>Relax :-)

>
როცა პირველ იანვარს, შუადღის მერე გაღვიძებულს ხაჭაპურის საამო სურნელი შემეგება, ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, რომ მშვენიერი არდადეგები მელოდა წინ🙂
გადავწყვიტე ახალ წელს სოფელში შევხვედროდი, ოჯახთან ერთად და ძალიან მშვიდად… ხოდა, 31 დეკემბერს გავუდექი გზას… საახალწლო განწყობა, როგორც ველოდი, არც 12 საათისთვის მოვიდა, რაღაცნაირი უცნაური ახალი წელია… რას ვეძახი საახალწლო განწყობას კონკრეტულად, არ ვიცი, თუმცა რაღაც არის რა… და ეს რაღაც ალბათ ბავშვობაში დარჩა, არ ვიცი…
მოკლედ, მართალია საახალწლო განწყობა არ იყო, მაგრამ დასვენება ხომ იყო 10დღიანი და ეს ისე მჭირდებოდააა…
ყოველ დღე 12-ის მერე გაღვიძება, დედაჩემის გემრიელი კერძები და კითხვა, ბევრი კითხვა – ამაზე ვოცნებობდი კაი ხანია და ამიხდა ბოლოსდაბოლოს. ერთადერთი, რაც მაკლდა, მეგობრები იყო, რომლებიც ვერ წამოვიდნენ ჩემთან ერთად😦
ფაქტიურად შევწყვიტე კავშირი გარე სამყაროსთან, მერე კი იმ სამყაროსთანაც, სადაც ვიყავი… სულ სხვა სამყაროში გადავდივარ წიგნის კითხვისას, სადაც არაფერი მესმის და ვერაფერს ვხედავ გარდა წიგნის სიუჟეტისა, მეც იქ ვარ… მოკლედ, მთელი დღე დივანზე ვეგდე და ჯეკ ლონდონს სისხლი გავუშრე🙂 ვკითხულობდი ”წინაპართა ძახილს”, ამბავს უსაყვარლეს და უერთგულეს ძაღლ ბეკიზე, მასში მომხდარ ცვლილებებზე და დაუნდობელ წეს-ჩვეულებებზე… ”მგლის შვილს” – ველურთა ტომში (რომლის ზუსტი სახელი არ მახსოვს…) მოხვედრილ თეთრკანიან მამაკაცზე, მის უპირატესობაზე და საბოლოო გამარჯვებაზე… გადავიკითხე ბავშვობის დროს წაკითხული ამბავი ”დიდი სახლის პატარა დიასახლისზე”, ვკითხულობდი დიკის და პაოლას ამბებს, ვბრაზდებოდი უეცრად გამოჩენილ გრეჰემზე და სულ სხვაგვარად აღვიქვამდი ახლა ამ ამბავს… პატარაობისას სხვაგვარად ჩანდა და მახსოვდა როგორც უბრალო, უარაფრო რომანი, მაგრამ ახლა რაღაც-რაღაცეები სხვაგვარად აღვიქვი და თურმე არც ასე ყოფილა საქმე… იქ ვიყავი, ფორესტების მამულში და მათთან ერთად განვიცდიდი ყველაფერს… დოჩანაშვილის სიტყვები გამახსენდა იმის შესახებ, რომ იყო მკითხველი-სასწაულია, შეგიძლია შეყვარებულებს შორის იწვე საძილე ტომარაში და სულაც არ იყო ზედმეტი, პირიქით, ეს აუცილებელიცაა, რადგან ავტორმა ასე ისურვა…
წავიკითხე კიდევ რამდენიმე მოთხრობა, ბოლოსდაბოლოს დავამთავრე წიგნი ჯეკ ლონდონის ცხოვრებაზეც… მოკლედ, გავუშრე სისხლი ამ კაცს და ალბათ რომ შეეძლოს ჩემი ნახვა, მეტყოდა დამანებე ქალო თავი, შემეშვიო🙂
ერთადერთხელ გავედი სახლიდან გარეთ, სოფელში მყოფ ძველ მეგობარს ვესტუმრე და იქ ისე მებრდღვნა ერთი ქალი, კინაღამ გონება დავკარგე🙂 ვიღაც სტუმრები ჰყავდა ჩემს მეგობარს და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ჩემი ძველი რესპოდენტი იყო, ხოდა, შევედი თუ არა, ვიღაცამ იკივლა ”ჩემი გოგოოოოოო”- ო და გამოქანდა, ძლივს გადავრჩი გაბრტყელებას🙂 სულ 10 წუთით მყავდა ნანახი ის ქალი და როდის მოასწრო ჩემი ასე შეყვარება, არ ვიცი🙂
მოკლედ, გადავურჩი ამ ქალს ცოცხალი როგორც იქნა და მერე სახლიდან ცხვირიც არ გამომიყვია გერეთ🙂
ხანდახან მენატრებოდა გარესამყარო, ხალხი, ბლოგი და ტელეფონით ვიჭყიტებოდი ხოლმე, საკუთარ თავს ვატყუებდი🙂 იმდენი ახალი პოსტი მაქვს წასაკითხი და დასაკომენტარებელიიიი, მიფრთხილდით კოლედ🙂
ხო, არდადეგები მშვენიერი გამომივიდა – წაკითხული რამდენიმე ნაწარმოები, დასვენებული ორგანიზმი, რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი და მომავალი წლისთვის საკმარისი ენერგია დამიგროვდა ”ანგარიშზე”…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2011/01/10, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , . Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. >"მკითხველი-სასწაულია, შეგიძლია შეყვარებულებს შორის იწვე საძილე ტომარაში და სულაც არ იყო ზედმეტი, პირიქით, ეს აუცილებელიცაა, რადგან ავტორმა ასე ისურვა"- მიყვარს დოჩანაშვილი

  2. >mec, namdvilad sayvarelia🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: