>აივნიდან…

>

სამსახურში საქმეს მოვრჩი, ნეტი გაითიშა, ის კომპიუტერშიკიც არ მოვიდა და არ ვიცი რა ვქნა… გარეთ წვიმს და არ ვიცი რა ვაკეთო, ასე თუ გაგრძელდა, ჩემი ”მხიარული” განწყობა არც ისე შორსაა…
გადავწყვიტე აივნიდან გავიჭყიტო, მიყვარს ხალხის თვალიერება რატომღაც…
წინ წყლის გუბეებში ცხვირჩაყოფილი მანქანებია, ერთი საერთოდ ტროტუარზე ასულა. ხალხი კანტი-კუნტად (მიყვარს ეს სიტყვა) დაიარება, სამაგიერედ ჩვენს მოპირდაპირედ, ბანკის შენობაში დუღს და გადადუღს ცხოვრება. ხალხი სერიოზული სახით შედის და გამოდის, მეორე სართულზე კი პატარა ოთახში უამრავი კომპიუტერი და შესაბამისად ამდენივე ადამიანია თავმოყრილი. ერთი მაგიდიდან მეორესთან გადარბიან და ფაციფუცობენ.
გარეთ ისევ წვიმს… ქუჩაში ჯერ ორი წყვილი თეთრი ბოტასი გამოჩნდა და შემდეგ მათი მეპატრონეები, ერთი გოგოა, მეორე ბიჭი. ბოტასები ერთნაირია მგონი… საყვარელი წყვილია…
წვიმამ იმატა… აგერ შავებში ჩაცმული ქალიც გამოჩნდა, ყვავილებიანი ქოლგით და ”ლაკის” ჩანთით, ძლივს დადის ქუსლებზე. მეორე ქალს ორი ერთი სიმაღლის ბავშვი მოყვება, ფერადი ტანსაცმლით და ლამაზი, ნაქსოვი ქუდებით. სკოლიდან მოყავს ალბათ ბავშვები, ან იქნებ ბაღიდანაც, პატარები არიან. ჩანთებით დატვირთულია ეს ქალი და მიიჩქარის. მივა ალბათ ახლა სახლში, გაათბობს და დააპურებს ბავშვებს, მერე გაკვეთილების მომზადებაში დაეხმარება და ძილის წინ ზღაპარსაც მოუყვება….
დაცვის პოლიციის ორი კაცი მისეირნობს აგერ, არც ქოლგა აქვთ და არაფერი, მხოლოდ ფორმის უღიმღამო ქუდი. არ მიყვარს დაცვის პოლიციის კაცები…
ჯინსის ”დვოიკიანმა” ახალგაზრდა ბიჭმაც ჩაიარა, სად იშოვა ნეტა, ან რამდენი წლისაა…
წვიმს კიდე… აგერ ნანა და დენიელიც გასულან, ფოტოებს გადაიღებენ ალბათ ნანას სტატიისთვის. ორივეს ერთი, დიდი იასამნისფერი ქოლგა ახურავთ…
აქით ორი ქალი მიდის ერთ ქოლგით, უკან ორი მოხუცი კაცი, ერთ-ერთს ბავშვი ახლია, შვილიშვილი ალბათ. წვიმა უხარია და დარბის წინ და უკან. დაუძახა ბაბუამ, ქუდი და კაშნი გაუსწორა და იმან კვლავ აიღო სტარტი….
აგერ მთელი ოჯახი მოდის მგონი, სხვადასხვა ასაკისა და სქესის ოთხი ადამიანი, ყველას ლამაზი ქოლგა აქვს…
ქუსლებზე ძლივს მოსიარულე გოგო გამოჩნდა, სიარულისას მუხლებს რაღაცნაირად ხრის, ოდნავ შლაქსი ჯინსის ბოლოები სულ სველი აქვს…
ორი ბიჭი გამოჩნდა, აშკარად მოსწავლეები, ერთი კაპიშონიან თხელ მოსაცმელში იყინება და მოხრილი დადის, მეორეს სქელი ”კურტკა” აცვია და ”რუგზაკს” მოათრევს…
უკვე ბნელდება, ალბათ ამიტომ მიიჩქარის ყველა სადღაც, ან იქნებ წვიმის გამო… ერთ მოხუც კაცს ქოლგა იღლიაში ამოუჩრია და მისეირნობს…
ვიღაცამ ისე ხმამღლა დააცემინა, შევხტი… მანქანების რიგს ახლები შემატებია, ზოგი სასაცილოდაა ჩაკვეხებული, ერთ-ერთი მათგანის საჭესთან ქალი დაჯდა… (არც გამკვირვებია). ის მანქანა კიდევ ტროტუარზე დგას…

კიდევ მოხუცი კაცი გამოჩნდა, ამჯერად სხვა, ისიც მოსეირნობს და დაკეცილ ქოლგას ხელჯოხად იყენებს, სვანური ქუდი ახურია რატომღაც…
ქუჩის განათება ჩართულა უკვე, ვერც შევამჩნიე როგორ ჩამობნელდა, წვიმამ მეტ-ნაკლებად გადაიღო…
უი, ახლა შუქი გაითიშა სამსახურში, ჩემი კომპიუტერი აწრიპინდა და დავუბრუნდი აქაურობას. ნანა და დენიელი მოვიდნენ, შუქი რა ჯანდაბისთვის არ გვაქვსო, ”გახარებული” კითხულობს ნანა. უკვე 6 საათია, წავალ მე სახლში ახლა… უი, აქ როგორ ბნელააა?! წავედი, წავედი…

p.s. ეს სისულელე გუშინ დავწერე, მომინდა რატომღაც ”გამოქვეყნება”…
დღეს უკვე კაი ამინდია ბათუმში, ცაზე ღრუბლების ნაფლეთებიღა შემორჩა და მიწას (აბა ასფალტი აღარ დარჩა ქუჩებზე :-)) თითქოს ორთქლი ასდის, გაზაფხულზე რომაა ისე, მოკლედ, გარეთ გაზაფხულია ყვავილების გარეშე…🙂

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/11/23, in ვითომ "ჩანახატები" :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , . Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. >მეც ძალიან მიყვარს ხალხის თვალიერება და უმნიშვნელო დეტალებზე ყურადღების გამახვილება. რაღაცნაირად სასიამოვნოა უცნობი ადამიანების ცხოვრების უმოკლეს პერიოდს რომ ადევნებ თვალს და შემდეგ თეორიებს, რომ აგებ ვინაა, სად მიდის და საღამოს რას გააკეთებს :)სასიამოვნო წასაკითხი იყო🙂

  2. >ხო, საინტერესოა… ნეტა მე როგორი ვარ უცხო თვალით??? (დამაინტერესა უცებ)…

  3. >ხო, მაგაზე არც მე მიფიქრია :)კიდევ მიყვარს ხალხის დურბინდით თვალიერება ეჭვიც, რომ არ უჩნდებათ იმის შესახებ რომ შეიძლება ვიღაც უყურებთ. არ ვიცი დაგიფიქსირებია თუ არა მაგრამ, როდესაც აღმოაჩენენ რომ ვიღაც უყურებთ მაშინვე საშინლად ყალბად იქცევიან, აი ხელის მოძრაობაც კი ყალბი და დაძაბული აქვთ ხოლმე, მაგრამ ალბათ ეს ბუნებრივია.ერთი პერიოდი იმდენად ვიყავი ადამიანების თვალიერებით გართული წინა კორპუსში რამდენიმე ადამიანის გრაფიკიც კი ზეპირად ვიცოდი (რომელ საათზე ეწეოდნენ, იღვიძებდნენ და ა.შ.)🙂

  4. >კი, ეს მართალია🙂 რაღა სხვაზე ვილაპარაკო, საკუთარი თავისთვისაც შემიმჩნევია ასეთი სიყალბე🙂

  5. გემრიელი პოსტია და ხედი მომეწონა ძალიან:)

    • რა ცუდი ფოტოა😦
      ბლოგსპოტზე სხვაგვარად აჩვენებდა, ამან დამიმახინჯა. რეალურად იმ ტროტუარზე ასული მანქანის გამო დავდე როგორც მახსოვს😀
      პოსტის შეფასებისთვის მადლობა ^_^

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: