>ჩამოვთბილისდი…

>
მივედით და პირდაპირ პლაჟზე დავეყარეთ… სამივე ვიყავით… დავლიეთ ცოტა… ცოტა, მაგრამ მე “მალალიტრაშკა” ვარ🙂
ვეყარეთ ქვიშაზე, ვწრუპავდით (ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით) გემრიელ სასმელს და ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით… იმაზეც, რომ მალე თვითონაც ჩამოვლენ, მიწისქვეშა გადასასვლელში შევხვდებით ერთმანეთს და ვივლით ბომჟებივით, სამივე…

მერე ვისეირნეთ, მივედ-მოვედეთ მთელ ქალაქს…

მერე ცოტა ხანს მაკნატუნა ვაკნატუნეთ და დიდი წითელი ვაშლები ვჭამეთ…

მერე ჯონი დეპი, ჯუდ ლოუ და 10 წლის წინანდელი ბრედ პიტი შემოგვხვდნენ… ქართულად ლაპარაკობდნენ და ყავაზე გვეპატიჟებოდნენ, მაგრამ სად გვეცალა მაგენისთვის, მერე შეგვეხმიანებიან და ვნახავთ სადმე. ხო, ჯუდი ალბათ თბილისში გამომყვება…😀😀

მერე წვიმას იწყებდა და თან ჩამობინდდასავით, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი მალე მატარებლისკენ უნდა გაქანებულიყო…

დავემშვიდობე, ჩვეულებრივად… იმდენად მივეჩვიეთ ერთმანეთს, იმასაც, რომ ყოველ დღე უნდა ვნახოთ ერთმანეთი, უცებ ვერც გავაცნობიერე, რომ ხვალ ვერ ვნახავდი. ჩვეულებრივად დავემშვიდობე ორივეს. არადა მაგრად, ისე მაგრად უნდა ჩავხუტებოდი, ცოტა ხანს რომ გამყოლოდა სითბო…

მართალია, დედამიწას სიყვარული ატრიელებსო. კი დომენიკო, კი…

მერე იყო მატარებელი… გრძნობა, რომ მძიმე ჩანთებისგან ხელები არამარტო დამეწეწა, არამედ მოგლეჯილი ყრია სადღაც, მალე გავიდა…

ტადამ-დადამ, ტადამ-დადამ…
ხეები და ლამპიონები საწინააღმდეგო მიმართულებით გარბოდნენ…
ტადამ-დადამ, ტადამ-დადამ…

… და გემრიელად ჩამეძინა, მატარებელში თუ ვიყავი ვერც ვგრძნობდი ამჯერად…

გაღვიძებულს თოვლი დამხვდა, ლამაზი ძალიან…
ხომ ვამბობდი, ბათუმიდან ჩავიტან თოვლს-თქო🙂
ლამაზია თოვლიანი თბილისი…

სასიამოვნო იყო დილის “სუფთა” ჰაერი, მატარებლიდან ჩამოსვლისთანავე რომ მეტაკა ცხვირში… და საერთოდაც, დილა თბილისში სხვანაირია…

ჩამოვთბილისდი…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/02/27, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , . Bookmark the permalink. 17 Comments.

  1. >ეჰ, რამდენი ხანია ჩაბათუმება მინდა :S

  2. >ჩაბათუმდი მერე :-)თქვენ, არაჩაბათუმებულებს, როგორც წესი, ზაფხულობით გინდათ ჩაბათუმება და კი ჩაბათუმდებით რამდენიმე თვეში🙂

  3. >მეც მინდა ჩამობათუმება … ძალიან ძალიან

  4. >ჩამობათუმდი-თქო ვერ გეტყვი, მე იქ არ ვარ. თუმცა შეგიძლია ჩაბათუმდე😀

  5. >მეც მქონდა მსგავი სიტუაცია წელს ბათუმში :)) ახალწელს ბათუმში შევხვდით და ისე მაგრად გავერთეთ რომ აუცილებლად უნდა გავიმეორო მომავალ წელსაც :)მიყვარს ბათუმიიი❤

  6. >კეთილი იყოს შენი ჩამობრძანება, თუმცა აი თოვლი უკვე გვეყოფა🙂

  7. >violetblogin – გაიმეორე ;-)კი, ბათუმი საყვარელია❤ finiki – კაი, გადავცემ ახლა და ვნახოთ რა, შევეცდები დავითანხმო რომ ეყოფა თბილისს ამდენი თოვლი😀😀

  8. >რა კარგიაა!!! პარაამ უკვე აქეთ ხარ ახლოს :))) ანუ შემიძლია სადმე ბლოგერების შეკრებაზე მაინც გნახო ხოლმე :)ძალიან მაგრად უნდა ჩახუტებოდი შენ გოგოებს❤ და კიდე ჯონი დეპს და ბრედ პიტსაც უნდა გაყოლოდით ყავაზე, სულ 5 წუთი მაინც.. რა იცი კიდევ როდის იქნებით ასე… p.s. ისე რეიზა გაიმეტე ბათუმი დასატოვებლა?

  9. >ბლოგერების შეკრების რა მოგახსენო, მე ბლოგერი არ ვარ და… ადამიანებს ვხვდები მარტო, ბლოგერებს არა :-)ჯონი დეპი, ჯუდ ლოუ და ბრედ პიტი სად წავლენ კაცო, მოვლენ კიდე, როგორც მაშინ მოვიდნენ ისე :-)ხო, გოგოებს მაგრად უნდა ჩავხუტებოდი ნამდვილად <3ბათუმი იმიტო გავიმეტე, რომ და სწავლა, სწავლა და სწავლაო უთქვამთ და მაგისტრატურას დავეჯახე🙂

  10. >au jud lo gamacani raaaaa :)))))))

  11. >ახლა შენ მოიცა!..😀😀 კაი, ხო, გაგაცნობ კიდე რომ გამოჩნდება🙂

  12. >:D😀 ჯონი დეპი მხოლოდ ჩემია!!!! ნუთუ მღალატობს?? :ფიქრ:😀😀

  13. >ოო, ეგ არ ვიცი😀 მე არ შეგეცილები, ჩემს მეგობარს უფრო მოსწონს და მისია წესით. მარა, თქვენ ხომ ერთმანეთს არ იცნობთ, ამიტომ ჯონს (!) თავისუფლად შეუძლია ორივესი იყო, მის სინდისზეა ეს დამოკიდებლი😀

  14. >:D😀 უნამუსო!! უსირცხვილო!! ყველა მამაკაცი ერთნაირია😀😀😀

  15. >ე, ახლა შემეცოდა ჯონი (!)😀😀

  16. ვაიმე გვირილაო, და გვირილაზე გაამხსენდა რომ მაგის სეზონი მოდის აწი და❤❤

  17. ახალი საყვარლობა ჩემს ბლოგზე❤ კი, მოდის ჩემი გვირილების სეზონი🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: