>სიურპრიზებიიიიი ♥

>
დილით წვიმის ხმა რომ გაგაღვიძებს, ცოტა არ იყოს უსიამოვნოა… გინდა სახლში ეგდო მთელი დღე და რამე საყვარლობას უყურო… თან გემრიელობები მიირთვა…
მაგრამ როცა სხვა გზა არაა, იცმევ, შეძლებისდაგვარად ”იპრანჭები” და ემზადები სამსახურში წასასვლელად…

სახლის კარი გავაღე თუ არა, დავინახე რომ ციდან უდიდესი და ულამაზესი ფანტელები ცვიოდა… ისე გამიხარდაააა… ერთი წელია არ მინახია თოვლი და მგონი ბავშვობაში არ გამხარებია თოვლის მოსვლა ისე, როგორც დღეს. სიხარულისგან ვერც გავაცნობიერე, რომ ჩემი ლამაზი ქოლგის ნაცვლად, დიდ შავ ქოლგას ვტაცე ხელი… მობრუნებას აზრი არ ჰქონდა, თან ქოლგის გამოყენებას არც ვაპირებდი… დებილივით დავდიოდი დათოვლილ ქუჩებზე და ვიღიმებოდი. მერე რა, რომ თოვლი იმდენად პატარა იყო, ასფალტი ჩანდა…

მერე წვიმამ მოუგო თოვლს და ქოლგის გამოყენება მაინც დამჭირდა…

ხო, დღეს მომავალი სწავლის საფასური გადავიხადე, ჩემი დანაზოგიდან… მიხარია…

რამდენიმე წუთით რესპოდენტის ჩასაწერად გასულს კი სეტყვა წამომეწია… თოვლს უფრო ჰგავდა, მსუბუქი იყო… გაწეწილ თმაში თეთრი ფანტელები მქონდააა…

დღე შედეგიანი იყო და ბევრი საქმე გავაკეთე…

ახლა მამაჩემმა დამირეკა- სადილი მოგიმზადეო… ინგრედიენტები ჩამომითვალა და ხომ მოგეწონებაო… შენ? -მეთქი, რა იყო, მე ვერ მოვამზადებდიო?!… დღეს მარტო ვართ სახლში, თვითონ სადღაც წავიდა და თბილი სადილი უნდა დამახვედროს… მიყვარს მამაჩემი… დედაჩემიც მიყვარს, ძმაც და დაც… კიდევ იაკო და სალუკა… და სხვა მეგობრები… მიყვარს, მიყვარს, მიყვარს… მიყვარს ყველა და ყველაფერი, მიუხედავად ყველაფრისა… ♥

მოკლედ, დღეს სიურპრიზების დღეა…

წავედი მე, ვნახო რა გაამზადა მამაჩემმა…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/02/01, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , . Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. >არ მიყვარს თოვლი თუმცა წარმოსადგენად სასიამოვნოა :)”ხო, დღეს მომავალი სწავლის საფასური გადავიხადე, ჩემი დანაზოგიდან… მიხარია…” – გილოცავ :)კარგია სიურპრიზები, პოსტის წაკითხვის შემდეგ დადებით განწყობაზე დავდექი🙂

  2. >მადლობა :)არც მე მიყვარს თოვლი, მაგრამ წელს ისე მინდოდა მოსულიყო, კინაღამ შემიყვარდა🙂 დღეს გათოვდა და ფოტოები გადავიღე, კიდევ 2-3 დღე ასეთი ამინდი და მეყოფა, მერე გაზაფხული მინდა, ლამაზი და მშვენიერი🙂

  3. >მიყვარს როცა თოვლის მოსვლა მიხარია❤ როცა თოვლის მოსვლა მიხარია, ესე იგი ძალიან კაი პერიოდი მიდგას ცხოვრებაში ^_^ მგონი ბევრია მასე…

  4. >mgoni aqac ar daido chemi komenti😦

  5. >sandro91 – ხო, გეთანხმები… თუმცა, შეიძლება არც იყოს ეს კაი პერიოდი და იმდენად გინდოდეს, რომ უკვე გეჩვენებოდეს :-)Toma – არა😦 არ მოსულა არაფერი შენგან😦

  6. >vax ver gavige raaaa. ra chiri schirs chem komps.

  7. >:-( არ ვიცი😦

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: