>დილა გზაში… (”მე ვხედავ მზეს” III )

>
გარეთ ისეთი საყვარელი ამინდიააა…♥ და რაღაცნაირი დღეა… დღეიდან, ერთი კვირის განმავლობაში, დილით 9 საათზე უნდა გამოვცხადდე სამსახურში, შესაბამისად მთელი ერთი კვირა ჩემი დღე 8-ის ნახევარზე დაიწყება… საერთოდ, თითქმის თავისუფალი რეჟიმი გვაქვს სამსახურში – როცა გინდა მოდი და წადი, მთავარია საქმე გააკეთე და თან კარგად. ახალი წლიდან რაღაც-რაღაცეები შეიცვალა და ყოველ კვირას უნდა ჰყავდეს ერთგავრი ”მორიგე”, რომელსაც ცოტა მეტი მოვალეობები აქვს, ამასთან, ამ ერთი კვირის განმავლობაში 9 საათზეც უნდა გამოცხადდეს სამსახურში. ხოდა, ვინაიდან და რადგანაც მე აქ დიდხანს გაჩერება არ მიწერია თბილისში გადასვლის გამო, გადავწყვიტე ერთი კვირით მეც ამეღო ეს პასუხისმგებლობა, მაინტერესებს რაღაცნაიარად… დღეს პირველი დღე და ჯერ-ჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, ყველა საქმე გავაკეთე რაც მევალებოდა და რაც არ მევალებოდა🙂

არადა, სულ სხვა რაღაცაზე ვაპირებდი წერას. კონკრეტულად დღევანდელ დილაზე. ასე ადრე სახლიდან კაი ხანია არ გამოვსულვარ და ალბათ მაგიტომ დღევანდელი დილა განსაკუთრებით ლამაზად მომეჩვენა. არა, პრინციპში არ მომჩვენებია, მართლა ძალიან ლამაზი იყო… სიმშვიდე, ხალხი ფაქტიურად არ დადიოდა ქუჩაში, აქა-იქ, კანტი-კუნტად (ჩემი ორი საყვარელი სიტყვა ჩავაკვეხე ერთდროულად :-D) თუ მოჩანდა სამსახურისკენ მიმავალი ხალხი, აჩქარებული ნაბიჯებით რომ დადიოდა. ზაფხულში ასეთი დილა არაა ბათუმში, ხალხი 24 საათის განმავლობში გარეთაა. ახლა ყველას ეჩქარება, სამსახურშიც ძირითადად ტრანსპორტით დადიან, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის თითქმის ყველა კუთხეში ფეხითაც ნახევარ საათში შეიძლება მისვლა. ხოდა, ალბათ სწორედ ამიტომ და იმიტომაც, რომ ადრე იყო, ქუჩაში მოსიარულე ცოტა შემომხვდა. ისეთი სასიამოვნო იყო სეირნობა, მთელი დღის კარგი განწყობა გარანტირებული მაქვს… ცა იცი როგორი იყო? არც მოღრუბლული და არც მთლად გაცისკროვნებული, თბილი ამინდი იყო, მაგრამ არც ისე ნათელი, ოდნავ დაბურული, თან თბილი ქარი ქროდა. ასეთი ამინდი ყველაზე მეტად მიყვარს ♥ თან რაღაცნაირია, მისტიკური კიარადა, უცნაური, საინტერესო…

ახლაც მასეთი ამინდია გარეთ, რამდენიმე სტატიისთვის ფოტო მაქვს გადასაღები და ეკლებზე ვზივარ, ისე მეჩქარება გასვლა😀

P.S. ვინაიდან და რადგანაც დღეს დილით ჭამა ვერ მოვასწარი და მეგობარმა ამ წამს ჩემი უსაყვარლესი ვაშლი მომითრია, იძულებული ვარ წერა შევწყვიტო, სხვა გზა არაა😀

ესეც კიდევ ერთი მზე ჩემგან, მართალია დღეს იმალება ”ბათუმის მზე”, მარა მე მაინც ვხედავ, სხვადასხვა მიაზეზთა გამო😀

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/01/24, in (თეგ) თამაშები :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , . Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: