უემოციოდ…


უკვე მერამდენე დღეა თბილისში ვარ, უფრო სწორად ბათუმში აღარ ვარ… რამდენი დღეა არ ვიცი, მეზარება ახლა დათვლა, ერთი კვირა არ გასულა ჯერ…
უემოციო ყველდღიურობაა… ლექციები დღის მეორე ნახევარში მეწყება და მხოლოდ 2 საათს გრძელდება, ამიტომ მთელი დღე ან ვკითხლობ, ან ინტერნეტთან ვარ… რამდენიმე საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე და დავაკვდი კითხვას🙂

ხო, დღეს დედის დღეა, დედაჩემს აქედან მივულოცე…

დილით მზის სხივმა გამაღვიძა, მიყვარს ასეთი დღეები…

ფინიკი, გაზაფხულიც ჩამოვიტანე თბილისში, აჰა!..🙂

გარეთ ყვავილების მოვაჭრეები “დაბანაკებულან”, მთელი დღეა ვუთვალთვალებ… ის ერთი თურმე სულ აქ დგას, მეორე გადმოვიდა სხვა ქუჩიდან და 10-15 მეტრის დაშორებით გამაგრდა… ჯერ ორი გოგო მივიდა წესით მეორე და უკვე პირველ მეყვავილესთან, ვერაფერი შეარჩიეს და აწ უკვე მეორესთან გადავიდნენ…
არასოდეს მიჩუქნია დედისთვის ყვავილები, მით უმეტეს ქუჩაში ნაყიდი. არა, უფრო სწორად ერთხელ ვაჩუქე, მისალოცი ბარათი გავაკეთე ჩემივე ხელით და იებიც დავუკრიფე, სოფელში ვიყავით, სულ პატარები…
სულ ვფიქრობდი, რისი ჩუქება გაუხარდება ყველზე მეტად? პატარა სუვენირის მიღებისასაც კი ბავშვივით უციმციმებს თვალები… მერე მივხვდი, რომ შვილის ნაჩუქარი ყველაფერი გაუხარდებათ… არ არის ეს უბრალო სენტიმენტალური ფრაზები. რამდენჯერ წარმომიდგენია, როგორ ჩნდება ჩემს სხეულში ცოცხალი არსება, იზრდება, ცოცხლობს… ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?! ვერასდროს გავუგებ იმ ადამიანებს, ვინც უკვე დაბადებულ თუ ჯერ კიდეც ჩანასახს სასიკვდილოდ იმეტებს. ეს ხომ შენია, შენში არსებობს რაღაც, მარტო წარმოდგენისას მაჟრიალებს…

არადა, ამ პოსტის დაწყებისას ნამდვილად არ ვფიქრობდი დედის დღეზე დაწერას, პრინციპში, არცაა მთლად “დედის დღე პოსტი”…

იმის თქმა ინდოდა, რომ მომენატრა ბლოგი, კაი ხანია არ დამიწერია ახალი პოსტი, რატომღაც არ მეწერინება, სხვა რაღაცეებით მაქვს თავი გამოტენილი. ახლა მხოლოდ ინფომაციის მიღებაზე ვფიქრობ და არა გაცემაზე…

აქ საინტერესოა, ოღონდ ჯერ უემოციოდ საინტერესო…
თბილისში ყოველთვის მისი სიდიდე მომწონდა, ნუ, ბათუმთან შედარებით…
დავხეტიალობ მარტო, არავინ მიცნობს, არავის ვიცნობ…
რამდენიმე უბანი ვიცოდი, რამდენიმეს ახლა ვსწავლობ და ვეგუები “ახალ ცხოვრებას”, რომლიც ჯერ არ დაწყებულ ფაქტიურად…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/03/03, in ჩვეულებრივ ასეა..., бывает и так... and tagged , , . Bookmark the permalink. 26 Comments.

  1. >ვაიმე, დავაკვდი ამის თარგმნას და როგორც ჩანს, შვედური უნდა იყოს და pretty-ს ნიშნავდეს. ხოდა, თუ მშვენიერი ბლოგი მაქ, მადლობა შენ🙂 ახლა შვედურად ვერ დავწერ მაგას🙂 (თუ ვცდები, მომეშველეთ ვინმეეეეე)

  2. >თან "დედის დღის" პოსტი იყო, თან – სხვა რაღაცებიც დაწერე🙂 ორიგინალური და არაშაბლონური გამოვიდა :)ხშირად წერე ხოლმე :)ბათუმელებს თბილისში "დიდობა" მოსწონთ და აკვირვებთ. თბილისელებს ბათუმში – პირიქით, ნახევარი საათი რომ გეყოფა ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გასასვლელად🙂 მე ეს მეორე მირჩევნია :)რა გინდა, შენს ბლოგს უკვე შვედეთშიც კითხულობენ🙂

  3. >ხო, შვედეთმა მაგრად კი დამაბნია😀 იქით ვეცი, აქით ვეცი და ბოლოს შევძელი მგონი :-Dმადლობა პოსტის შეფასებისთვის, მესიამოვნა <3ხო, მეც ბათუმის "სიპატარავე" მირჩევნია, მაგრამ ვცდილობ ყველგან ვიპოვო დადებითის მაგვარი რაღაც და თბილისში ეგ მომწონს. ა, კიდე მაკდონალდსი😀

  4. >აღარ მესმის ამ ამინდის .. დილით სასტიკად თოვდა, ახლა კიდე მზე და ჩიტების ჩიკჩიკი…

  5. >ხო, მაგრამ მთავარია რომ ახლა მზეა და ჩიტების ჭიკჭიკი😉 დილით რომ გავიღვიძე და თოვდა, მაგრად კი გამიკვირდა ისე… (ჩვენში დარჩეს და, ლამაზად კი თოვდა🙂 არ გამიგონ გაზაფხულს მოწადინებულებმა :-D)

  6. >ბათუმზე როგორც წერდი, თბილისზეც ისე დაწერე რა, მაინტერესებს ^_^ ვიცი, მშობლიური ქალაქი არაა, მარა მაინც… : )

  7. >ძალიან კარგი ადამიანი ჩნხარ🙂 მომეწონა შენი დაპოსტილი🙂 http://www.prebedinaglonti.blogspot.com prebedinaglonti.tk

  8. >sandro – ამას ჯერ შეყვარება უნდა, ბათუმივით თუ თემიყვარდა თბილისი, დავწერ აუცილებლად. ალბათ ამის გარეშეც დავწერ, რადგან მეეჭვება ბათუმივით შემიყვარდეს, რომ შემიყვარდება ეს ვიცი უკვე. ხოდა, მომაკითხავს ალბათ მალე დიაღ პატივცემული მუზა თბილისისა და თბილისური:-Dპრებედინა ღლონტი – მადლობა ძვირფასო პრებედინა. მშვენიერი ნიკი შეგირჩევია, ვიცინე🙂 გეწვევი ახლავე, სახელიდან (გვარიდანაც)გამომდინარე, ჭორებს დამახვედრებ ალბათ ცხელ-ცხელს 😉

  9. >ჰო, გუშინ ნამდვილად ეტყობოდა ამინდს გაზაფხულის მოსვლა, თუმცა დღევანდელზე რა გითხრა, პრინციპში ცოტა ხნით მზემაც გამოანათა და მზის ფონზე თოვდა, პრინციპში ლამაზი იყო, ამიტომ ვთვლი, რომ კარგი ფეხი გაქვს :)პოსტი მომეწონა, უემოციო განწყობისგან განსხვავებით ნამდვილად არ ყოფილა პირიქით, სიამოვნებით ჩავიკითხე ბოლომდე :)P.S. ეს არის კომენტარი, რომლის დატოვებასაც დილიდან ამაოდ ვცდილობდი, ამის შემდეგ მზე გამოვიდა და მთელი დღე გადასარევი ამინდი იყო, ალბათ ამიტომ ვერ დავტოვე ეს კომენტარი თავის დროზე, ჰოდა კარგი ფეხი გაქვს, კარგი🙂

  10. >გამიხარდა, გამიხარდა, გამიხარდა :-)დღეს მეც გამიცრუვა იმედები, მარა მერე გაამართლა ისევ🙂 ხოდა, კაი ფეხი მქონია და ეგაა ;-D (იმედია ხვალ დილით კიდე თოვლი არ დამხვდება :-D).P.S. გამიხარდა რომ მოახერხე, ნამდვილად ღირდა, სასიამოვნო იყო . ნუ, თუ ეს მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში😀

  11. >ეხლახანს აღმოგაჩინე და პირდაპირ დღის აღმოჩენად იქეცი :))ძალიან საყვარელი ბლოგი გაქვს :)) ნუ, რაც წავიკითხე მომეწონა და უნდა ჩავუჯდე ერთი🙂

  12. >ანუ შენც ჩემი სენი გჭირს? მე ვიცი ხოლმე, ერთი ბლოგი თუ მომეწონა, ამოვიჩემებ და სანამ ყველა პოსტს არ წავიკითხავ, არ შევეშვები :-Dხო მართლა, მადლობა შეფასებითვის❤

  13. >მახსოვს აქ კომენტარი დავწერე და გამქრალა:( სხვა ბლოგსპოტ ბლოგზეც მომივიდა ეგრე და ნეტავ რა ხდება?🙂

  14. >ცენზურას ნამდვილად არ აქვს ადგილი🙂 სპამშიც ვნახე და იქაც არაა😦 ვორდპრესს უჭირს ხოლმეო მითხრეს, რავიცი… სცადეთ კიდევ, თუ როგორცაა🙂

  15. >რატომ ბლოგსპოტი და არა ვორდპრესი? ისე ბლოგსპოტის ფორმატი უფრო შესაფერისი მგონია ბლოგისთვის. და მაინც რატომ? კეთილი იყოს ჩემი კომენტარი შენს ბლოგში. მეორედ ვტოვებ და იმედია არ გაქრება ისევ.🙂

  16. >კითხვაზე პასუხი თვითონ გაეცი და🙂 ისე, თავიდან ვორდპრესს ვერ გავუგე ვერაფერი და იმიტომ ავიღე ბლოგსპოტი, მერე გადატანა არ მინდა, რავიცი, პოსტები, კომენტარები…კეთილი იყოს შენი კომენტარი ნამდვილად, ის ერთი არ მოსულა ჩემამდე, თორემ კი ნახავდი ბლოგზე😉

  17. >როგორი კარგი და ლამაზი პოსტია.. ^^გვირილა, კარგია აქაურობა, ძალიან კარგი.. :*

  18. >მადლობა Mallorie, მიხარია ძალიან შენი შეფასება❤

  19. >გვირილა რა გჭირთ შენ, მაცო, ნათი…. რატომ აღარ წერთ??????

  20. >რავიცი, მე და მუზებმა ვიჩხუბეთ და არ მეკარებიან. თავისუფალი დროც გამირბის სადღაც. თუმცა, შერიგების პირი უჩანს და მალე დავწერ რამეს😉

  21. >ჰო, აქსიომას ვეთანხმები.რატომ აღარ წერ?^^იცოდე, მაგ მუზას გავჩეჩავ. ეგ გაწყენინებდა, მე ვიცი. ^^

  22. >კი დავწერე რაღაც სისულელეები და ნახე მერე თუ გინდა.არ გაჩეჩო ჩემი მუზა. შერიგების პირას ვართ და დავწერ მალე რამეს😉

  23. >წაუსენტიმენტალებს, ზატო ორიგინალურია.

  24. >ეს ძალით დაწერილი პოსტია, თბილისში დაწერილი პირველი თან🙂 ხოდა, ბათუმიდან გამოყოლილ სენტიმენტებ ვერსად გავექეცი🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: