>რაც / ვინც მიყვარს

>

მანდარინი მიყვარს, ახალად შემოსული, ჯერ კიდევ მწვანე რომაა და ოდნავ სიყვითლეში გადადის, გემოც ასეთი აქვს, მჟავე და ოდნავ სიტკბოში გადასული🙂

მეგობრები მიყვარს, განსაკუთრებით 2 ცალი ძალიან საყვარელი მეგობარი…

მიყვარს მათთან ერთად რომ ვსეირნობ, არსად გვეჩქარება და ხელიხელჩაკიდებულები დავბოდიალებთ აქეთ-იქით… მიყვარს პლაჟზე რომ ჩავდივართ ღამე, დავეგდებით ქვიშზე და ვარსკვლავებს ვუყურებთ რატომღაც… ამ დროს ან საერთოდ არ ვლაპარაკობთ, ან სისულელეებზე ვსაუბრობთ🙂

გაზაფხულის სურნელი მიყვარს…

ბათუმი მიყვარს, თავისი პატარა ქუჩებითა და ჩიხებით, სულ ცოტა ხანში მთელი ქალაქის შემოვლა რომ შემიძლია…

ზღვა მიყვარს, ვგიჟდები ზღვაზე… დიდი ხნის შემდეგ პირველად რომ შედიხარ და ისე მიცურავ, გგონია ხელ-ფეხს არც აქანებ, ზღვას თავისით მიყავხარ…

მიყვარს დილით მზის სხივი რომ მაღვიძებს…

მშობლები მიყვარს ძალიან, და-ძმაც ასევე… (ეს ბუნებრივი მოვლენა მეგონა მე, მაგრამ თანდათან ვრწმუნდები, რომ იშვითობად იქცა…)

ჩემი ფისო მიყვარს…

ბიძაჩემი მიყვარს და მენატრება ძალიან…

კითხვა მიყვარს ძალიან და ის შეგრძნება, სახლში რომ მიგეჩქარება წიგნის კითხვის გამო, აუცილებელი საქმე რომ გაქვს და თითოეული წაკითხული აბზაცი ძვირფასია, საქმეზე წასული კიდევ წიგნის სიუჟეტზე რომ ფიქრობ და სული ერთი გაქვს როდის მიხვიდე სახლში… აივანზე ან ფანჯარასთან რომ კითხულობ, უკვე ბნელდება, არადა შუქის ჩართვა საშინლად გეზარება, ეს დრო საუკუნედ გეჩვენება და გგონია რაღაც გამოგრჩება ახლა რომ ადგე და ჩართო ეს შუქი… ნორმალურად რომ ვეღარ არჩევ რა წერია, მარა მაინც კითხულობ…

ნოდარ დუმბაძე მიყვარს, ზურიკელა და სოსოია, ხატია და ბეჟანა…

დომენიკო მიყვარს კიდე და ის კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ, ძლიერ უყვარდა… მისი ტერმინი მიყვარს _ ”მისალოცი”…

მოწმენდილი ცა მიყვარს, მის ფონზე ხეები და სახლები ფოტოშოპში დამუშავებულ სურათს რომ ჰგავს…

ერთი ყვავილი მიყვარს, სახელი არ ვიცი, მარა ბათუმში შემოდგომაზე სულ მისი სურნელი ტრიალებს… ყვავილი კი არა, ხეა, თეთრი პაწაწინა ყვავილებით. ახლოს რომ ჩაუვლი და იმდენად ღრმად ჩაისუნთქავ, გაბერილი დადიხარ მერე🙂
ვარდები მიყვარს კიდე ძალიან და მათი სურნელი…

ვაშლი მიყვარს…

მიყვარს, ის დღე, როცა სარკეში საკუთარ გამოსახულებას ვუღიმი…

მიყვარს დიდხანს რომ ვეძებ რაღაცას ან მინდა რამე და ვპოულობ…

მიყვარს რამდენიმე ადამიანის დანახვისას გული რომ მეკუმშება სიხარულით…

მიყვარს ის ადამიანები ჩემთან შესახვედრად ბოლომდე გაბადრულები რომ მოდიან, სახეზე აწერიათ, რომ მართლა გაუხარდათ ჩემი ნახვა… გულწრფელად რომ ეღიმებათ და ვერ მალავენ ღიმილს…

ჩემი ბლოგიც მიყვარს, სხვისთვის შეიძლება უინტერესო და უაზროც კი, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აზრიანი…

გვირილები მიყვარს…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/11/02, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. >ბათუმი მიყვარს, თავისი პატარა ქუჩებითა და ჩიხებით, სულ ცოტა ხანში მთელი ქალაქის შემოვლა რომ შემიძლია…ზღვა მიყვარს, ვგიჟდები ზღვაზე..მეც, მეც, მეც ძალიან მიყვარს და საშინლად მენატრება.მიყვარს პლაჟზე რომ ჩავდივართ ღამე, დავეგდებით ქვიშზე და ვარსკვლავებს ვუყურებთ რატომღაც…ძალიან მინდა, რომ ამის შესაძლებლობა მთელი წლის განმავლობაში მქონდეს, მინდა, რომ სამსახურის მერე სანაპიროზე გასვლა და მშვიდად მოწევა შემეძლოს, მინდა, რომ შაბათს გაღვიძებისთანავე ზღვასთან გავიდე, ზღვა მინდა🙂

  2. >მე შენ შემიყვარდი უაზროდ… ❤ ჩემი ხარ ამის მერე იცოდეე :* :* :* მზიანი ბლოგერების თავშესაფარში ჩემს ალუბლებთან ერთად გაწევრიანებ🙂 იმიტომ რომ ასეთი კარგი ხარ!!! ჩემიანი ხარ…. ყველას არ ვეუბნები ამ სიტყვებს…

  3. >გაიხარე, მადლობა და გაწითლებული სმაილი :–D😀

  4. dekemberiusi

    ბათუმი და სახლი გამახსენა ამ პოსტმა.
    აუ როგორ მენატრებააა :/:/:/
    მინდა, მინდა, მინდააა :(((

  5. რა კარგი რამეები გიყვარს გვირილ❤ ^_^

  6. http://batumelebi.ge/2011/11/29/%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D/
    გთხოვთ, მოგვიწონეთ ბლოგი და დაგვიკომენტარეთ… მადლობა! : )

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: