>…და სადღაა გულახდილობა?!

>

ფინიკის ბლოგზე ვკითხულობდი პოსტს გულახდილობაზე და მივხვდი რომ ძველი დრო მომენატრა, როცა მთლად გულახდილად თუ არა, 90%-ით მაინც ვიყავი გულახდილი, ”მიხატული ღიმილიც” არასდროს მქონდა და ვამბობდი იმას, რასაც ვფიქრობდი… როცა ამბობენ პირდაპირი ვარ და გულახდილიო, გულში ვამბობ მეც-მეთქი, მაგრამ ცოტა დაფიქრებაც საკმარისია, რომ მივხვდე _ აღარ ვარ პირდაპირი და გულახდილი, მეტისმეტად ახლოს მოვიყვანე ადამიანები ჩემთან და მერე ვეღარ ვამბობ იმას, რაც საჭიროა, მიჭირს…
ერთხელაც, დავიწყებ კვლავ ძველებურად და… და არაფერი, უფრო მშვიდად ვიქნები და გულიც ნაკლებად მეტკინება, არც ნერვები მომეშლება იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც ვერ ვუთხარი…

ახლაღა მივხვდი, რომ ეს ბლოგიც იმის თქმის მცდელობაა, რასაც ჩვეულებრივ არ ვამბობ ხოლმე, მოვდივარ და აქ ვწერ მერე…

მომბეზრდა წყენის და ტკივილის გულში დატოვება, იმიტომ რომ თუ რამეს ვიტყვი, ხომ შეიძლება ვინმეს გული ვატკინო? კი, შეიძლება, მაგრამ სხვა ფიქრობს ანალოგიურად? არა, არც არავინ… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველას ყველა და ყველაფერი ფეხებზე კიდია, საკუთარი თავის გარდა…

მგონი დეპრესია მეწყება… მარა არაუშავს, გადავლახავ, მე ხომ დიიიდი მოთმინების უნარი მაქვს და ყველაფრის პატიება შემიძლია თურმე… მაგრამ გულახდილობა? სადღაა გულახდილობა?!

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/11/29, in бывает и так... and tagged , . Bookmark the permalink. 12 Comments.

  1. >ყველაზე საინტერესო არის ის თუ რა დოზით გვინდა რომ ვიყოთ გულახდილები, ნუ ყოველშემთხვევაში მე მიჭირს ჩამოყალიბება🙂 ვგულისხმობ იმას, რომ საკმაოდ ხშირ შემთხვევაში გადამეტებულმა გულახდილობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ვთქვათ ის რისი თქმაც არ ღირდა, რაც შემდეგ გამოიწვევს იმას, რომ ისევ თავში ხელის ცემას დავიწყებთ ეს რამ მათქმევინაო. ძნელია ასევე დაინახო სად გადის ზღვარი გულახდილობასა და სითავხედე/უხეშობა/უტაქტობას შორის. აბსოლუტურად გულახდილი რომ ვიყო შედეგები ცალსახად არ იქნებოდა სახარბიელო ანუ თავის მოთოკვა რაღაც დოზით (ხშირ შემთხვევაში დიდი დოზით) საჭიროა. იდეალური ვარიანტია გულახდილობა სავალალო შედეგები გარეშე.

  2. >ამასთან ხშირ შემთხვევაში კარგად ვიცი რატომ უნდა შევიკავო თავი გულახდილი განცხადებებისგან და ეს არ მაღიზიანებს, ვინაიდან ვხვდები, რომ ჩემი გულახდილობის სურვილის დაკმაყოფილება არ ღირს იმად რასაც შედეგად მივიღებ. მაგრამ მაშინაც კი როდესაც ის რისი თქმაც გინდა არ არის უარყოფითის შემცველი თავს უკანონებ წესებს, რომელთა მიხედვითაც დადებითი საკითხების გულახდილად თქმაც არ შეგიძლია რაც ისევ ნერვების შლას იწვევს. მოკლედ იდეალური ვარიანტია, თუ ძალიან წუხდები იმ ფაქტით რომ მუდმივად ამბობ იმას რაც საჭიროა და არა იმას რაც გინდა, უნდა აიღო 1 დღე (აუცილებლად არა სამუშაო :)) და მთელი დღის განმავლობაში თქვა ის რასაც ფიქრობ, საინტერესო ექსპერიმენტი იქნება, დაგეგმილი მაქვს ამის განხორციელება ვნახოთ რა შედეგის მომტანი იქნება.იქნებ შენც გეცადა🙂

  3. >კი, ნამდვილად უნდა ვცადო… არასამუშაო თავისთავად, ჯერ-ჯერობით მჭირდება სამსახური🙂

  4. >შედეგები არ ვიცი, ზოგჯერ უბრალოდ მთავარია თავი კარგად ვიგრძნოთ და ამას კი მივაღწევ მგონი ამ ერთ დღეში… მთავარია მართლა კარგად იგრძნო თავი და სინდისის ქენჯნის მაგვარი რამე არ გქონდეს… და ეს ცოტათი მაფიქრებს🙂

  5. >ჰო, მეც ძალიან მჭირდება სამსახური ამიტომ კვირა იდეალური ვარიანტია ალბათ :)ჰოდა უახლოეს მომავალში ჩავატარებ ამ ექსპერიმენტს და შემდეგ დავწერ ამაზე, იგივე გააკეთე შენც ძალიან საინტერესო იქნება🙂

  6. >ok🙂 ვნახოთ რა იქნება…

  7. >მართლა ყველაზე საშინელებაა როცა რაღაცის თქმა გინდა და ვერ ამბობ! მერე შენ თავში იკეტები, ითრგუნები.. მე პირიქით, მეტისმეტი გულახდილობას განვიცდი! შემიძლია თითქმის ყველას მოვუყვე ჩემი გრძნობების შესახებ.. ეს მეორე უკიდურესობაა…შუალედს რომ ვიპოვით მაშIნ იქნება ყველაფერი კარგად!🙂

  8. >ხო, აი აქ გეთანხმები…

  9. >ჰმმ… მივატოვე მე გულახდილობა… რა მომიტანა როო?!!! ისევ მე მეტკინა, მე მეწყინა, მე გადამიარეს… არაა აღარ!!! ახლა მყავს ერთი ორი ადამიანი, რომელიც ვიცი იმსახურებს იმას, რომ ჩემგან სრული გულახდილობა მიიღოს და მათ ყავთ გულახდილი ანი … და მ,ორჩა

  10. >გულახდილობა მაშინ იქნება კარგი, შენ რომ არ გეტკინება და გეწყინება… მესმის შენი, მეც მაგიტომ ვერ ვარ გულახდილი, მერე ისევ მე მტკივა… არადა, მინდა ისე ვიყო ერთხელაც გულახდილი რომ არ მეკინოს და არ მწეწყონოს…

  11. როგორც დედაჩემი მეუბნება: გულახდილობა და ემოციები მხოლოდ საჭირო დროს საჭირო ადგილას საჭირო დოზით.
    სწორი გამომჟღავნება უნდაო-ალბათ…

    • ხო, შეიძლება… მაგრამ მე ხშირად მგონია, რომ თუ არ ვარ გულახდილი, ვატყუებ და ეს საშინლად არ მომწონს. მგონია, რომ უნდა იცოდეს ადამინმა ჩემი მისდამი დამოკიდებულების შესახებ.

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: