>ახალი წლის მოლოდინში (ამას თუ მოლოდინი ქვია)

>
დეკემბერი ისე შემოგვეპარა, ვერაფერს მივხვდი… გარეთ ისეთი ამინდებია, გაზაფხული უფრო გეგონება… მაგრამ УВЫ, ზამთარიც მოვიდა. საერთოდ, ზამთარი არ მიყვარს(და ამის ბევრი მიზეზი არსებობს)… მაგრამ ახლა წარმოვიდგინე ნანატრი სუსხი, მე ყური და ცხვირი მეყინება ხოლმე პირველ რიგში (და ხელები :-)), ქუდი მაქვს ჩამოფხატული თვალებამდე და შეფუთული დავდივარ, ერთი 10 კილოგრამით უფრო მეტი ვიქნები მაგ დროს🙂 …და ახალი წელი, ახალი წელი …
გუშინ ღამე მივსეირნობდი სამსახურიდან სახლში, საახალწლო განათებები უკვე არამარტო დაამონტაჟეს, ჩართულია კიდეც და რაღაცნაირ შეგრძნებას იწვევს. თან წვიმდა, კიარადა ცრიდა, განათებების ფონზე კი წვიმის პაწაწუკა წვეთებს ვხედავდი… სამუშაო დღის შემდეგ გასეირნება საოცრად მშველის, თან ამ პატარა წვიმამ გამომაცოცხლა და წელს პირველად შემცივდა, სუსხი იყო გარეთ…
ბავშვები პატარა ”ბომბაჩკებს” აფეთქებენ უკვე (თან თითქოს იმალებიან, მოკუზულები გადარბიან ქუჩიდან ქუჩაზე :-)), მისი სპეციფიური და მძაფრი სუნი გუშინ პირველად მომხვდა ცხვირში და ალბათ ამიტომაც იყო რომ ახალი წლის მოახლოება ვიგრძენი…
არადა, სულ არ მაქვს წინა საახალწლო განწყობა, არ ვიცი ცხელი და გადარეული ამინდის ბრალია თუ ჩემი… რატომღაც უკვე ყველაფერი კარგავს აზრს, ყველაფერს ვეჩვევი და მგონი უკვე დაკიდებაც გამომდის…
არადა, დღეს წესით ნორმალური დღეა, გუშინ ათმა რესპოდენტმა მაინც მითხრა უარი ჩაწერაზე, ერთიც ვერ ვიპოვე… მერე ნაცნობ-მეგობრები ავაფორიაქე და დღეს უკვე მანანას რადიოსავით, რამდენიმე რესპოდენტი მომიგროვდა…:-) ხოდა, მაგიტომ ვამბობ, კაი დღე იქნება მგონია…

მალე ახალი წელი მოვა, ფერადი, ტკბილი და საჩუქრებიანი… მერე… მერე ორ თვეში წავალ…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/12/07, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , . Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. >საახალწლო განწყობა არც მე მაქვს, ეს ალბათ ჩემ ცხოვრებაში დამდგარი საგიჟეთის ბრალია, ამინდს ვეღარ დავაბრალებ, დღეს ფაქტობრივად არ გათენებულა ისეთი ნისლია.მიხარია, რომ ყველაფერი გამოსწორების გზაზეა და შავი პერიოდი აღარ გაქვს :)წარმოვიდგინე საახალწლოდ მორთული, წვიმიანი ბათუმი და რა თქმა უნდა შემშურდა :)”მერე… მერე ორ თვეში წავალ…” – სად მიდიხარ? ნუ რა თქმა უნდა თუ კონფიდენციალური ინფორმაცია არ არის, სამი წერტილი გაქვს დასმული🙂

  2. >აქედან მივდივარ… არ ვიცი მინდა თუ არა ეს, მაგრამ რომ წავალ ფაქტია.. შორს არა, თბილისში, მაგრამ ბათუმში ხომ აღარ ვიქნები, დასაწყისისთვის რამდენიმე თვე მაინც…

  3. >მაშინ welcome, მერე ერთად შეგვშურდეს იმ ადამიანების ვისაც ყოველ დღე ზღვის სანაპიროზე გასეირნება შეუძლიათ🙂

  4. >ok🙂 და მერე მე გავბრაზდები საკუთარ თავზე რომ ამ შესაძლებლობას არ ვიყენებდი და ყოველ დღე არ ვსეირნობდი სანაპიროზე, მერე ჩამოვალ და მონატრებულ ზღვაში ჩავხტები🙂

  5. >კი ნამდვილად ასეა, სანამ რაღაც გვაქვს ამას ნორმად აღვიქვამთ, როცა გვართმევენ მერე ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ როგორ არ ვიყენებდით მოცემულ შესაძლებლობას🙂

  6. >კი, სამწუხაროდ ასეა… თუმცა, ხშირად პირიქითაც ხდება,მაგრამ უშედეგოდ…

  7. me dzalian miyvars zamtari radgan yvela zeimobs

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: