>”მე ვხედავ მზეს!” ♥

>
როგორც მახსოვს, ამ დღეებში Toma-ს მიერ წამოწყბული თამაშის, ”მე ვხედავ მზეს” შემაჯამებელი პოსტი უნდა დაგვეწერა.

რა ვთქვა? მე მოგვიანებით, ჩემი სურვილით ჩავერთე თამაშში…

ზოგჯერ ისე მიდის დღეები, არანაირი პოზიტივი არ იგრძნობა…
ხოდა, ზოგჯერ საჭიროა იქ დაინახო მზე, სადაც არ არის… თამაშიც წესებიც ამას ითვალისწინებდა და მე, როგორც წესების მოყვარულმა, შევეცადე ბოლომდე მივყოლოდი წესებს…

მგონი გამომივიდა, არ ვიცი…

რაც მთავარია, ჩემზე დადებითად იმოქმედა თამაშმა და დატვირთულ და უარაფრო დღეებშიც კი, შევძელი დამენახა პატარ-პატარა მზეები, ვაზროვნებდი ისე, რომ უნდა დამენახა მზე…

მე დღემდე მჯერა იმის, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და თუ რამეს მოვინდომებთ ძალიან, შევძლებთ კიდეც…

შევეცადე არც ისე ნორმალურ და დალაგებულ ყოველდღიურობაში, ზოგჯერ საშინელ დღეებშიც კი დამენახა პოზიტივი.

პატარ-პატარა პოზიტივები ჩვენს ცხოვრებაში ყოველ დღე ხდება, უბრალოდ ნეგატივი იმხელაა და იმდენად განვიცდით, რომ ვეღარ ვამჩნევთ პოზიტივებს…

ხოდა, თუ თავს ძალას დავატანთ, შევამჩნევთ და მერე მივეჩვევით კიდეც… სხვა თუ არაფერი, უბრალოდ დავიკიდებთ იმ ნეგატივს…

”ვსიო”, სულ ეს იყო🙂

ბოლოს კი ერთი ”სიმღერა” (სიმღერა თუ ეთქმის ამას :-)) იმაზე, თუ ზოგჯერ რა მარტივია დავინახოთ დადებითი, იმ უაყოფითების ფონზე…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/02/14, in (თეგ) თამაშები :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , . Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. >შევეცადე არც ისე ნორმალურ და დალაგებულ ყოველდღიურობაში, ზოგჯერ საშინელ დღეებშიც კი დამენახა პოზიტივი. – ძალიან კარგია, როდესაც ადამიანს ამის უნარი აქვს, თუმცა ზოგჯერ ძალიან გამაღიზიანებელია, როდესაც იწყებ პოზიტივის ძებნას იქ სადაც არ არის, ალბათ თავის მოტყუებასაც გავს ეს ყველაფერი, თუმცა როდესაც ეს ადამიანის ცხოვრების წესად იქცევა, ალბათ აღარ მოაქვს ეს ნერვების მოშლელი განცდა და პირიქით ყველაფერში ძალდაუტანებლად ხედავს მზეს🙂

  2. >კი, ხანდახან გავს თავის მოტყუებას და მართლა არაა პოზიტივი. უბრალოდ, როცა არის (და ყოველდრე თუ არა, 2-3 დშეში ერთხელ ერთი სუუულ პატარა პოზიტივი მაინცაა), მაშინ ამჩნევ, ესაა და ეს…

  3. >"მე დღემდე მჯერა იმის, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და თუ რამეს მოვინდომებთ ძალიან, შევძლებთ კიდეც…"ბუდაც ამას იძახდა ^_^

  4. >ბუდასგან შორს ვარ🙂 (ჯერ მაინც :-D)

  5. >ძნელია დაინახო რაიმე დადებითი როცა ამდენი პრობლემა გახვევია, და ჩათრეული ხარ, გაწუხებს და ვერ აგვარებ.. არადა, პოზიტივი თუ არ დაინახე, საერთოდ, მოიკალი ტავი და ეგაა😀😀

  6. >ხო რა… რთულია, მარა უნდა დაინახო, სხვაგვარად ნამეტნავად ცუდად იქნება საქმე🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: