ქუჩაში ერთხელ…

უკვე ერთი კვირაა ქუჩაში ”ნაუშნიკების” გარეშე დავდივარ… გამიფუჭდა და ახლა ვფიქრობ ვიყიდო თუ არა. აქამდე სულ ყურში ”ნაუშნიკებგათხრილი” დავდიოდი და ასე უფრო კარგად ვგრძნობდი თავს, ვუსმენდი რადიოს ან საყვარელ მუსიკას და ძველი და ახლადგარემონტებული ბათუმის ყოველ დღე შეცვლილ ქუჩებს ვათვალიერებდი…
ახლა? ახლა სმენაც ჩართული მაქვს და დავრწმუნდი, რომ ქუჩაში მოსიარულე ხალხი პირს ტყუილად არ აფჩენს და თურმე ლაპარაკობენ🙂 მუშების კაკა-კუკის გარდა, ფოთლების შრიალიც ისმოდა ამ დილით ქალაქში და ქარის ზუზუნიც, ყველაზე მეტად კი უცნაური მელოდიები. და რამაც ყველაზე უფრო გამაკვირვა, ამ უცნაურ მელოდიებში დომინირებდა უფრო უცნაური მელოდია, ”მოკლე კაბა” თუ რაღაც უბედურება, მაგრამ ეს რა გასაკვირი იყო, გამაოცა იმან, რომ როგორც კი გავცდებიდი ერთ ადგილს, სადაც ეს სიმღერა ისმოდა, მეორე კვარტალში სულ თავიდან იწყებოდა… მოკლედ, დღეს ეს სიმღერა თან დამდევს😀
რატომღაც უფრო საყვარელი, საინტერესო და ფერადი მეჩვენება ქალაქი ასე, უნაუშნიკოდ… ქუჩებს, შენობებს და უკვე ბათუმისთვის ჩვეულებად გამხდარ ნოემბრის მზიან ამინდებს სულ სხვანაირად აღვიქვამ… მარა ვიტრინებში საკუთრი გამოსახულების თვალიერებას ვერც ასე შევეშვი. ვიცი, რომ არაა ეს კაი, მარა მაინც გამექცევა ხოლმე თვალი🙂 თან, თუ არ მომწონს გამოსახულება, უფრო ხშირად ვიხედები მომდევნო ვიტრინებში, მინდა დავრწმუნდე, რომ წინა ვიტრინებმა უსინდისოდ ”მომატყუეს”🙂 თუ მომწონს ჩემი გამოსახულება, მაშინ კიდევ უფრო ხშირად ვიყურები, რადგან ეს იშვიათი მოვლენა კარგად აღვბეჭდო გონებაში… ხო, ამ ბოლო დროს საკუთარი თავით უკმაყოფილებამ ისევ შემომიტია და თან ახალი ძალებით…
არადა, ამ ვიტრინებში რამდენჯერ დამინახავს ჩემი სახე და გაოცება ვერ დამიმალავს, რადგან მუსიკის მოსმენისას სრულიად აღვიქვამდი მას და განწყობაც სახეზე ”მეხატა” (უცნაურად კი ვლაპარაკობ წარსულ დროში :-)).
ახლა ქალაქი უფრო ცოცხალია მოკლედ და დილით სამსახურისკენ მიმავალი სულ უფრო ხშირად ვარ ბედნიერი ღიმილის განწყობაზე… დავბოდიალებ ახალ ძველ ბათუმში და რატომღაც ყველა დეტალს ვაკვირდები…
ზღვაზე მინდა მართლა… რამდენი ხანია არ ვყოფილვარ… დღეს ”პა ბულვარუ” წავსეირნდები სახლში😉 უი, თუმცა ვერა😦 სამაგიეროდ რაღაც ინდურ საღამოზე მივდივარ, რატომ მივდივარ არ ვიცი, მარა მთავარია რომ მივდივარ🙂 მიხარია, მიუხედავად იმისა, რომ ინდური კერძების დაგემოვნების პერსპექტივა დიდად არ მხიბლავს… არ ვიცი რატომ, მაგრამ ვერ დავამუღამე ეს ხალხი… ვნახოთ, წესით კაი სიტუაცია იქნება, თან შერატონშია და მგონი ცუდი არ იქნება, შეიძლება მე არ მომეწონოს რაღაც კერძები, მარა რამდენიმეს მაინც გავსინჯავ🙂
”პა ბულვარუ” კი ხვალ წავსეირნდები…
არა, ნაუშნიკებს არ ვიყიდი ჯერ…

p.s. ეს სიმღერა მომწონს რატომღაც, თან ჩემი პოსტის სათაურს ემთხვევა სახელწოდება… კიარადა პირიქით, ჩემი პოსტის სათური დაემთხვა მგონი😀

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/11/19, in ვითომ "ჩანახატები" :-), ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. >1 თვის წინ გამიფუჭდა მეც "ნაუშნიკები" და რამდენიმე დღე დავდიოდი მუსიკის გარეშე, მერე მივხვდი, რომ არ შემეძლო ასე ცხოვრება და ვიყიდე. სამსახურის გზაზე მუსიკის მოსმენა ერთგვარი შესავალია დღის და მერე სახლის გზაზე სასიამოვნო დასასრული, მოკლედ სხვანაირად არ შემიძლია🙂 "მარა ვიტრინებში საკუთრი გამოსახულების თვალიერებას ვერც ასე შევეშვი." – ეს წიკი მეც მაქვს😀

  2. >დილით შესაძლებელია ”ნაუშნიკების” გარეშე, სასიამოვნოც კია უკვე ჩემთვის, მარა დღის მერე ხო, მართალი ხარ, აქ ნამდვილად მაკლია :-((ხოოო, ანუ მარტო მე არ ვიყურები ვიტრინებში?! კაია, კაი… :-))

  3. >მეც მიყვარს ნაუშნიკებით სიარული.. და იცი, მგონი პირიქითაა უფრო კაია ნაუშნიკებით.. იმ განწყობით უყურებ ბათუმს როგორ მუსიკასაც უსმენ .. ხო ეგ კაია.. რა დავწერე არ ვიცი მარა მაინც

  4. >კაი როა მაგაზე არც ვკამათობ, მარა ზოგჯერ შენი ”დაკვეთილი” განწყობით კი არა, უცებ საიდანღაც ”მოსული” განწყობით სიარულიც სასიამოვნოა😉

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: