>რაც მაწუხებს…

>

მაწუხებს ამდენი გაუნათლებელი რომ გვყავს, ქართული არ იციან და ინგლისურს ეპოტინებიან.

მაწუხებს იმ ადამიანების ბედი, პურის ფულიც რომ არ აქვთ.

მაწუხებს ამდენი უსაქმური და ზარმაცი ადამიანი სამსახურის უქონლობაზე რომ წუწუნებს.

მაწუხებს მაია ასათიანი, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვები ჟურნალისტიკის სტუდენტების მისაბაძი ჟურნალისტები რომ არიან.

მაწუხებს ნაგავს გზაზე ან ურნასთან და არა ურნაში რომ ვყრით.

მაწუხებს გარემოს დაბინძურება და გლობალური დათბობის საფრთხე.

მაწუხებს თანდათან ვირტუალურ სამყაროში რომ ვიწყებთ ცხოვრებას და რეალურის აზრი და მნიშვნელობა არ გვესმის.

მაწუხებს მატყუარა და ბოროტი ადამიანების არსებობა.

მაწუხებს მთელი ქვეყანა მთავრობას და ახალ რეფორმებს რომ აგინებს, მიუხედავად იმისა კარგია თუ ცუდი. ”რადგან მთავრობისაა, ე.ი. ცუდია”-ს პრინციპი მაწუხებს.

მაწუხებს თითქმის მთლი ქვეყანა ნარკოტიკულ საშუალებებს რომ იყნებს(არ აქვს მნიშვნელობა რა სახის), მართლა მაწუხებს.

მაწუხებს ბავშვების ქორწინება ერთი ღამის გამო.

მაწუხებს უამრავი ”უპატრონო” ბავშვი.

მაწუხებს ქუჩზე გადასვლისას მძღოლებიც და ფეხით მოსიარულენიც წესებს ერთნაირად რომ არღვევენ.

მაწუხებს ამის შედეგები.

მაწუხებს ტყულის გარეშე ნაბიჯის გადაგმაც რომ არ შეუძლიათ.

მაწუხებს, რომ ყველაზე ”მაგარი” ქართველი მწერალი გოჩა მანველიძე ჰგონიათ, უცხოელი კი კოელიო ან მარკესი საუკეთესო შემთხვევაში.

მაწუხებს მიდგომა – ”ყველაფერი რუსული ბანძია!”, თან რომ არ იცნობ არაფერს, არც ენას, არც ლიტერატურას და ა.შ.

მაწუხებს დეისაძისნაირები ჩვენს მოტყუებას რომ ახერხებენ და პიარს იკეთებენ ჩვენს ხარჯზე.

მაწუხებს აფხაზეთის და ოსეთი პრობლემა.

მაწუხებს მშობლები შვილებს ”ვირებად” რომ ზრდიან და ბოროტებას და მიმბაძველობას ასწავლიან.

მაწუხებს გაბღენძილი ფულიანი ტომარები ჯიპებში.

მაწუხებს ინტერნეტი მარტო ”ოდნოკლასნიკები” რომ ჰგონიათ.

კიდევ ბევრი რამე მაწუხებს, ისიც, რომ ეს ყველაფერი საერთოდ მაწუხებს…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/10/26, in бывает и так... and tagged , . Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. >მეც ბევრი რამე მაწუხებს გვირილა:) მაგრამ ამ ბევრს ამ კომენტარში ვერ დავწერს:) დავწერ მხოლოდ იმას რაც ყვეაზე ძალიან მაწუხებს… მაწუხებს როცა ვერ უყვართ.ხო და კიდე მინდა ავღნიშნო რო შენი ბლოგი მომეწონა🙂 კაია ესე გააგძელე🙂

  2. >მადლობა, მიხარია თუ მოგწონს🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: