>”გაზაფხულის საღამოა მშვიდი”…

>
”გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. სული საზღვარს გადასცილდა ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი”…

გარეთ ნოსტალგიური გაზაფხულია… დიახ, ნოსტალგიური, არ ვიცი რატომ ოღონდ…

ამ საკითხებში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ გაზაფხულზე მგონი მზე განსხვავებულად ანათებს… გარეთ მშვენიერი ამინდია თითქოს, თითქოს ზაფხულს ჰგავს, არადა გაზაფხულია, აშკარად ხედავ რომ გაზაფხულია…

ახლა სოფელში აქა-იქ დარჩენილი თოვლის ქვემოდან იები და ყოჩივარდები წამოყოფდნენ თავს, ტყემალიც აყვავდებოდა და სურნელი… ყვავილების სურნელი იქნება მთელს გზაზე…

”გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.”…

ბარგი ჩალაგებულია, წასვლამდე ორი დღეც არ დარჩა…

მარტო ვიყავი გუშინ სახლში… გადავწყვიტე დრო მომეგო და ჩანთების რაღაც ნაწილი ჩამელაგებინა…

იმ დებილ რუსულ არხზეც უფრო დებილი სევდიანი მელოდიები რაღა ჯანდაბად გადიოდა…

არადა, სახლის მოყვარული და მშობლების კალთას ჩამოკიდებული არასდროს ვყოფილვარ…

ახლა რა მეტაკა…

რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს, რომ არ მინდა ვთქვა ისეთი…
თითქოს სამუდამოდ მივდივარ…

სასაცილოა… სასაცილო ვარ მე!.. თითქოს სადღაც შორს, ქვეყნის დასალიერში მივდიოდე…

არ მინდა წასვლა!..

არ ვიცი რატომ… ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი აქ მაქვს, საყვარელი ადამიანები, მეგობრები, ნორმალური სამსახურიც…

მაძალებდა ვინმე? ამოვიჩემე მაგისტრატურა… მარა მჭირდება აშკარად…

წასვლა მინდა, კი, მინდა…

მაგრამ აქაც მინდა…

არ მეგონა ასე თუ გამიჭირდებოდა…

ვიცი, რომ ახლა ვაზვიადებ… კიარადა, არ ვაზვიადებ, წასვლა მიჭირს ნამდვილად, ძალიან თან… მაგრამ ისიც ვიცი, რომ იქაურობასაც მალე შევეჩვევი, ისე, რომ შეიძლება დაბრუნება არ მომინდეს… მარა წასვლა ჭირს…

”გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.” …

გარეთ ისევ ნოსტალგიური გაზაფხულია…

არადა, როგორ მიყვარდა ადრე ჩანთების ჩალაგება…

საყვარელი სამოსი და სამკაულებიც კი ჩალაგებულია… სამკაულები თუ ქვია ორ ცალ საყურეს🙂 არადა, ვიცი, რომ არ გავიკეთებ… სულ რგოლის ბეჭედს ვატარებ, ვერცხლს ოღონდ, სამივეს გვაქვს ასეთი… კიდევ სამაჯურის მაგვარ რაღაცეებს, უამრავი ძაფისგან აწყობილს…

ის მედალიონი როგორ დავკარგე, სახელებიანი, სამცალსახელიანი… უნდა გამეკეთებინა ახალი… გამომრჩა, დამავიწყდა თუ რავიცი… ჯანდაბა!..

საყურე რაღად მინდოდა ნეტა… მაგრამ მიყვარს ის საყურეები… ერთი ცდილობს გვირილას დაემსგავსოს და მეორე ობობაა, საყვარლები ორივე…
საერთოდაც მიყვარს საყურეები, იშვიათად ვატარებ ოღონდ…

ან ეს ტერენტი რაღას ამოვიჩემე…
”გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.” …

დედაჩემმა რომ ნაახოს რამდენ სისულელეს მივათრევ, ჯერ გაუკვირდება, მერე ალბათ ჩანთიანად მოისვრის და თან ისე, რომ კიდე მე შემრცხვება…
მაგრამ არაა ისინი სისულელე… სამახსოვრო საყვარლობებია…

გარეთ კიდევ ნოსტალგიური გაზაფხულია… მე კიდევ მივედ-მევედები სისულელეებს…

მომენატრება ყველა და ყველაფერი…

პატარა ჩიხები, ლამპიონები – საყვარლები, ბათუმის წვიმა და ზღვა!.. რა თქმა უნდა ზღვა… უნდა გავიდე წასვლამდე ცოტა ხნით…

მაინც რა მეტაკა, ჰა?!

კი, ნოსტალგიური გაზაფხულია გარეთ…

”გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.” …

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/02/24, in ვითომ "ჩანახატები" :-), бывает и так... and tagged , , , . Bookmark the permalink. 16 Comments.

  1. >გაზაფხულიიიი .. როგორ მინდაა მალე მოვიდეეეს …

  2. >აგრეკ უკვე 1 კვირაა მზე არ მინახავს, მშურს, რომ გაზაფხულის საღამო დგას სადღაც და მზე ანათებს :)ცვლილებები ყოველთვი კარგი არ არის, თუმცა არსებობს, ისეთი ცვლილებები, რომლებიც ჩვენც გვინდა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნით მივტირით შეჩვეულ ცხოვრებას, დროის გასვლის შემდეგ გვეცინება კიდეც და ვფიქრობთ, რომ ამაზე ასეთი რექაცია გვქონდა, თუმცა ზოგჯერ ძალიან ძნელია ერთი ხელის მოსმით ყველაფრის შეცვლა. ამ განწყობითაც უნდა დატკბე, დამშვიდობების განწყობით, ყველაფერი გაცილებით უკეთესი იქნება, დარწმუნებული ვარ. თუმცა აი ზღვაა :)))

  3. >wantfun – მოვა, სად წავა ;-)finiki – ეს ცვლილება წესით კარგია, მარა მიჩვეული ცხოვება და ა.შ. რა… მართალი ხარ მოკლედ🙂 ზუსტად მაგას ვაპირებ, ან ამ განწყობით, დამშვიდობებით დატკბობას ;-)ხო, ზღვა… მე რომ ჩამოვალ სულ სხვა იქნება ზღვა, ტურისტების იქნება და აჭრელებული… მარა მაინც საყვარელი…🙂

  4. >გაზაფხულის დადგომამდე უკვე დღეებს ვითვილი… ისე ველი თითქოს რაგაც სასწაულს მომიტანს, მაგრამ ხომ ვიცი ეხლაც შემოდგომა შეცვლის შემ ცხოვრებას… ეგ განცდა მეც მქონდა, როცა ბათუმში მოვდიოდი 1წლით… მეც უმარავი ნივთები წავიღე თან რაც ჩემთვის ძვირფას ადამიანებს მაგონებდა… ( დედაჩემმა რომ დამინახა ბევრი იცინა :))) )… დამიჯერე შენც შეეჩვევი ისე როგორც მე .. უკან აღარც მინდაოდა, ეხლაც ისე მენატრება…. :_)

  5. >ტერენტი გრანელის ლექსებზე ვგიჟდებიიიიი! ჩემთვის ძალიან ახლობელია მისი შემოქმედება <3ძალიან ლამაზი პოსტია🙂

  6. >dandelioN inside foG – შეიცვლება, შეიცვლება, სულ მალე და თან უკეთესობისკენ ;-)violetblogin – უი, დიდი მადლობა, გამიხარდა❤

  7. >რა სევდითაა გაჟღენთილი…❤

  8. >კი არ მომწონს კომენტარებს პასუხგაუცემლად რომ ვტოვებ, მაგრამ ამაზე რა გიპასუხო ვერ მივხვდი🙂

  9. >არადა რა თბილი პოსტია, მაგრამ ვინ გვაცალა – დაბრუნდა ზამთარი… ხვალ გაზაფხულის პირველი დღეა ნეტავი მზემ გამოანათოს და გაგვათბოს ^^

  10. >თქვენ მე გადამრევთ რა, გვინდა თოვლიო და აჰა- ჩამოვათრიე ბათუმიდან, ახლა გაზაფხული გინდათ. მოიცა, გაზაფხულიც ჩამოვიტანე მე, ჩანთაში იქნება სადღაც, ცოტა ქვევითაა ოღონდ, მოვძებდნი და დავაგდებ😀😀

  11. >გამომგზავრების ემოციები-totally same🙂 რაზე მუშაობ ისიც თქვი, შეიძლება მაგაშიც კოლეგები აღმოვჩნდეთ, ვიხალისებთ მაინც🙂 :):D😀

  12. >ხოოო?! რატომ არ მიკვირს ნეტა😀 :-Dჟურნალისტი ვარ, არ ემთხვევა, შენ ხო სადღაც სხვაგან მუშაობ :-)ისე, აქაც დამთხვევა მაგარი სასაცილო იქნებოდა😀😀

  13. >:D მე მინდოდა ჟურნალისტიკა და გადამაფიქრებინეს სულ ბოლოს, საბოლოო ჯამში ქვეყანათმცოდნე დიპლომატი ვარ თუ რაღაც რა🙂 :):D😀

  14. >სამაგიეროდ, "ქვეყანა იცი"😀😀

  15. >არ თქვა, ეგ რომ დავინტერესებულიყავი, ისე ამოვქექავდი ყველაფერს, რაც მასწავლეს, რამოდენიმე საგნის გარდა.. ქვეყანა არა ის ვიცი მე😀😀 რა ქვია ჩემს საქმეს თვითონ ვერ გამიგია:D😀

  16. >სახელი ქვია😀😀

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: