>”მე ვხედავ მზეს!”

>
მე რომ მზეს ვხედავ, ეს სოსოიამ უკვე იცის… მე დიდი ხნის წინ გავიგე, მანამდეც კი მქონდა ეჭვი, მარა მაშინ დავაზუსტე, სოსოიასთან ერთად…
მე ვხედავ მზეს!.. მერე რა, რომ ზოგჯერ ღრუბლებში იმალება, როგორც მაგალითად დრეს, უეცარი გაწვიმების შემდეგ… დიახაც, ვხედავ, მიუხედავად ყველაფრისა!..
ხოდა, სალოლას ბლოგზე შემთხვევით გავიგე თამაშის – ”მე ვხედავ მზეს” შესახებ. თამაშის იდეა თურმე Toma-ს ეკუთვნის და მდგომარეობს შემდგომში: ერთი თვის განმავლობაში ბლოგებზე უნდა ვწეროთ მხოლოდ კარგი ამბები., შევეცადოთ დავინახოთ პატარ-პატარა სასიამოვნო მომენტები ყოველდღიურ დაძაბულ ცხოვრებაში😀 ხოდა რა დამაკავებდა აბა🙂
გამომდინარე იქედან, რომ ბოლო დროს იმდენად დაკავებული ვარ, მხოლოდ მაშინ ვწერ რამეს, თუ გავბრაზდი, შესაბამისად, პოსტებიც ”გაბრაზებული” გამომდის… არადა, რა სასიამოვნოა წერო პოზიტიური პოსტი, იმაზე, ვინც გიყვარს და ვისაც უყვარხარ, ზოგადად ადამიანებზე და თუნდაც ცხოველებზე, ბუნებაზე და ბათუმზე…

ხო მართლა, მინდა ამ თამაშში მოვიწვიო ფინიკი და heart1ess ძალიან მინდა შემოგვიერთდეთ…

რაც შეეხება პირველ პოზიტიურ პოსტს, დღეს მთელი დღეა სიამოვნებით ვიხსენებ გუშინდელ საღამოს… მამაჩემს ძველი მეგობარი ეწვია, რომელიც მოსკოვის გარეუბანში ცხოვრობს და რამდენიმე დღით იყო ჩამოსული საქართველოში… მე რა თქმა უნდა გამოვამჟღავნე ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობა და კითხვები სხაპასხუპით მივაყარე🙂 გვიყვებოდა რუსეთის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მგზავრობაზე (ისე, რომ მოგზაურობის სურვილმა ამაწიოკა), იმაზე, რომ საქართველო სულ სხვაგვარია… ბოლოს 11 წლის წინ იყო აქ და მისი შთაბეჭდილებები ცხადია, მნიშვნელოვანია… მერე ოჯახზეც გამოვკითხე… გარეუბანში დიდი სახლი აუშენებია, ცხოვრობს ბედნიერად, ოჯახთან ერთად… თურმე ქართულ კერძებს ამზადებენ ყოველ დღე, ამისთვის ბაღში მოიყვანა ლობიო, სხვადასხვა სახის მწვანილი, ტყემალიც დაურგავს და ბალიც… ტყემლის საწებელსაც ამზადებს მისი რუსი მეუღლე და ლობიოსაც… ვაზიც ჩაუყრია და რადგანაც იქ ძლიერი ყინვებია ზამთარში და შეიძლება დაზიანდეს, რთველის შემდეგ მიწაში მალავს თურმე მთელ ვაზს. ყოველ შემოდგომაზე აკეთებს ამას, იმისვის რომ ჰქონდეს ყურძენი, ისე როგორც საქართველოში. სამი წლის შვილიშვილი მყავსო და როგორც კი რთველი მოვა, პირველ მტევანს მას ვაჭმევო. დაბლარია და თავისი ხელით იღებს თურმე ბავშვი ”მოსავალს”… მხოლოდ ამის შემდეგ მიირთმევს მთელი ოჯახი ყურძენს… ვაზის რამდენიმე ჯიში აქვს თურმე და შვილივით უვლის…
როგორც კი ჩამოვიდა საქართველოში, სოფელში წავიდა თურმე, სადაც ბავშვობა გაატარა და ყველა ოჯახი მოინახულა. მერე შორს, ტყეში წასულა სასერნოდ, როგორც თვითონ თქვა, აქ ბავშვობისას ფეხშიშველა დარბოდა და სულ ვერ ხვდებოდა, სახლიდან ამხელა მანძილით თუ იყო დაშორებული… მერე ბავშვობა გაიხსენეს, რაც ჩემთვის ორმაგად საინტერესო იყო – სახალისო მოგონებბეი+მამაჩემის ისტორიები, რომლებზეც არც ისე ბევრს გვიყვება თვითონ🙂

ვუსმენდი ამ კაცს და გული მებერებოდა რაღაცნაირად, სასიამოვნოდ… მომინდა ჩავხუტებოდი, იმიტომ კი არა, რომ ქართული ენა არ დავიწყებია, შვილებს ქართული სახელები დაარქვა და ქართულ კერძებს მიირთმევს… იმიტომ, რომ სიყვარული შეუძლია…

თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ ამ ყველაფერს რომ ყვებოდა, კინაღამ ამეტირა. მთელი დღეა ვფიქრობ მაგაზე რატომღაც, რაღაცნაირად სასიამოვნოა მაინც…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/01/17, in (თეგ) თამაშები :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , . Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. >გვირილა რა ჩუმად შემოიპარე?ნოსტალგიას დიდი ძალა ჰქონია🙂

  2. >როგორ მიხარია რომ ასე ვიზრდებით! სულ ბედნიერი და მზიანი პოსტები ყოფილიყოს ამ ბლოგზე! :*

  3. >მიხარია რომ შემოგვიერთდი:)მსგავს სიტუაციაში მე ნამდვილად ავტირდებოდი,ვამაყობ ეგეთი ადამიანებით,რომ არ ივიწყებენ სამშობლოს,ისე კარგად აღწერე,თვალწინ დამიდგა სახლი თავის პატარა ბაღით:)

  4. >Gigoli – რა ჩუმად, ავაწიოკე Toma და სალოლა :-Dsalola – მადლობა :-*Asklypiodota – მეც მიხარია, რომ შემოგიერთდით🙂 მეც ძლივს შევიკავე ცრემლები იმ დღეს, კინაღამ ავბღავლდი😀

  5. >რაღაცნაირი თბილი ისტორია იყო, სიამოვნებით წავიკითხე :)რაც შეეხება პოზიტივს, თუ ვიპოვნე რამე პოზიტივის მსგავსი დავწერ აუცილებლად🙂

  6. >ra kargia rom shemogviertdi🙂

  7. >finiki – ამ თამაშის "მუღამი" სწორედ ისაა, რომ იპოვო რამე პოზიტივი😉 მეც არ ვარ მთლად "გადაპოზიტივებული" (ჩემი მოფიქრებული სიტყვაა :-D), მარა ვცდილობ და შენც სცადე რა…Toma – ხო, ვიცი😀

  8. >მოწვევა მიღებულია, დროა გავპოზიტიურდე🙂 თუნდაც ერთი პოსტით🙂

  9. >ვააა, რა მაგარიაა😉 ველოდები მაშინ😉

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: