>დებილიზმი!..

>
რა ცუდია როცა გეტირება და ვერ ტირიხარ, არც შესაბამისი სიტუაციაა და არც ხალხი… სამსახურში თითქოსდა უბრალოდ რომ აგეტირება ცოტა ტეხავს… არადა, როგორ მინდა ვიტირო, კიარადა ვიღრიალოოოოოოოოოოოოოოო!..
თავმდაბალი, ზრდილობიანი, პასუხისმგებლიანი, მოთმინების დიდი უნარით – თფუ!.. მეც მინდა ვიყო ეგოისტი, უპასუხისმგებლო, ჯიუტი, ასე რთულია?!
მეც მინდა დავიკიდო ყველა და ყველაფერი მთელს ქვეყანაზე საკუთარი თავის გარდა, მარა არ შემიძლია რაღაც ჯანდაბის გამო!..
აჩუქო ადამიანებს სითბო, სიყვარული და ნახევარიც ვერ მიიღო, ყველაფერი გააკეთო მათთვის და მათ ფეხებზე დაიკიდონ შენი სურვილები…
ნუთუ ასე რთულია საყვარელი ადამინის გამო რაღაც სულელურ პრინციპებზე უარის თქმა?
არ მეხერხება თამაში და რა ვქნა, ვერ დავდივარ გაბადრული სახით…
ასეთი ვარ და მორჩა!.. პრინციპულობაც შემიძლია, თან ისეთი, სხვა ვერავინ რომ ვერ შეძლებს, ესეც ჩემი დიიიიიიიდი ნებისყოფის წყალობით. მაგრამ რაღაც მიზეზების გამო მირჩევნია დავთმო ელემენტარული რაღაცეები და საყვარელ ხალხს გული არ ვატკინო… არც ისე რთულია სხვათაშორის…

თფუ, რა ნაგავი დღეა!.. დებილი ამინდი, დებილი მდგომარეობა, დებილი ხალხი, დებილური განწყობა, გაურკვევლობა და სამსახური…
ერთი ნათელი წერტილი დღის ბოლოს და ისიც ”ჩაქრა”…

არა, დაგრუზული სულაც არ ვარ, გაცოფებული ვარ!.. წავალ ახლა, დავიძინებ და მერე რამე ფილმს ვუყურებ, ან პირიქით…

წავედი მე…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/10/29, in бывает и так... and tagged , . Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. >ნუ რა თქმა უნდა ვერ გავიგე რა მოხდა, მაგრამ მდგომარეობა ნაცნობია. ყველაზე ნერვების მომშლელი კი ის არის, როდესაც მთელი დღის განმავლობაში რაღაცას გეგმავ და შემდეგ აღმოჩნდება რომ ტყუილა. -ერთი ნათელი წერტილი დღის ბოლოს და ისიც ”ჩაქრა”- ეს მქონდა მხედველობაში

  2. >ხო… და სამწუხაროდ ასე საკმაოდ ხშირად ხდება…

  3. >მახსოვს ამ ბლოგის ავტორი ნანუკა ჟორჟოლიანს უსწორებდა გრამატიკულ შეცდომებს და აი უცებ რას ვხედავ: "რა ცუდია როცა გეტირება და ვერ ტირიხარ" ნწ ნწ ნწ "ტირიხარ" :დ :დ :დ

  4. >შენ სკოლაში ახლა გადიხარ გრამატიკას ხო? პირველი შეცდომა აღმოაჩინე და გიხარია მაგრად როგორც ჩანს :–) ალბათ იმ საფეხურამდე არ მისულხართ ჯერ, სადაც შინაარსის გაგება ისწავლება. არც ერთ პოსტში არ გამიკრიტიკებია ნანუკას გრამატიკული შეცდომები, იქ სხვა ხარვეზებზე იყო საუბარი და ვერ გაიგე ალბათ შენ. არაუშავს…"ტირიხარ"–ს რაც შეეხება, საერთოდ, პოსტს როცა წერ ნაკლებად ფიქრობ ასეთ ელემენტარულ რაღაცეებზე. ეს რომ არ იყოს ჩემი პირადი ბლოგი და იმისთვის ვწერდე რომ შენ და სხვებმა შემიფასონ, ცხადია, ასეთი ელემენტარული შეცდომებიც არ გამეპარებოდა (აქ ტავტოლოგიაა და არ დაგავიწყდეს აღნიშვნა).და კიდევ, ზოგიერთი "ბლოგერივით" ტელეიმედის საიტიდან თუ დავაკოპირებ მთელ პროგრამას, ცხადია არ მექნება შეცდომები :–) :–)

  5. >იცი იმდენჯერ მიოცნებია არ მეტირა და რატომგაც სულ პირიქით გამომდის.. (( ჩემ ცხოვრებაშიც ხშირად ”ჩაქრა” თუმცა ვიბრძვი რომ აგარ ”ჩაქრეს”…🙂

  6. >ტირილი ზოგჯერ შველის საქმეს :-)კაია რომ იბრძვი, მეც მასე ვარ და ვფიქრობ, რომ ამ პატარ-პატარა ბრძოლების გარეშე ცხოვრებას აზრი ეკარგება. თუმცა, ხშირად ეს გაუთავებელი ბრძოლაც მომაბეზრებელი ხდება…

  7. კარგია ტირილი, მაგრამ დაწყებაა ცოტა რთული

  8. როგორი ნაცნობია..როცა ცრემლები გახრჩობს,მაგრამ თვალებს ვერ აიძულებ ტირილს.. სიძლიერისთვის ესეთი მომენტებიც საჭიროა :)))

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: