>იქ …

>
ახლა ისე მომინდა რამე საინტერესო წამეკითხა… ისეთი, ბოლომდე რომ ჩაგითრევს და გარშემომყოფებს ვერ ამჩნევ…

ვაიმე, როგორ მომენატრა კითხვა…

ვერასდროს ვიფიქრებდი, ამ საქმეს ამდენი ხნით თუ მივატოვებდი…

მაკლია რაღაც, რომ ვკითხულობ ბედნიერი ვარ…

მაგრად რომ გწყურია და წყაროს წყალს დალევ, ისეთი შეგრძნება მაქვს ბოლო დროს, კითხვას რომ ვიწყებ…

იქ მინდა, სადაც არასდროს ვარ ზედმეტი, ორ შეყვარებულს შორისაც კი…

ახლა ერთი კვირით სადმე გადავიკარგებოდი, მარტო, სულ მარტო… წავიღებდი ბევრ წიგნს და ხილს, დავჯდებოდი და მთელი დღე ვიკითხავდი, თავაუღებლად… არა, მარტო სულაც არ ვიქნებოდი, ჩემთან იქნებოდა ყველა, პეპიდან დომენიკომდე, დორიანიდან პაოლამდე, სოსოია და ვასიკო, კეჟერაძე, ლიტერატურა რომ ძლიერ უყვარდა, მანუელო კოსტა და ზურიკელა… და კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი…

მომენატრა… მომენატრა გარე სამყაროსგან გათიშვა, სხვა სამყაროთი არსებობა, შიმშილის დავიწყება და სიბნელეში კითხვა, რომ დაღამდება და ვერ ამჩნევ, სანამ საერთოდ უჩინარი არ ხდება თითოეული სიტყვა… თვალს რომ ვერ წყვეტ ფურცლებს და გული გიჩქარის რატომღაც, იქ რომ ხარ, იქ და არსად სხვაგან…

კარცერი-ლუქსი მინდა მე, დოჩანაშვილის, ჩემი სურვილით მივდივარ, წამიყვანეთ ოღონდ!..

წიგნი მინდა, თითოეული ფრაზისგან რომ სიამოვნებას ღებულობ, ისეთი რამე მინდა წავიკითხო…

მომენატრა, საშინლად მომენატრა…

გავხსენი lib.ge და არაფერი, არ მაქვს დრო რომ წავიკითხო, არადა თითქოს მეძახის იქედან თითოეული სიტყვა…

საღამოს წაკითხული რამდენიმე გვერდი ვერაფერს მაძლევს, მთლიანად მინდა შევისრუტო… კი, შევისრუტო, ზუსტად ეს სიტყვაა…

მინდა ავდგე ახლა, დავიკიდო სამსახური, ისიც, რომ ერთ კვირაში აქ აღარ ვიქნები და დარჩენილი საქმეებიც, რესპოდენტიც, ერთ საათში რომ უნდა ვნახო… და წავიდე, პირაღმა დავეგდო პლიაჟზე და ვიკითხო, გათენებამდე ვიკითხო, მერე დაღამებამდე და მერე კიდევ გათენებამდე…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/02/18, in ჩვეულებრივ ასეა..., бывает и так... and tagged , , . Bookmark the permalink. 13 Comments.

  1. >როგორ მესმის შენი … არ იციი … მეც ვერ ვკითხულობ … ამ აბიტურიენტობის გადამკიდე .. არადა როგორ მინდა მეც შევისრუტო მთელი წიგნი …🙂

  2. >მეც შენს დღეში ვარ… სიგიჟემდე მენატრება… : (

  3. >მეც მასე ვარ ხოლმე, მაგრამ ამ არდადეგებზე როგორც იქნა მოვიცალე წიგნებისთვის და ძალიან მიხარია🙂

  4. >ვაიჰ. რა კაია კითხვა ასე რომ გიყვარს, ნეტა მეც მასე ვიყო :შ

  5. >Wantfun – samagierod chaabareb da merec gamonaxav dros,axla mtavaria chaabaro. warmatebebi ;-)kanario – rogorme unda vushvelot tavs ;-)violetblogin – gilocav, es ambavi namdvilad mosalocia :-)sandro – aba selinjers ras erchodi?😀

  6. >გვირილა კაცო, კითხვა მიყვარს. მარა ასე ძაან შენსავით არა :შ

  7. >ააა, ტაგდა პანიატნო😀😀

  8. >ინგლისურთან როგორ ხარ?მე მაგ პრობლემის გადაჭრაში აუდიოწიგნები მეხმარება… შენც გირჩევდი რამდენიმეს, თან listening skills-საც ავითარებს…

  9. >ინგლისურთან მთლად მეგობრული და გადამრიე ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ ვცდილობთ თანდათან გავუგოთ ერთმანეთს :-)გარდა ამისა, წიგნს სხვანაირად ვამუღამებ მე, თითოეული სიტყვის ამოკითხვისას დიდი სიამოვნებას ვღებულობ, რაღაცნაირად ჩემია და რავი…თან, ცოტა წავიკონსერვატორებსავით… კი, მივესალმები სიახლეებს, მარა ძველი მირჩევნია :-)listening skills-სთვის შესანიშნავია ისე ;-)ვაი, რამდენი ვიბოდიალე… მადლობა რჩევისთვის.

  10. >ჰოო… მეც არეული მქონდა კითხვის რამსები.ხან დრო არ მქონდა (მართლა), ხან დრო არ მქონდა (ვითომ), ხან მეზარებოდა… ახლა დალაგდა ისევ.და გაირკვა რომ სხვა რამეებზეც მყოფნის თურმე დრო🙂

  11. >намек понял (ნუ, понила -ა სწორი ფორმა, მარა ასე უკეთესად "ჩაჯდა")🙂

  12. >გვირილ, ნახეე როგორი მსგავსი აზრები გვაწუხებს ..🙂🙂 http://sakitxavi.wordpress.com/2011/02/06/disappear/

  13. >ვნახე, დავაკომენტარე😀 კაი იყო😀

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: