>გემრიელი არდადეგები…

>
გემრიელი არდადეგები იყო…

დაღლილი და შედეგიანი კვირის შემდეგ სოფელში წავედი, სულ რაღაც ერთი დღით, მაგრამ ხომ წავედი…

თოვლი იყო სოფელში, დიდი თოვლი…
ამიტომ მანქანა ბოლომდე ვერ ავიდა და სამი კილომეტრის გავლა ფეხით მომიხდა…

სასიამოვნოა ჯერ სულ ახალ, ფაფუკ თოვლში შევარდნა…

ბავშვობა გამახსენდა…

მეზობელი დაგვემგზავრა, ბავშვობაში სკოლაში რომ დამათრევდა ის🙂
გავიხსენეთ ბავშვობის სისულელეები, როგორ ვეფლობოდით მუხლამდე თოვლში და ვსრიალებდით ჩანთებით🙂

მე და ის გოგო დავწინაურდით და სეირნობა-სეირნობით გავყევით სოფლისკენ მიმავალ გზას… მამაჩემი და კიდევ ერთი მეზობელი უკან მოვიტოვეთ…

მე გზადაგზა ჩემი ”ყოვლისშემძლე” ტელეფონით ფოტოებს ვიღებდი, მონატრებული სოფლის და მონატრებული თოვლის…

ჩამობნელდა, დაღამებას ცოტა აკლდა… მზე ისე ლამაზად ჩაესვენააა (ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით)…

თითქმის სახლთან მისულებმა, შორს უცნაური ცხოველი დავინახეთ… არ ვიცი ძაღლი იყო თუ ტურა, მაგრამ ის გოგო კი შეშინდა მაგრად🙂 ჩემდა გასაკვირად, მე უფრო გაბედული აღმოვჩნდი და დავუყვირე, გაიქცა ის უბედური… მაგრამ თითქოს მეორეც დავინახეთ, იმას ყვირილმა არ უშველა და ფეხი არ მოიცვალა… სხვა გზა არ იყო, უნდა დავლოდებოდით მამაჩემს და იმ კაცს…
აღმოჩნდა, რომ ეს მეორე ჩვენი შიშნარევი ფანტაზიის ნაყოფი იყო🙂 გვეცინებოდა ჩვენს სისულელეზე:-) იმ კაცმა გადაწყვიტა საინტერესო ისტორია მოეყოლა იმაზე, თუ როგორ მოკლა ერთხელ ტურა… ტყიდან ისმოდა ღამით ტურების ხმებიო, წავედი მეორე დილით მოსაძებნად და ბუნაგს მივაგენიო… მარა არ დამხვდნენო და ყოველ დღე დავდიოდიო. ერთხელაც, მძინარე ტურა დახვდა თურმე შიგნით და… აქ მამაჩემი აჩერებს და ეკითხება გაოცებულ-შეშფოთებული ტონით: მძინარე მოკალი კაცო?! და პასუხი: არა კაცო, გავაღვიძე და ისეო … გავიგუდე კინაღამ სიცილით🙂

ასე, სიცილ სიცილით და სასაცილო ისტორიებით მივაღწიეთ სახლამდეც…

გამახსენდა როგორ გავდიოდი ბავშვობაში ყოველ დღე ამ გზას და არ ვიღლებოდი… ახლა კი ცოტა მაკლდა გმირულად დაცემამდე🙂 ხოდა, ბავშვობისდროინდელი პროცედურა გავიმეორე სახლთან მისულმა – ახალ, ფაფუკ თოვლში პირქვე დავემხე… სასიამოვნო სიგრილე იყო…

დედაჩემის წვნიანიც სასიამოვნო იყო, კვირა დილის ძილიც და საუზმეზე ხაჭაპურიც… სასიამოვნო შაბათი და კვირა იყო, სასიამოვნო…

და ბოლოს, ჩემი სოფელი:

P.S. და გემრიელი შაბათ-კვირის შემდეგ მოსულ უღიმღამო ორშაბათს უეცრად გაგებული ამბავი იმის შესახებ, რომ სულ რაღაც 4-5 დღეში გურამ დოჩანაშვილთან შეხვედრის საშუალება გექნება, (კიდევ გემრიელ საბათს ვგრძნობ…)თან ბათუმში და თან პრესკაფეში, ძალიან სასიამოვნოა… მაგრამ არის ერთი ”ნო” – არ შევხვედრივარ არასდროს დოჩანაშვილს და რომ არ მომეწონოს საუბარში, გაცამტვერდება ამდენი ხნის სიყვარული მგონი… ე, ამის მეშინაია რატომღაც…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/02/07, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , . Bookmark the permalink. 13 Comments.

  1. >გაგიჟდი? რა არ უნდა მოგეწონოს… იმხელა სითბო მოდის დოჩანაშვილისგან.. რომ საუბრისას სითბოს გრძნობ…ვერ ვხსნი კარგად…

  2. >თბილისში კიდე არ მოვიდა თოვლი ბლინ…:/ ჰოდა რა მაინტერესებს, გზაზე რაც მოყევი მომეწონა, ძაან ბუნებრივი ჩანს… დოჩანაშვილის არ ვიცი, მარა დუმბაძე გამახსენდა რომ ვკითხულობდი. დოჩანაშვილი კიდე მაგარი კაცია, ჩემს სკოლაში იყო ადრე მოსული ^_^

  3. >knuti – მივხვდი რასაც გულისხმობ, იგივეს ვგრძნობ მისი წიგნების კითხვისას მე…sandro91 – დუმბაძე ხო თავისთავად… დოჩანაშვილიც მაგრად მომწონს, მაგრამ ორივეს მხოლოდ მათი ნაწარმოებებით ვიცნობ, ხოდა ამიტომ მაშინებს ეს პირადი შეხვედრა ცოტა არ იყოს… თუ გამიცრუვდა იმედი, "უჟას", ცუდი იმედგაცრუება ვიცი მე…🙂

  4. >არ გაგიცრუვდება იმედები .. ძალიან თბილი და საყვარელი კაცია.. აიი ძალიან ძალიან !!!

  5. >იმედია მაქვს, არ გამიცრუვდება იმედი (ტავტოლოგიის შედევრი)🙂🙂

  6. >გვირილა დაერხა ხო დოჩანაშვილს, თუ გაგიცრუვდა?😀

  7. >დოჩანაშვილს ნაკლებად, უფრო მე😦 იმხელა შთაბეჭდილელები მაქვს მაგის ნაწარმოებებიდან, ეს თუ დავკარგე, ვერაა კაი ამბავი😦

  8. >როგორ ძალიან მინდა მეც თუნდაც 1 დღიანი მსგავსი დასვენება. ძალიან მომეწონა ფოტოები და პოსტმაც რა თქმა უნდა პოზიტიურ განწყობაზე დამაყენა.რაც შეეხება დოჩანაშვილის გაცნობას, დარწმუნებული ვარ რომ არ გაგიცრუვდება იმედი, თუმცა კარგად მესმის, რამხელა იმედგაცრუება შეიძლება მოიტანოს წარმოსახვისა და რეალობის მკვეთრმა აცდენამ🙂

  9. >მოკლედ, შენმა კომენტარმა ორმაგად გამახარა. ჯერ ერთი, რომ კაი ხანია არ ჩანხარ არსად და მეორეც – ძლივს ვნახე ადამიანი, ვინც მიხვდა რას ვგულისხმობდი იმ იმედგაცრუებაში, რომელიც შეიძლება ”დამემართოს”.ხო, დასვენებას რაც შეეხება, კაი იყო ნამდვილად, ერთი დღეც შველის ზოგჯერ საქმეს.

  10. >იმედია არ გაგიცრუვდება იმედი. იმდენი სითბო და სიყვარული მოდის დოჩანაშვილის ნაწარმოებებიდან… ხანდახან მგონია თითქოს ბატონი გურამი კარგად მიცნობს და იცის როგორ უნდა შეარხიოს ჩემი სულის თითოეული სიმი.აგერ უკვე მეორედ ვკითხულობ მის ნაწარმოებს – "სამოსელი პირველი"…იმედი მაქვს წარმოსახვა და რეალობა ამ შემთხვევაში არ აცდება ერთმანეთს.რამდენიმე ცნობილ თანამედროვე მწერალზე მქონია ასეთი განცდა და მართლაც რომ ძალიან არასასიამოვნო იყო.😦

  11. >ხო, მესმის და მიხარია, შენც რომ მიხვდი რას ვგულისხმობდი :-)ისე, შეხვედრა იყო უკვე და სულაც არ გამცრუებია იმედები, პირიქით, მაგარი კაცია და მაგრადაც ხუმრობს კიდე (გარდა იმისა, რომ მაგრად წერს)🙂

  12. >ვაიმე, რა საყვარელი სოფელიააა🙂 როგორ მიყვარს ხოლმე ეს "განცალკევებული" კვირის ბოლოები, რომ მოტყდები და შენთვის ხარ გემრიელად..

  13. >ეტა აჭარა, ნე იმერეთი🙂 მარა მაინც ლამაზი.მადლობა.კი, კი, განცალკევებული კვირის ბოლოები უმაგრესია, ახლა აღარ მექნება კაი ხანს ოღონდ. ზაფხულში მეც ტურისტივით ჩავალ😀

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: