>ფოტო რეპორტაჟი

>
რატომღაც მომინდა ეს ფოტოები დამედო, მომწონს…
სოფელში ყოფნისას გადავიღე, ჩემი სოფელია ეს!.. (ამაყი სმაილი):-)
ბავშვობა გამახსენდა ახლა, სოფელი რაღაცნაირი დრო… ალბათ იმიტომ, რომ ახლა ჩებურაშკას ვუსმენ გამაწარებული, ხანაც გენას და ა.შ.😀
ხო, ფოტოებზე ვამბობდი, ჩემი სოფელი ბათუმიდან 45 წუთის სავალზეა და ბავშვობა იქ მაქვს გატარებული, აქედან გამომდინარე, სულ მენატრება სოფელი და ხშირად მინდა იქ ყოფნა. ეს ფოტოები ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში გადავიღე, როცა გავიგე რომ ჩემი მეგობარიც სოფელში იყო და მასთან მოსახვედრად სამკილომეტრინა გზას შევეჭიდე🙂 მაშინაც ბავშვობის მელოდიებს ვუსმენდი და სხვა რა უნდა მეკეთებინა იმხელა გზა, თუ არა ფოტოების გადაღება, ხედებვიც მშვენიერი იყო და…
ფოტოგრაფი დიდი ვერეფერი, დამწყები და მოყვარული, ვერც ფოტოაპარატია განსაკუთრებული, კიარადა საერთოდ არაა ფოტოაპარატი, ჩემი საყვარელი სონი ერიქსონი მეხმარებოდა🙂

სულ ეს იყო, ახლა მარდარინის (და არა მანდარინის, ასე უფრო საყვარელია)ფოტოსაც დავდებ

და კიდევ გაბღენძილ ფისოს, ეს სოფელში არაა გადარებული, მარა საყვარელი ფისოა, ჩემს ფისოსაც ჰგავს, მარა გაბღენძილია😀😀

ვსიო🙂
P.S. არ ვიცი ეს ყველაფერი ახალ წელთან რა შუაშია, მაგრამ არ მაქვს ეს საახალწლო განწყობა და რა ვქნა🙂 ნაძვის ხეც კი ”დავდგი” ბლოგზე, ნწუ, არ შველის… მარა მალე საახალწლო საჩუქრებს მივიღებ და მგონი ეშველება😉

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/12/28, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , . Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. >მეც ძალიან ავკვიატე არ მაქვს საახალწლო განწყობა მეთქი, თუმცა ეს კონკრეტულად რას გულისხმობს და რაში უნდა გამოიხატებოდეს ეს განწყობა არ ვიცი. :)კარგია, როდესაც შეგიძლია ნებისმიერ დროს ადგე ჩალაგდე და წახვიდეს სოფელში, ძალიან მინდა ცოტა ხნით სადმე წასვლა და შეშის ფეჩით გათბობა, გარეთ კი ნისლი, რომ იყოს ჩამოწოლილი🙂

  2. >კი, კარგია როცა შეგიძლია ნებისმიერ დროს წასვლა, მარა ხელფასიც მშვენიერია თვის ბოლოს :-Dჩემს სოფელში ნისლი იშვიათადაა, მარა მაინც მყუდრო და საყვარელია…ხომ მოგეწონა ჩემი სოფელი?😉

  3. >კი, ძალიან მომეწონა შენი სოფლის სურათები, გადასარევია. ზამთარში სოფელში მგონი არასდროს ვყოფილვარ. ლამაზია🙂

  4. >შენ ბლოგზე ძალიან საეჭვო სიმშვიდე სუფევს, აი ისეთი,მე რომ მიზიდავს. არ მეგონა მიღწევადი თუ იყო🙂 და მიხარია, რომ აღწევ ასეთ მდგომარეობას🙂

  5. >მეც არ მეგონა მიღწევადი თუ იყო :-Dმადლობა რომ გიხარია, მეც მიხარია :-*

  6. >ძალიან საყვარელი სოფელი გქონიააა. მეც ჩემი მშობლიური ქალაქი ისე მიყვარს რომ აიიი არ ვიცი🙂

  7. >მერე შემიძლია დაგპატიჟო ამ ლამაზ სოფელში ;-)ხო, უნდა გიყვარდეს, აბა რა. თან სიშორეც ხომ უფრო შეიქმს სიყვარულს და…🙂

  8. >:D ვიზ ფლეჟა🙂🙂 სიშორე და დისტანცია უფრო ამძაფრებს კი გეთანხმები:)

  9. >აჰა!.. (თავსროაკანტურებსისეთისმაილი)

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: