>უსათაუროდ… უბრალოდ…

>
წესების დაცვით ცხოვრება მომაბეზრებელიაო, წესები იმიტომ არსებობს, რომ უნდა დავარღვოთო…

დავარღვიოთ ბატონო, დავარღვიოთ, ოღონდ ხმამაღლა დავარღვოთ რა, ნუ გავჩუმდებით… წესების დარღვევა რომ შეგვიძლია, ამის გამხელაც უნდა შეგვეძლოს…

კი, სავალებულო არაფერი ვარგა, არც ურთიერთობა, არც ერთი მომადლებული კოცნა ყოველ დილით და არც შაბათი დღე, მთელი კვირა რომ ელოდები…

რატომღაც, რაც უფრო დიდია მოლოდინი, მით უფრო დიდია იმედგაცრუებაც…

რაც უფრო დიდია გრძნობა, მით უფრო დიდია წყენა…

უეცრად, ჩვენგან დამოუკიდებლად ვიცვლით სტატუსებს, განსაკუთრებულიდან მორიგი ვხდებით…

თურმე ზოგჯერ მართლა საჭიროა დასვენება, ერთმანეთისგანაც კი…

არ მიყვარს გაურკვევვლობა, არც აუცილებლობის გამო ნათქვამი ”გამარჯობა” მიმაჩნია რამედ და არც დამატება ”ც”, ასე რომ დამყვება მთელი ცხოვრება…

არც იმ სახელით მომართვა მსიამოვნებს, ურთიერთობის დასაწყისში რომ მომმართავენ ხოლმე…

არც სიტყვათა წყობას აქვს მნიშვნელობა, როცა წინადადების შინაარსი არ იცვლება… ლამაზი, მაგრამ ფუჭი სიტყვები არაფერია…

არც სხვის არარაობაზე ხაზგასმა მანიჭებს სიამოვნებას. თბილად და თამაშ-თამაშით ნათქვამი ცივი სიტყვებიც მკლავს…

ვერც უეცრად შეცვლილ გემოვნებასა და შეხედულებებს ვამუღამებ, ვერც თამაშით ნათქვამ თბილ სიტყვებს, არ აქვს მნიშვნელობა ჩემსკენ იქნება მომართული თუ სხვისკენ, ჩემთვის ძვირფასი ადამიანი არ უნდა თამაშობდეს…

ბევრი რამ შეიცვალა რამდენიმე წელიწადში, მაგრამ თამაში როგორც ადრე მეზიზღებოდა, ისევე მეზიზღება ახლაც…

ნაძალადევი არაფერი მჭირდება!..

არაუშავს, სულ რამდენიმე დღეში ეს ყველაფერი დაკარგავს აზრს…

არა, მე წესების მიხედვით ცხოვრება მირჩევნია, როცა არ შეიძლება მომაბეზრებელი გახდეს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა.

დიახ, მე უნდა ვხედავდე მზეს, მე თამაშის მონაწილე ვარ და წესებს ვერ დავარღვევ. არც ისე რთულია წესების დაცვით ცხოვრება, საინტერესოცაა…

ასეც რომ არა, მე უნდა ვხედავდე მზეს, ასე თქვა რამდენიმე წლის წინ ერთმა ადამიანმა და ასეც უნდა იყოს.

და მე ვხედავ მზეს, ზოგჯერ ჩემი მზეც მყოფნის და საკმარისად მათბობს, სხვებსაც შემიძლია გავუნაწილო, ნუ გადაეფარებით ოღონდ…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/02/11, in бывает и так... and tagged , . Bookmark the permalink. 14 Comments.

  1. >:X საშინლად მომეწონა😡 და ამაფორიაქა..😡 " არაუშავს, სულ რამდენიმე დღეში ეს ყველაფერი დაკარგავს აზრს…" ცუდა😐 მაგრამ ნაძალადევს ალაბთ ასე ჯობია! ამან დამამშვიდა "მე უნდა ვხედავდე მზეს!" შენ უნდა ხედავდე მზეს!❤

  2. >:-) ხო, და ამიტომაც მე ვხედავ მზეს!..🙂

  3. >wesebi imitom arsebobs rom udna davargvioto, rom mesmis alergia memarteba😀😀😀

  4. >ხო, მეც მასე დაახლოებით…

  5. >ra sachiroa ase dabogmva da momavalze lodini,tu shegidzlia dges shecvalo yvelaperi da "shenc ar itamasho" sanam "სულ რამდენიმე დღეში ეს ყველაფერი დაკარგავს აზრს",ras elodebi?nu isackleb tavs,eg ar aris iseti problema rom amxela posti miuzgvna!!!gadavxede shens blogs,amdeni posti giceria da sul ragacaze cucuneb-ra sachiroa?ras elodebi?shecodebas?-mere ginda ecodebode "vigacas"?(tu ginda nu gamoaqvekneb…)

  6. >არა, გამოვაქვეყნებ!..დავიწყოთ იმით, რომ ვინაობის დამალვა მაგარი სისულელეა.მეორეც, მე არ ვთამაშობ, არ მეხერხება ძალიანაც რომ მოვინდომო.რომ შემეძლოს ყველაფრის შეცვლა, შევცვლიდი კიდეც.დაბოღმვას რას ეძახი? შენ რა იცი მე ვიბოღმები თუ არა?! არამგონია პოსტიდან ბოღმა მოდიოდეს… ბოღმა შენს კომენტარს უფრო ეტყობა ისე…და შენ ვინ გეკითხება რას მივუძღვნი პოსტს და რას არა?! ან შენ რა იცი ჩემთვის რა არის პრობლემა და რა არა?! შენ ვერ განსაზღვრავ ამას, ”უცხო” ადამიანი ვერ მიხვდება ჩემთვის რაა პრობლემა და რა არა… ან ”სულ” ვწუწუნებ რას ნიშნავს? კარადგად გადახედე ბლოგს, მცდარი დასკვნები გამოგაქვს… და თუნდაც ასე იყოს, ვწერ იმაზე, რაზეც მინდა, საქართველოში სიტყვის თავისუფლება არ აუკრძალიათ ჯერ…და მაინც, მადლობა რომ მესტუმრე, წაიკითხე ჩემი ”არაკომპეტენტური” ნაჯღაბნი და იმხელა პატივიც კი დამდე, რომ კომენტარი დამიტოვე… მადლობა…

  7. >მე მომწონს უზომოდ შენი ბლოგი და ეს პოსტიც ძალიან თბილი და ახლობელია ჩემთვის.<3

  8. >მე მომწონს, რომ შენ მოგწონს🙂 მადლობა ♥

  9. >თითეულ სიტყვას როგორ ვგრძნობ ვერც წარმოიდგენ… ”განსაკუთრებულიდან მორიგი ვხდებით…” სამწუხაროდ ეს მე დამემართა… ;( მეც მინდა ვხედავდე მზეს მაგრამ ჯერჯერობით მოლოდ მოლოდინია ჩემ არსებაში, მოლოდინი იმისა რომ ყველაფერი გამოსწორდება…🙂

  10. >გამოსწორდება, მერწმუნე😉❤

  11. >♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥

  12. >მართლა? შენც ბევრი ♥ და :-*

  13. >genataleee :)))))

  14. >კიდე გიპასუხო "მეც თუ კაია"-მეთქი?😀😀 ♥

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: