>აბდაუბდა :-) (მე ვხედავ მზეს, ნაწილი II )

>
მე ვხედავ მზეს, მზე მხედავს მე😀 ბათუმში უკვე გამოიდარა და ისეთი მზეა, რომ არ იცოდე, ვერც მიხვდები ზამთარი თუა… სამსახურშიც იმხელა ტემპერატურაზეა გათბობა, ვიგუდები უკვე🙂 ეჭვიც მეპარება ხომ არ მეშლება რამე – ოთახში ცხელა, ფანჯარაში გავხედავ და ზაფხულია ფაქტიურად… ოღონდ შოოორს, მთებში თოვლის ნარჩენები მოჩანს…

მინდოდა ბევრი პოსტი დამეწერა ამ დღეებში, დასაწერიც ბევრი დამიგროვდა… მარა ისეთი დაკავებული ვარ, კომენტარების შემოწმებისთვის ძლივს ვიცლი😦 არაუშავს, მთავარია, რომ ამ “დაკავებულობას” შედეგები მოყვა უკვე, როგორც ვფიქრობდი, “ის” პროექტი მგონი მართლა მიაღწევს წარმატებებს, ტყუილად არ ვიბოდიალე წვიმაში მთელ ქალაქში…

სამი დღეა რაც პოსტი არ დამიწერია და უკვე ბევრი რამე მოხდა პოზიტიური, მეშინია კიდეც, ასე არ ხდება ხოლმე… არ ვიცი, იქნებ ამ თამაშის ბრალია და პროსტა შემართებით ვგრძნობ თავს🙂

ხო მართლა, თებერვლის ბოლოს თბილისში გადავდივარ მინიმუმ 2 წლით და რაც ყველაზე მეტად მიხარია, სამსახური უკვე ვიშოვე იქ🙂 დეტალებს მერე დავაზუსტებთ, მთავარია რომ სწავლის პარალელურად კიდევ ვიმუშავებ, თან ისევ ჩემი სპეციალობით… გადასვლა ძალიან მინდა-თქო რომ ვთქვა, არ იქნება მართალი, ვიცი რომ მომენატრება პატარა და საყვარელი ბათუმი, ჩემთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად… მარა სწავლა მჭირდება კიდე, ბაკალავრმა ვერ მომცა ის ყველაფერი, რაც ჟურნალისტს ნამდვილად ჭირდება… ხოდა გადავალ, შევეგუები, ვისწავლი და მერე ვნახოთ…

კიდევ რა მოხდა ამ სამ დღეში? ხო, ფოტო-ჟურნალისტიკის ლექტორთან ვიყავით სტუმრათ, საყავრელი და საინტერესო დღე იყო, მაგრამ ეს ცალკე ისტორიაა და ახლა ამისთვის დრო არ მაქვს, მერე დავწერ აუცილებლად, ისეთი აჟიტირებული ვარ, ვერ გავძლებ რომ არ დავწერო საერთოდ🙂

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/01/21, in (თეგ) თამაშები :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , . Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. >წარმატებები ყველაფერში!

  2. >მადლობა, შენც ასევე🙂

  3. >ხატ, როგორ მშურს თბილისში რომ მიდიხარ😦 მეც მინდა.. წარმატებები :****

  4. >მე არ მშურს ჯერ საკუთარი თავის, მერე ვნახოთ😀😀 მადლობა ისე :-*

  5. >თბილისი?🙂 ჰაჰ, ეს ის დროა, როცა ერთად ერთი ჭიქა ყავის დალევაზეც შეგვიძლია ვიფიქროთ🙂

  6. >batumshi cxovrob? :)ase mgonia rom batumshi sul mzea🙂

  7. >heart1ess – ხოოო, შეიძლება, რატომაც არა… Toma – კი, ბათუმში ვცხოვრობ… წელს ნამდვილად სულ მზეა, ისე წვიმის ქალაქის ჩვენი ბათუმი🙂 მარა ძააალიან ლამაზად წვიმს აქ, რაღაცნაიარად… ნახე წვიმაზე ჩემი პოსტები😉

  8. >რა კარგია შენი პროფესიით რომ მუშაობ და წარმატებასაც, ასე თუ ისე, აღწევ : ) ხოდა კიდე კარგია რომ თბილისისკენ ჰერი ჰერი😀 შევხვდებით სადმე😉

  9. >კა, ნამდვილად🙂 თბილისს რაც შეეხება, თან მინდა,თან არა წასვლა, მარა მაინც წავალ… ხო, შევხვდეთ😉

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: