>ბათუმი თოვლში… ♥

>

როგორც იქნა, შუაღამისას წვიმას თოვლმა სძლია და დილით ფანჯარაში რომ გავიხედე, გადათეთრებული დამხვდა ყველაფერი…

თოვლი მოვიდა ბათუმში, თოვლიიი…

ისე ლამაზად თოვდა… გზაში უამრავი ფოტო გადავიღე, ხელები გამეყინა, მაგრამ მაინც მიხარია…

აჰა!.. ახლაც არაა თოვლი?! (dance)

ფოტორეპორტაჟი თოვლიანი ბათუმიდან:

მემედ აბაშიძის, ყოფილი სტალინის ქუჩა

ზ.გამსასურდიას, ყოფილი ორჯონიკიძის ქუჩა

ისევ ზ.გამსასურდიას, ყოფილი ორჯონიკიძის ქუჩა

მემედ აბაშიძის და ზ.გამსახურდიას ქუჩების კვეთა…

მედეა გადამეჭრა, ტელეფონის ”ობიექტივში” არ ჩაეტიაა🙂

ესეც თოვლიანი ნაძვი ჩემს სახლთან ახლოს🙂

ეს ისე…

ესეც თოვლი და ლამაზი აივანი🙂

უცნაური ბუჩქი🙂

ეს უბრალოდ თოვლი, ბევრი თოვლი…

და ბოლოს, თოვლი ჩემს თმაზე🙂

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/02/02, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , . Bookmark the permalink. 33 Comments.

  1. >რა ლამაზიაააა… გადავირიეეე… ამ ფოტოებს, რომ ვუყურებდი მაინდ მომინდა ყოფნა

  2. >მობრძანდი გეთაყვა, welcome!..😉

  3. >მეც მომეწონა ფოტოები… ეჰჰ ნეტა ასე მოეთოვა ახალ წელს…

  4. >ხოოო… ეეეჰ!..

  5. >რა მაგარია..მეცმინდაააა.. : ((((

  6. >:-) ჩამოდი მერე, მართლა ;-)ოღონდ მანამ, სანამ გაქრა ეს თოვლი აქედან. ეჭვი მაქვს რომ ამ ზამთარს აღარ გათოვდება კიდე😦

  7. >ბათუმი <3მიყვარს ბათუმი ძალიან და ბევრი მეგობარიც მყავს მანდ,ძალიან კარგი ხალხია❤

  8. >მეც მიყვარს ბათუმი და მეც ბევრი მეგობარი მყავს აქ😀😀😀

  9. >რა ლამაზია ბათუმი, გავაფრენ. მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალაქია წელიწადის ნებისმიერ დროს. სიამოვნებით ვიცხოვრებდი, თუ ოდესმე საქართველოში საცხოვრებლად დავბრუნდი.მიხარია, ამ ბლოგის აღმოჩენაც.დიდი მადლობა სურათების გაზიარებისთვის, გვირილა!

  10. >დიდი მადლობა შენ სტუმრობისთვის და ამ სიტყვებისთვის. მესტუმრე ხოლმე, ჩემთან ბათუმი უხვადაა😉

  11. >აუ მშურს ხალხო, თქვენი. თოვლი… :S

  12. >chemi komentari ar daido? :(kidev ertxel davcer rom ulamazesia batumi tovlshi.gansakutrebit datovlili palmebi ubralod sheudarebelia!

  13. >sandro91 – ახლა რომ ვუყურებ ამ თოვლს, მეც მშურს ორი დღის წინანდელი საკუთარი თავის :-)Toma – ჩემამდე რაც მოვიდა, ყველაფერი დაიდო🙂 ამ პოსტზე მხოლოდ ეს კომენტარი იყო შენგან და კი დაიდო უკვე🙂 გამოქვეყნების უფლება თუ არ მივეცი, არ დაიდება🙂

  14. >რა ლამაზიაა❤ ძალიან მინდა თოვლიი ტველგან მოთოვა ამ დებილი თბილისის გარდა :ს

  15. >მოიცა, ჩამოვალ ცოტა ხანში და წამოვიღებ😉

  16. >ვაიმე თოვლი მინდა❤❤❤

  17. >ველოდებით სხვათაშორის ბათუმში კიდე🙂

  18. >მე ძალიან მიყვარს ბათუმი ♥ჩემი ოცნებაა ბათუმში ვიცხოვრო, ზღვასთან ♥რომ დავამთავრებ უნივერსიტეტს, სამუშაოდ აუცილებლად ზღვისპირეთისკენ გადავინაცვლებ.ჩემი ოცნების ქალაქი… ბათუმი!.. ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥

  19. >და მე აქედან მივდივარ :-(შტერი ვარ რა…მარა ხომ დავბრუნდები რამდენიმე წელში…ხანდახან მგონია, რომ აქაური რომ არ ვიყო, უფრო მეყვარებოდა ბათუმი🙂 პატარა და მყუდრო ქალაქი, ულამაზესი ქუჩებით და შენობებით, და რაც მთავარია – ზღვა!.. ყველგან ფეხით რომ შეგიძლია მისვლა და არანაირი მანქანა… ასეთია ჩემი ოცნების ქალაქი და ასეთია ბათუმი ♥

  20. >სტალინის ქუჩა, კომკავშირის ქუჩა, კინო "თბილისთან", კუთხეში აფთიაქი რომ იყო და ცოტა იქეთ "საბჭოთა აჭარას" რედაქცია,შაუმიანის და სტალინის კვეთა, ცოტა მოშორებით პირველი მუსიკალური იყო, აღმასკომი, დიდი მუზეუმი და მუსიკალურამდე – წიგნების პატარა მაღაზია..ჩემი ბათუმი😦 როგორ მენატრება :(უმაგრესი კადრებია…

  21. >აფთიაქი კიდეა იმ კუთხეში, აი კინო "თბილისის" და საბჭოთა აჭარას" რედაქციის რა მოგახსენო… ხო, წიგნების პატარა მაღაზიაც არის და მუსიკალურიც ჯერ კიდევ. აი, სტალინის და შაუმიანის კვეთას რომ გაცდები, შაუმიანზეა წიგნების მაღაზია, საკმაოდ კარგი სხვათაშორის…გეპატიჟები ბათუმში!.. ოღონდ მე რომ დავბრუნდები მერე ;-)კადრების შეფასებისთვის მადლობა ♥პ.ს. შენ წარმოიდგინე და ზუსტად ახლა ვათვალიერებდი შენს ბლოგს, კომენტარი რომ ვნახე შენი, მაგრად გამიკვირდა, რაღაცა დამთხვევაა (თვალებმოჭუტულისმაილი)🙂

  22. >პირველ მუსიკალურში ვსწავლობდი, მაგ პატარა წიგნების მაღაზიაში ვყიდულობდი წიგნებს სკოლაში მორჩენილი ხურდებით და შაუმიანზე რომ დიდი პურის მაღაზია იყო, იქ დავდიოდი ფუნთუშებისთვის…ვზივარ ახლა და ჩუმად ვიცრემლები :(ახლა სხვანაირია ბათუმი. უფრო თანამედროვე და ლამაზი, მაგრამ მე ჩემი ბავშვობის ბათუმი უფრო მიყვარს და მენატრება🙂

  23. >მესმის, ბავშვობის მოგონებები სულ სხვა რამეა და სულ არ მიკვირს ძველი რომ გირჩევნია.ძალიან სასიამოვნოა შენი კომენტარები, მეც ცოტა მაკლია ახლა აცრემლებამდე ♥

  24. >არა, ძველი რომ კოკისპირულად მიყვარს, ეს ახალს არაფერს აკლებს. დღესაც, ერთადერთი ქალაქი, სადაც ყოველთვის და ყველაფრის მიუხედავად ბედნიერი ვარ, ბათუმია.ისე ხშირად ვეღარ ჩავდივარ, როგორც მინდა, მაგრამ მაინც ვახერხებ და როცა ჩავდივარ,ყველაფრის ნახვას ვასწრებ და მაინც არ მყოფნის ბათუმი🙂

  25. >ახლა ყველაზე მეტად მესმის შენი, მე სულ რამდენიმე დღის წინ წამოვედი და უკვე მენატრება. ბათუმი სხვაა, თავისი წვიმით და პატარ-პატარა ჩიხებით. ზღვაც სხვაა და მე ეს ზღვა ზაფხულში ყველაზე ნაკლებად მიყვარს, მიუხედადავ იმისა, რომ ზაფხულშიც არანაკლებ მიყვარს…

  26. >ბათუმი ზაფხულობით ყველაზე ნაკლებად ჰგავს საკუთარ თავს. ბათუმი ზაფხულობით უფრო მოდური კურორტია, მე კი ჩუმი, მშვიდი, მყუდრო, წვიმისფერი ბათუმი მიყვარს.

  27. >კი,კი, კი… გეთანხმები სრულიად.

  28. >დავიწყოთ იმით, რომ რა კარგია თოვლიანი ბათუმი და დავამთავროთ იმით, რომ ძალიან კარგი სურათებია. ყოჩაღ!

  29. >მადლობა და კიდე მადლობა❤

  30. >ახლა მივხვდი შენც ბათუმელი ყოფილხარ!🙂 როგორ გამიხარდა!მართლაც ულამაზესი ქალაქია..მაგრამ მეც შენსავით ვფიქრობ,ბათუმელი რომ არ ვიყო უფრო მეყვარება მეთქი..🙂 მართლაც..ყველგან ფეხით შეგიძლია მისვლა,მეც სულ ფეხით დავდივარ და ულამაზესი ხედებით ვტკბები.. მაგრამ, სამწუხაროა რომ ამ ბოლო დროს სიმყუდროვე დაკარგა..ქუჩები გადათხრილია ,აღარ იქნა ამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრება..😦

  31. >კი, ბათუმელი ვარ ნამდვილად, მარა ახლა თბილისში ვარ და მენატრება საშინლად :-(დამთავრდება მალე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც და უფრო მყუდრო იქნება ჩვენი ბათუმი😉

  32. შემცივდა და თოვლი მომინდა ♥♥

    • ფოტოები როგორ ცუდადაა აქ ჩაყრილი😦 გავასწორო იქნებ. ბლოგსპოტზე რომ ვიყავი და გადმოვაიმპორტე ბლოგი, ასე დამიტოვა😦

      ხო, მალე მოვა ზამთარიც და თოვლიც ^_^

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: