>დიახაც!..

>
დიდი ხანია მინდა დავწერო ამაზე რამე და ახლა საბაბიც გამომიჩნდა…

პატრულზე ვამბობ, იმაზე, რომ მე რატომღაც არ მჭირს პატრულთმოძულეობა… ყველგან მხოლოდ ლანძღვა ისმის ამ ხალხის, არადა, საფრთხეს რომ შევნიშნავთ, პირველად ისინი გვახსენდება. ე.ი., არის რაღაც ნდობა ხო?

არა, არც მე მომწონს ზოგჯერ ზედმეტად თავხედურად რომ იქცევიან, მაგრამ ეს ადამიანზეა დამოკიდებული და არა სამსახურზე. რაც არ უნდა ცუდი სამსახური იყოს და ცუდი მაგალითის მომცემი თანამშრომლები, თუ არ ზის ადამიანში ცუდი, ვერ იქნება და მორჩა!..

ხშირად მინახია მიკარგულ ქუჩაზე პარტული გაფუჭებული მანქანის მძღოლს რომ ეხმარება, ან მოხუცი გადაჰყავთ ქუჩაზე… ეს არ არის მხოლოდ სარეკლამო კომპანია, ეს ხალხი მართლა არსებობს და აკეთებს თავის საქმეს…

… და ძალიანაც კარგი, რომ აჯარიმებენ სიჩქარის გადამეტებისთვის, სიმთვრალისთვის და მოძრაობის წესების დარღვევისთვის. ასეც უნდა იყოს!.. საერთოდაც, მომხრე ვარ, ფეხით მოსიარულეც დაჯარიმდეს საგზაო წესების დარღვევისთვის!

ერთი სასაცილო შემთხვევა გამახსენდა, მეგობრებთან ერთად ქუჩაზე გადავდიოდი, იქ, სადაც ე.წ. ”ზებრაა”, ანუ გადასასვლელი ფეხით მოსიარულეთათვის. ბათუმში იშვიათად თუ აჩერებენ მანქანას ასეთ შემთხვევაში, ან არ იციან, ან ფეხებზე კიდიათ… ხოდა, გადავდივართ და მოქრიან მანქანები, მათ შორის პატრულიც… გავჩერდით… მანქანებიდან მხოლოდ პატრული გაჩერდა და გადადითო გვანიშნა, ჩვენც გაბრაზებულებმა მძღოლების დაუდევრობით, ვანიშნებთ, რომ ვერ გადავდივართ🙂 და ისმის ხმა ”გააჩერა მანქანები, გაატარა გოგონები!”😀😀
და უცებ ყველა გაჩერდა, ფეხით მოსიარულე თუ მანქანით, იყურებიან ჩვენსკენ და ჩვენ ამ უაზრო ყურადღებით დაბნეულები, ძლივს მივაბიჯებთ ქუჩაზე🙂 სასაცილო იყო… ამის მერე პატრულებს ვერიდები🙂

და ამასწინათ, შუაღამისას ქალის ტირილმა გამაღვიძა, ჯერ მეზობლების მორიგი კამათი მეგონა, ასე რომ მივეჩვიე უკვე… მერე სხვა ხმებიც შეერია და მივხვდი, რომ მთლად მშვიდობა არ უნდა ყოფილიყო… პატრულიო, სახანძრიო და მოვიფშვნიტე თვალები, წამოვვარდი…

(რა უსუსურები და ეგოისტები ვართ ადამიანები ისე, ხომ მივხვდი რომ მეზობლად ხანძარი იყო, მაგრამ პირველად იმაზე შევწუხდი, ჩვენც ხომ არ გვემუქრება საფრთხე – მეთქი.)

ჩვენს მეზობლად ხანძარი იყო, პატრული უკვე იქ იყო და დაბნეული და შეშფოთებული სახეებით კი არ დარბოდნენ, უბრალოდ, საქმეზე რომ მიდის სპეციალისტი ისე, მშვიდად და ემოციის გარეშე.

ისე მომეწონა… რა მაფიქრებდა იმ ხანძარში ამაზე, მაგრამ სასიამოვნოა, როცა ქვეყანაში არსებობს ისეთი სამსახური, ვისაც დაურეკავ გაჭირვების შემთხვევაში და იცი, რომ დაგეხმარება…

ესაა და ეს…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/02/10, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , . Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. >გეთანხმები … არც მე მაქვს რამე მათ საწინააღმდეგო … მახსოვს ერთხელ ძალიან დამეხმარნენ და იმის მერე კარგად ვარ პატრულის მიმართ განწყობილი …

  2. >გეთანხმები, ჩვენ ზოგადად რადიკალიზმი გვახასიათებს ან თავგადაკლული ფანატიკოსები ვართ ან ენით აღუწერელ სიძულვილს განვიცდით, შუალედური არაფერი შეგვიძლია რატომღაც, თუმცა არ მიყვარს ასე განზოგადებულად საუბარი (მეც ერთ-ერთი ვარ და იმიტომ). რაც შეეხება პატრულს ,მიმაჩნია, რომ პოლიციის რეფორმა ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი, ორგანულად ვერ ვიტან ამ თემას.ჩემთვის გაუგებარია რატომ ვერ უნდა იტანდე სტრუქტურას, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. თუმცა ამ შემთხვევაშიც არის მეორე მხარე, თავიდან გაცილებით უკეთესი იყო ვიდრე ახლა. ერთი სიტყვით გეთანხმები და გიერთდები ყველა სამართალდარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების აუცილებლობაში.და ისმის ხმა ”გააჩერა მანქანები, გაატარა გოგონები!”😀😀😀

  3. >wantfun – და სანამ დაგეხმარებოდნენ არა? :-)finiki – ხო, ეს ხმა მაგარი იყო😀 :-Dკი კაცო, რაღაც-რაღაც სისულელეებს რომ აკეთებენ არც მე მომწონს, მაგრამ მთელი ქვეყანა მათ ლანძღავდეს გაგონილა? :-)ჩვენი რადიკალიზმი დაგვღუპავს თუ დაგვღუპავს :-)არადა, მე როგორც ვიცი, ძალიან ხშირად სარგებლობს ხალხი 022-ით და სხვათაშორის, ყველა სამსახურზე ადრე მოდიან.ხოდა, იმედია არ დამჭირდება მე მაგათი დახმარება, მაგრამ რომ დამჭირდეს ძალიანაც ვენდობი და დარწმუნებული ვარ, დამეხმარებიან🙂

  4. >ბათუმში აშკარად უკეთესი პატრული გყოლიათ ^_^

  5. >რავი, შეიძლება… მაგრამ არამგონია თბილისში იყოს ძალიან სალანძღავი პატრული🙂 რამდენიმე შემთხვევა კი იქნება, მარა…

  6. >ცუდი და უვარგისი შეიძლება ადამიანი იყოს… ცუდი სტრუქტურა (მთლად გესტაპო თუ არ არის) არ გამიგია მე.პატრულიც ასეა – ზოგი საქმეს კარგად აკეთებს, ზოგი – არც ისე. ჯერჯერობით, კარგი ბევრად მეტია. ახალგაზრდებს, ალბათ, აღარ გახსოვთ, ერთ დროს (არც თუ დიდი ხნის წინ) პოლიციელი შარაგზის ყაჩაღზე ნაკლებად საშიში ნამდვილად არ იყო.ახლა იმედი გაქვს – თუ რამე გაგიჭირდა, თვალით პატრულის მანქანას ეძებ. გემრიელი პოსტია და რაც მთავარია, გულწრფელი🙂

  7. >როგორი მართალი ხარ❤ გაიხარე <3რაღაცეები რომ მახსოვს, იმიტო დავწერე. შედარება არაა მართლა. მადლობა შეფასებისთვის❤

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: