რომ იყოს, მარა…ხო, დათაგულები არ აქტიურობენ :-(გააქტიურდით ბავშვებო, მაინტერესებს :-s

  10. >მეც დავიბენი და აღარ ვიცი რა გითხრა,🙂

  11. >ოოო!..😦 შენ რაღამ დაგაბნია, ერთი დაბნეულიც საკმარისია🙂 კაი, თუ არ გინდა, ნუ დაწერ ;-)იმ "ვსიოს" არანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ჰქონდა ისე და შესაბამისად, ვერ მიხვდებოდი რასაც ნიშნავდა. ამიტომ დამაინტერესა რას მიხვდი, იქნება რამე უაზროდ მიწერია, ხდება ხოლმე, რავიცი…

  12. >უუუ ხო კაი :)) უკვე ორ თამაშში ვარ დათაგული და შაბათ–კვირას ბევრი ფიქრი მომიწევს ^_^

  13. >არ ვიცი მე, ველოდები პოსტს🙂

  14. >ზუსტად ასეთი თვალები მაქვს მეც ჭრელი, უფრო მწვანეს ელემენტებით, და ფერც ვიცვლი ტანსაცმლის და ამინდის მიხედვით..:) რომ ახასიათებდი, რაღაც წვრილმანების გარდა, ეჭვი მეც გამიჩნდა, რომ მიცნობ???😀😀😀

  15. >ძალიან კარგია.იმედია ცუდად არ გამომივა, თუ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ახალი ფოლდერი შეემატა ჩემს ექსპერიმეტს. ^^მომეწონა პოსტი.ზოაგადად მიყვარს დიდი და საინტერესო, შინაარსობრივი ჩანაწერები.პ.ს. მაცოს წაკითხვა – გულს მინათებს ხოლმე.😀

  16. >ცუდად რატო გამოგივა კაცო, თუ მეტყვი რა დებილიზმი მჭირს ამისთანა, გამიხარდება დაჯე :-Dმადლობა რომ მოგეწონა.მეც მიხარებს გულს გვირილას წაკითხვა😀

  17. >ვერაფერს იტყვი. ძალიან მომეწონა. ჰო მართლა აქ იმიტომ ვარ რომ მადლობა მოგიხადო სანდროს დათაგვისტვის. ასე რომ არა მეც ვერ დავწერდი გუშინ და უკმაყოფილო ვიქნებოდი საკუთარი თავით.

  18. >ვახ, მადლობა, კიარადა, არაფრის 🙂 საინტერესო მოსაზრებაა მადლობისთვის🙂

  19. ლაააალალალალა…
    როგორი ისეთივარ..
    მშვიდი და რაცხანაირი.. :დ:დ:დ:დ

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: