>ჩემი ფისუნია!..

>
”მე ძალინ მიყვარდა მურადა, ქვეყანას მერჩია. ის, ბებია, ილიკო და ილარიონი ერთნაირად მიყვარს. მე ძალიან მიყვარს მურადა, უიმისოდ სიცოცხლე არ შემიძლია, რაც დრო გადის სულ უფრო და უფრო მიყვარდება. მურადას მე ძალიან ვუყვარდი. მე მურადას, როგორც კაცს, ისე ველაპარაკებოდი. მე მესმოდა მისი ლაპარაკი, ყველაფერი მესმოდა, სულ ყველაფერი. მურადა რომ მოკვდა, თავს მოვიკლავდი მეგონა, ჩემი მურადა ყველაზე კარგი იყო ქვეყანაზე და მე ყველაზე უფრო მიყვარს იგი ქვეყანაზე. სიყვარულით მართლა შეიძლება გაგიჟდეს კაცი!_ ეს ზურიკელაა, ალბათ ყველასთვის ნაცნობი. მეც მიყვარდა მურადა, მაგრამ ჩემი ფისო უფრო🙂
მეც ძალიან მიყვარს ჩემი ფისო, მასაც ძალიან ვუყვარდი. მეც, ჩემს ფისოს, როგორც ადამიანს, ისე ველაპარაკებოდი ხანდახან და მეც მესმოდა მისი ლაპარაკი, მართლა.
სასაცილოც კია პოსტს კატას რომ ვუძღვნი, მაგრამ თქვენ არ იცნობდით ჩემს ფისოს, ის უფრო მეტი იყო, ვიდრე კატა.
საერთოდ, ცხოველების თავგადაკლული მოყვარული ვარ მეთქი რომ ვთქვა, ნამდვილად მოვიტყუებ, თუმცა,არც უარყოფითად ვარ განწყობილი. ჩემი ფისო ჯერ კიდევ ბავშვობაში, უფრო კონკრეტულად მეშვიდე-მერვე კლასში მაჩუქა მეგობარმა. სულ პატარა იყო, მოფერებისაც ეშინოდა🙂 მერე შემეჩვია, მეც ძალიან შევეჩვიე, სახლში მისულს პირველად ფისო მეგებებოდა ეზოშივე, თავით მომეფერებოდა და ”მრრრ”-ო მეუბნებოდა🙂 იმ დაქალის და ჩემი გზები მალე გაიყო, თან სამუდამოდ, მაგრამ ფისოს უფრო მივეჩვიე, არ ვიცი, ალბათ მახსენებდა რაღაცეებს… ფაქტია, რომ ძალიან მიყვარდა და ზოგჯერ ადამიანივით მიგებდა. ჩახუტებაც იცოდა ჩემმა ფისომ, მართლა ოღონდ…
ჩემებმა პატარა ძაღლიც მოიყვანეს სახლში, იცით როგორ ეჭვიანობდა ჩემი ფისო? ეჩხუბებოდა მისი ჭკუით კონკურენტს და გვერდიდან არ მცილდებოდა😀

წელს კი ერთხელაც წავიდა სახლიდან და აღარ მოვიდა😦 გამიგია, ცხოველები გრძნობენ გარდაცვალების მოახლოებას და სახლიდან მიდიანო, ჩემი ფისო უკვე 10ზე მეტი წლის იყო და როგორც მითხრეს, კატებისთვის ეს საკმაოდ დიდი ასაკია😦
ადრე, რამდენიმე წლის წინ, ვერ წარმომედგინა, რომ ერთ დღესაც ჩემი ფისო აღარ მეყოლებოდა, მაგრამ წელს ისეთი დაკავებული ვიყავი, ფაქტიურად ყურადღების მიღმა დამრჩა ეს ამბავი. არადა, ზოგჯერ როგორ მინდა ისევ კალთაში მეჯდეს და კრუტუნებდეს, ვერ წარმოიდგენთ. ახლაც შემთხვევით ტელეფონში წავაწყდი ფოტოებს, ასე შემთხვევით თუ გამახსენდება ხოლმე და საშინლად დამნაშავედ ვგრძნობ თავს😦
ამასწინათ, ჩემებმა მითხრეს შენი ფისო დაბრუნდაო, ამიწყლიანდა თვალები, გავიბადრე და თურმე სხვა კატაში შეეშალათ😦
ხო, ახლაც შემთხვევით გამახსენდა ჩემი ფისუნია და მგონი სისულელეც შემომეპოსტა🙂 მაგრამ არაუშავს🙂

ხო მართლა, ჩემებმა ახალი ფისო მოათრიეს ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად. თეთრია და ჩემი ფისოსგან სრულიად განსხვავებული, ცოტა დებილიც🙂 მაგრამ საყვარელია🙂
ხო, აი ისიც:

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/10/22, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , . Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. >მეც მახსოვს ცხონებული..მაგარი "კაცი" იყო…

  2. უსაყვარლესი მიაუ გყოლია😦

    და სულაც არ არის სისულელე. საშინლად დამწყდა გული😦

    • მოლი🙂
      ლინკებს რომ ვდებდი ახალ პეიჯზე, ვიფიქრე ხომ არ ამოვიღო ეს პოსტი მეთქი, მაგრამ დავტოვე რატომღაც🙂
      მადლობა :-*

  3. მიყვარს კატები❤

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: