>სეზონი – რა იყო ეს ჰა?! (შეძრწუნებული smile)

>
ვინაიდან და რადგანაც გადაწყვიტეს, რომ ბათუმში კინოთეტრი არ გვჭირდება (დროებით მაინც) და მე ზედმეტად გახმაურებული ქართული ფილმის, ”სეზონის” პრემიერისთვის თბილისში არ ჩავიდოდი, გადავწყვიტე არ გამეშვა შანსი და მართალია ცოტა მოგვიანებით, მაგრამ მაინც მენახა რუსთავი-2-ზე.
თანამედროვე ქართული კინემატოგრაფიით დიდად დაინტერესებული ვარ მეთქი რომ ვთქვა, ტყუილი იქნება, მარა თუ რამე ნორმალურს გადაიღებენ, კი გამიხარდება (რაც უცებ გამახსენდა, ”სამი სახლი” მომწონს მაგალითად…).
გარდა იმისა, რომ ”სეზონს” არცთუ ურიგო პიარი გაუკეთეს და კადრებიც დამაინტრიგებელი იყო, ფილმი ბათუმშია გადაღებული და ჩემი ინტერესი ამანაც გამოიწვია. თუმცა, ყველაზე მეტად მაინც მაინტერესებდა პასუხი კითხვებზე (უკვე რამდენი ხანია) – რა ჯანდაბისთვის გამაჩერეს მილიონჯერ სამსახურისკენ მიმავალი, შემაწყვეტინეს სეირნობა და ქუჩაში მინიმუმ 10 წუთი გამაჩერეს არაერთხელ, შედეგად კი დავაგვიანე სამსახურში… და ბოლოსდაბოლოს, რა ფილმია ამისთანა, ქუჩაში კაცის ჭაჭანება რომ არ უნდა იყოს?!
მოკლედ, ამ და სხვა მიზეზთა გამო, დავიწყე ფილმის ყურება…
ფილმისადმი თავიდანვე მეტ-ნაკლებად დადებითად განვეწყვე, რადგან კაია საერთოდ რომ გადაიღეს რამე… თუმცა, იყო ბევრი ხარვეზი… მე ამ სფეროში სპეციალისტი არ ვარ და შესაბამისად, ვერ დავიჩემებ რამეს მტკიცებას, მე მხოლოდ ჩემი, როგორც მაყურებლის აზრს ვამბობ…
ჯერ დასაწყისი, იგივე ქუდი და ტიტრები (რაც გინდა ის დაარქვი, მნიშვნელობა არ აქვს ახლა მაგას) რატომღაც ძალიან მივამსგავსე LOST-ს. სათაურის შრიფტიც კი… არ ვიცი, იქნებ ვცდები, მაგრამ აშკარად ჰგავს და.., ხოდა, ჩვენ რომ მოგვეფიქრებინა რამე და არ გადმოგვეკოპირებინა, არა?!
მსახიობებს რაც შეეხება, არაუშავდა რა. ნუ, კაი გამართული სამიანი, როგორც ჩემი ერთი მასწავლებელი იტყოდა🙂

ზოგჯერ კამერის უჩვეულო ქანაობაზე არ გავამახვილებ ყურადღებას და გავატაროთ ეს🙂

ფილმის სიუჟეტს რაც შეეხება, საერთო ჯამში არაა ურიგო, საინტერესოა და გითრევს კიდეც, ”უჟასტიკ/ფანტასტიკასაც” მიამსგავსებ თუ ძალიან მოინდომე, ან თუ შიშარა ხარ, როგორ ჩემი და😀 მოკლედ, დაძაბული სიტუაციები არის მომენტებში და მომწონს. მაგრამ ფილმის დასასრული სრული აფსურდია. მანამდე მოვლნები საინტერესოდ ვითარდება და საინტერესოა რა ხდება სინამდვილეში, სად ჯანდაბაში წავიდა ხალხი🙂 მოკლედ, ჩავერთე ფილში, გავაანალიზე, ხალხის გაქრობის რამდენიმე ჩემეული ვარიანტიც მოვიფიქრე და… და არაფერი, სიზმრების თემას მოვრჩით კინემატოგრაფიაში და ახლა ახალ საფეხურზე გადავსულვართ – კი არ გვესიამრება რაღაცეები, ავტოკატასტროფაში გონს ვკარგავთ და ”გველანდება”…
მთლიანი სიუჟეტი გააფუჭა ამ პრიმიტიულმა დასასრულმა, ფანტაზია არ ეყოთ ნეტა მოსაფიქრებლად? ცოტაც დაეძაბათ გონება, იქნებ გამოვიდოდა რამე…
არ ვიცი, არ ვიცი… მარა ასე თუ გავაგრძელეთ, სიზმრის და ავტოკატასტროფაში ”ბნედის” შემდეგი საფეხური ხანგრძლივი კომაა, მერე კი ალბათ ამნეზია. ასე ბრაზილიურ სერიალებამდეც ბევრი არ გვიკლია, ასე რომ გვიყვარს და ქართული არხებიც მათი ხილვის ბედნიერებას არ გვაკლებენ. ჩვენც ჩავკირკიტებთ მთელი დღე – ქრონიკა,სერიალი,ქრონიკა, სერიალი, სერიალი, სერიალი, სერიალი, ქრონიკა…..

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/01/13, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , . Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. >გეთანხმები … დასასრული საშინლად არ მომეწონა… თავიდან კი მეგონა ძლივს,რაღაც ოდნავ მაინც გამოუვიდათ თქო,მაგრამ რად გინდა🙂 საერთო ჯამში წავა რა ფილმია…. (ჩემი აზრით)

  2. >საინტერესო პოსტია, ბოლო ფრაზა განსაკუთრებით მომეწონა, მაგრამ მაინტერესებს როგორ დაასრულებდა ამ ფილმს პოსტის ავტორი და როგორ დაასრულედბდა ჩემს წინა კომენტარის ავტორი

  3. >wantfun – უბრალოდ კაია რომ საერთოდ გადაიღეს, ესააა და ეს… იქნებ ამ გადაღება-გადაღებაში ვისწავლოთ კიდეც რამე ;-)teone – მადლობა კომენტარისთვის და შეფასებისთვის. რაც შეეხება ფილმის დასასრულს, რომ გითხრა მაგაზე ბევრი ვიფიქრე და დასასრულის გეგმა მაქვს მზად-თქო, მოგატყუებ… ალბათ იმიტომ, რომ არ მაქვს პრეტენზია ვიყო რეჟისორი და მით უმეტეს, გადავიღო მსგავსი ფილმები. უამრავი რამე შეიძლბა მოიფიქრო – ეპიდემია, ან რამე უცნურობა, რის გამოც მთავარი გმირები ვერ ამჩნევენ გარშემომყოფებს, ომი ბოლოსდაბოლოს ან სულაც მეგობრების ხუმრობა (რთულად დასაჯერებელია, მაგრამ მაინც)… ვერ ვიტყვი, რომ ეს მაგარი იდეებია, უცებ მომაფიქრდა და დავწერე, მაგრამ სიზმარს და ბნედას თითოეული მათგანი მირჩევნია)შესაბამისად დახვეწის შემთხვევაში.

  4. >me dzalian momewona filmii magram ertaderti rac nervebs mishlis sezonshic da ocnebis qalaqshi es aris gamudmebuli reklamebi filmshi ….

  5. >ნუ ეს ხო🙂 ჩვენთან ასე იციან🙂

  6. >მეც გეთანხმები, უფრო მეტს, რაღაც საინტერესო და დამაფიქრებელ დასასრულს ველოდი . მაგრამ იმედები გამიცრუა. ბევრად უფრო კარგი დასასრული შეიძლება ჰქონოდა ამ ფილმს.პლაგიატიზმს რომ აქვს ადგილი (შრიფტშიც კი) ამას უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევ, ისედაც ნერვებს მიშლის მიმბაძველობა.იმედია გამოსწორდება ქართული კინემატოგრაფია ოდესმე.

  7. >ხო, იმედი ბოლოს კვდებაო და მეც მაქვს იმედი🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: