>ზღვის სუნი…

>
ქალაქში ზღვის სუნია… ცა უჩვეულოდ გადათეთრებულა და აქა-იქ ჩამუქებულა. მოწყენილია დილა, ძალინ მოწყენილი… ქარსაც ეზარება თავისი საქმე და ფოთლებს ძლივს შესამჩნევად არხევს… კაცი დაბალ სახლთან, ფანჯარასთან დგას და ვიღაცას ესაუბრება ფანჯარაში, იმას მუქი ფარდები ფარავს:

”- у меня вчера осталось пять копеек, сегодня найду пятнадцать и приду, харашо?
– ???
– все, я пошел, извини…”

უკვე აღარარსებულ კინოთეატრთან ბაბუა შვილიშვილს ასეირნებს, ბავშვს ლამაზად და თბილად აცვია, ბაბუას ზუსტად მუხლამდე წვდება…

იქვე კვლავ შეკრებილან მეეზოვეები და ცხარე კამათი აქვთ გაჩაღებული, უმრავლესობა რუსულად საუბრობს, ზოგიც ქარულად და რუსული აქცენტით… ერთი თავის პრობლემებზე ყვება და წუწუნებს…

ერთ კვარტალს იქით კენტად დარჩენილი მეეზოვე ასუფთავებს ქუჩას…

კედლებზე გაკრული განცხადებები იტყობინებიან, რომ ზუსტად 100 წლის წინ ბათუმში ძალიან დიდი თოვლი მოვიდა. შემორჩენილია ფოტოებიც, რომელთა ნახვის საშუალება მსურველებს შაბათს მიეცემათ…

თოვლი, თოვლი… თითქოს ბუნება დაიღალა, თოვლისთვის ძალა აღარ შესწევს და გაწვიმებაღა შეძლო… დიახ, დაღლილი ამინდია და მოწყენილი…

აღარც სკოლაში მიმავალი ბავშვები გამოჩნდნენ, აღარც ჩაკოსტუმჩაჰალსტუხებული ბიჭი… სიჩუმეა… ისეთი სიჩუმეა, ნაბიჯების ხმა ისმის… ხანდახან მანქანა თუ ჩაიქროლებს გრუხუნით… ესაა და ეს…

ცარიელ ოთახში სუფთა ჰაერი შემოიჭრა… ისევ ზღვის სუნია…

გემრიელია დილის ყავა…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/01/28, in ვითომ "ჩანახატები" :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , . Bookmark the permalink. 19 Comments.

  1. >მომეწონა პოსტი .. რაღაცნაირი გრძნობა გამიჩნდა,როგორი ვერ ვხვდები … სევდიანივით P.S ძლივს დავტოვე კომენტარი …

  2. >მადლობა და კომენტარის დატოვება რატო გაგიჭირდა?😦

  3. >ვერ ვწერ … ამას მიწერს …..>> Your OpenID credentials could not be verified.

  4. >JusT Smile – არც კი ვიცი რა გითხრა :(tavistavis.wordpress.com – მადლობა🙂 მე მომწონს, რომ შენ მოგწონს🙂 (აწი სახელი მიაწერე ხოლმე, არ მინდოდა ასე მომემართა, მაგრამ ბლოგზეც არ გიწერია და… :-))

  5. >რა მყუდრო პოსტია :)) მომინდა ზღვის სუნი… მმმ… როგორ მიყვარს ეგ სუნი რომ იცოდეე…

  6. >ზღვას სუნი ძირითადად ზამთარში ან მოღრუბლულ ამინდებში აქვს… ზაფხულში, ღამე რომ იწვიმებს და დილით უკვე მშვენიერი ამინდია, ე, მაშინაც იგრძნობა ზღვის სიახლოვე…ცხელ ზაფხულში კიდევ სულ სხვაა… საყვარელია ზღვა…♥

  7. >ბოლო სიტყვები ჰაიკუა ფაქტობრივად ^_^P.S. რაღაცნაირი ნათელი ბლოგია… : )

  8. >მადლობა ორივე ფრაზისთვის🙂

  9. >პოსტს რომ ვკითხულობდი ზღვის სუნი მომივიდა :)ძალიან მენატრება ზღვა :((

  10. >:-) შენ წარმოიდგინე, მეც მენატრება🙂 არადა ახლოს მაქვს ეს ბედნიერება და მაინც რამდენი ხანია არ გამივლია იქით :-(ამ დღეებში უნდა გავისეირნო აუცილებლად… ზამთარში ზღვას სხვა ხიბლი აქვს…

  11. >:)მე მიყვარს ზღვაზე დაისის შეხვედრა და გატარება, ვგიჟდები, როცა ზღვასთან ვარ გარშემო არაა ხალხი და ვუსმენ როგორ ჩურჩულებს.. მაგაზე ერთი კაი მოთხრობა მაქვს მაგრამ რატომღაც არ ვდებ ბლოგზე და კაი გამახსენე ეხლა შენ:P🙂

  12. >"შევესიეთ" ერთმანეთის ბლოგებს :-Dველოდები მაგ მოთხრობას სწორედ, კაი რომ იქნება ეჭვიც არ მეპარება, მარა მაინც ხომ უნდა ვნახო?🙂

  13. >unda naxo maash?? saintereso xar da gitxulob raaa.. yoveldge ki ar naxulob shens ase msgavss😀😀😀😀

  14. >რაც მართალია, მართალია, ყოველდღე კიარა, ფაქტიურად ვერასდოს და ეს შანსი გაიმაზება?😀 ♥

  15. >♥ ი ნე გავარი სლუშაი🙂 აუ ეხლა მოვედი ისეთ ხასიათზე "აფონიას" უნდა ვუყურო და შურიკას, შენი პოსტის მერე მომინდააა :))))თანაც, სამსახურში ვარ, ანუ მცალია რა :):D😀

  16. >მეც მომინდა…❤ მე ვერ ვუყურებ დღეს, წავიკითხო უნდა ცოტა, ესეც (რაღა "ც", ესაა რაცაა :-)) კაი სიამოვნებაა და ძალიან არ ვღელავ🙂 მერე აუცილებლად ვუყურებ შურიკას❤

  17. >mec unda vuyuro.. gadmoviwere ukve🙂

  18. >ვესიოლი პრასმოტრს გისურვებ😀 ეს ფაქტიურად გარდაუვალიცაა😀

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: