>უბრალოდ…

>
უცებ ტურბო ”ჟუაჩკის” გემო ვიგრძენი… გამახსენდა, რომ დილით ჭამა ვერ მოვასწარი და ”გუდვილში” შევიარე, რაღაც ახალი იოგურტი ჰქონდათ და რატომღაც გადავწყვიტე ის ამეღო… გარეთ მათხოვრები არ იდგენენ, გამიკვირდა, მერე ვიფიქრე დილაა და ალბათ იმიტომ-თქო…
ჩემს წინ ვიღაც კაცი მიდიოდა, ჯიბეში ხურდებს ახაჭუნებდა…

ჩვეულებრივი დილა იყო, მაგრამ არაჩვეულებრივად მოწყენილი… მარტოხელა მტრედი დასეირნობდა ტროტუარზე…

დაბალი, ორსართულიანი სახლის ულამაზეს აივანზე მოხუცი ქალი შერჩენილ თმას ივარცხნიდა…

ქუჩის განათებები ჯერ კიდევ ენთო, ერთი იყო გამორთული და იმაზეც სულ ზევით თეთრი და წითელზოლებიანი ლენტა ფრიალებდა, აი ის, ქუჩის გადაკეტვისას რომ აბამენ ხოლმე და ის, რომლის სახელი ან არ ვიცი, ან დამავიწყდა… რა უნდოდა იქ არ ვიცი…


ახლა უკვე ბევრი მტრედი შემომხვდა, ესენიც ტროტუარზე დასეირნობნენ. რომ მივუახლოვდი აფრთხიალდნენ და აფრინდნენ, ოღონდ ისე, თითქოს გაუხარდათ რაღაც, მხიარულად…

მოხუცი ქალი მოდიოდა, თეთრი, ოდნავ დანაოჭებული სახე ჰქონდა, უხდებოდა კიდეც ეს ნაოჭები, ძველებური ქუდი ეხურა და წითელი, ოდნავ გახუნებული გრძელი ”კურტკა” ეცვა, პატარა ტუჩებზე პომადა ესვა, ესეც თითქოს გახუნებული წითელი იყო…

”დაცვის ბიჭებმა” მგონი უკვე მიცნეს, მერამდენე დღეა ერთი მარშრუტით დავდივარ და თან ისეთი ჩიხებით, სადაც დილით ცოტა ვინმე დადის… დაიწყეს ლაზღანდარობა ყურადღების მიქცევის მიზნით, ეს ”დაცვის ბიჭების” სენია, ყოველ შემთხვევაში, ბათუმში…

ჩანთებიანი სკოლის მოსწავლეები ხან უკან მრჩებოდნენ, ხან წინ მისწრებდნენ. ერთ-ერთ სახლთან ორი გოგონა იდგა, ერთს ჩვეულებრივად ეცვა, მეორეს მუხლებამდე ჩექმები, შავი თხელი ”კალგოტკა”, ჯინსის მოკლე ”იუბკა” და თეთრი, მჭიდრო ”საროჩკა”, ვიღაც ქალმა ”კურტკა” და ჩანთა გამოურბენინა, დედამისი იყო ალბათ…

ქუჩის განათებები აღარ ენთო… უცნაური და ძველებული მანქანა იდგა ქუჩაში, ორი ბორბალი ტროტუარზე ჰქონდა…

მერიასთან კვლავ ჩერდებოდნენ შავი ახალთახალი მანქანები, საიდანაც ჩაკოსტუმჩაჰალსტუხებული ხალხი გადმოდიოდა და გადმოდიოდა…

ფოსტის შენობასთან რამდენიმე ბიჭი ”აბირჟავებდა”, ჩანთები და მათი საუბარი იმაზე მეტყველებდა, რომ სკოლის მოსწავლეები უნდა ყოფილიყვნენ და გაკვეთილის გაცდენა გადაეწყვიტათ… (ამას ვერასდროს ვამუღამებდი, თუ სკოლაში წასვლა შემზარებია ოდესმე, მხოლოდ იმიტომ, რომ დილით ადრე გაღვიძება მეზარებოდა. თუ გაიღვიძე, გამოხვედი სახლიდან და საკმარისი დროც გაქვს სკოლაში მისასვლელად, ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც შეიძლება გაკვეთილი გააცდინო, თან პირველი).

სამსახურთან ის ბიჭი შემხვდა, ამასწინათ რომ დააწინაურეს… მანამდე სულ თავისუფლად ეცვა, დღეს ჩაკოსტუმჩაჰალსტუხებულიყო ესეც, მკლავებზე ”საროჩკის”თეთრი სახელოები მოუჩანდა, სათვალეც აშკარად ახალი იყო და უფრო კლასიკური, ან ამ კლასიკურ სამოსს ისე შეერწყა, ახალი გეგონებოდა … ადრეც საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იყო, მაგრამ ისე ეცვა, ვერ მიხვდებოდი თუ არ იცოდი… ახლა აშკარად ახალი კოსტუმი ეცვა, ახალნაყიდი, ალბათ მეორედ, მაქსიმუმ მესამედ თუ ეცვა, პრინციპში, მაგის მეტი დრო არც გასულა, რაც დააწინაურეს🙂 ერთ-ერთი ნორმალური ”ჩინოვნიკია” ეს ბიჭი და არ მოწონს მაგის ახალი თანამდებობა, ამასაც არ აუვარდეს თავში…

დღეს საკმაოს ბევრი news-ი დამხვდა სამსახურში, უცებ გავამზადე ყველაფერი და ჩემი იოგურტიც დავაგემოვნე. უცნაურია, მარა ტურბო ”ჟუაჩკის” გემო დასდევდა…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/01/26, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. >ასე მეგონა ჩრდილივით დაგყვებოდი უკან ბათუმის ქუჩებში 🙂 მომეწონა ძალიან❤ აი მაგ ბიჭის ჩაკოსტუმპერანგიანობისა კიდე რა გითხრა, მართლა არ აუვარდეს თავში : )

  2. >გამიხარდა შენი ჩრდილივით სიარული მე😉 ხო, ეგ ბიჭი კია ცოტა საეჭვო, დღეს დილითაც შემხვდა, დღეს ახლაი ”ჟილეტი” ეცვა, აი ის, უმკლავო და თხელი, ”საროჩკაზე” რომ იცმევენ. და მეტი არაფერი ზემოდან. არ შეცივდა ნეტა?😀

  3. >მეც წავსულვარ ”შატალოზე” გაღვიძებული, სახლიდან გამოსული, სკოლამდე მისულიც კი.პირველად მეცხრე კლასში ვიყავი, ჩემს კლასელს შევხვდი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალიან ცივი ამინდი იყო, ნისლიანი, ჰოდა წავედით მთაწმინდაზე, ვიჯექით რამდენიმე საათი, შემდეგ ხაჭაპური ვჭამეთ, ძალიან კარგად მახსენდება :)მომეწონა პოსტი, ვისიამოვნე ბათუმში სეირნობით🙂

  4. >ერთხელ ან რამდენჯერმე სხვა საქმეა და თავისი ხიბლიც კი აქვს რაღაცნაირი… მეც წავსულვარ, თან ძველით ახალი წლის მეორე დღეს, თოვლი იყო და ყინვა… მაგრამ ინტენსიური სახე რომ აქვს ამას და თან იქ არ მიდიან, სადაც ცოტა გართობა მაინც შეიძლება, უბრალოდ შუა გზაში, ”ბირჟას ამაგრებენ”, აი, ეგ არ მესმის:-)მადლობა რომ მოგეწონა, მერე კიდე ვისეირნოთ, თუ გინდა, უკვე ლაივში🙂

  5. >ძალიან მომწონს სტილი. აღწერილობითი ხასიათის რომაა ისიც… : ) ”ჟუაჩკის გემო” ”მაგარი კაცია”… :

  6. >კი, ”ჟუაჩკის” გემო მასეთია საერთოდ ♥ :-)მადლობა ისე🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: