>მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი… :-)

>
მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი, შევძლებდი ნაბისმიერი ქალის სიმპათიის დამსახურება/მოპოვებას, სინამდვილეში ეს ძალიან მარტივია:

ვისწავლი ბევრს და არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებოდი დებილი;

არ შევიგინებოდი არც სხვის და მით უმეტეს არც საკუთარ დედაზე;

აუცილებლად წავიდოდი ჯარში;

”ბირჟაზე” არ დავაღამებდი და მთელი ცხოვრება მშობლების ხარჯზე არ ვიქნებოდი;

არასდროს გადავაფურთხებდი ქუჩაში კაი ბიჭობის დამტკიცების მიზნით;

არ ვიქნებოდი სიგარეტის სუნით აყროლებული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით;

გარდა ფეხბურთისა, სხვა სფეროში აბსოლიტური ნული არ ვიქნებოდი;

არ დავუკრავდი გიტარაზე და არ გავიზრდიდი თმებს მხოლოდ იმიტომ, რომ მოდაშია;

მეყვარებოდა კითხვა;

მეყოლებოდა ისეთი მეგობრები, რომლებთანაც “ღვინო, დუდუკი, ქალები”-ს გარდა სხვა თემაზეც შემეძლებოდა საუბარი;

არასდროს ვუყურებდი სერიალებს;

არასდროს მივწერდი უცნობ ადამიანს “პრივეტ, შენი გაცნობა შეიძლება?”;

არასდროს გავითხრიშებოდი სასამელით და “აეეე”-ს ძახილით არ შევაწუხებდი სამყაროს;

მექნებოდა მოწესრიგებული ფრჩხილები;

არ მექნებოდა ტელეფონის და კომპიუტრის ეკრანზე მანქანა, იარაღები ან შიშველი ქალი;

არ დავუძახებდი ბიჭს “პიდარასტს” მხოლოდ იმიტომ, რომ ნორმალურად აცვია და ზოლებინია მაიკის, “შლაქსი” ჯინსის და წვეტიანი ტუფლების კომბინაციით არ დადის;

მექნებოდა როგორც მოსმენის, ასევე საუბრის უნარი;

არასდროს ვიტყოდი, რომ ქალის ადგილი სამზარეულოშია;

არასდროს ვუღალატებდი ცოლს ან შეყვარებულს, თუ სხვა მომეწონებოდა, სიმართლის თქმის ვაჟკაცობაც მეყოფოდა;

არასდროს დავიმცირებდი ქალის წინაშე თავს და თუ არ მოვეწონებოდი, “პადიეზდთან” არ დავხვდებოდი აცრემლებული თვალებით. მისი გულის მოგებას უფრო ორიგინალურად შევეცდებოდი;

არასდროს მოვიტაცებდი გოგოს თუ მას არ ვუყვარვარ;

მეყოფოდა იმის ჭკუა, რომ ქუჩაში მიმავალ ყველა ქალს თვალი არ გავაყოლო და ათასი უბედურება არ მივაძახო მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზია და მომეწონა;

არ გავაყოლებდი სხვა გოგოს თვალს, როცა გვერდით შეყვარებული მიზის, რომელიც ათასჯერ უკეთესია სხვა თუ არაფერი;

ვიქნებოდი ყურადღებიანი;

მანდილოსნებს კარებში, ავტობუსში და ა.შ. ადგილს დავუთმობდი და თავზე არ გადავახტებოდი;

არ გამიტყდებოდა ისეთი “სენტიმენტალური რაღაცეები”, როგორიცაა საყვარელ ადამინზე “მიყვარხარ”-ს თქმა და ხანდახან ვარდის (თუნდაც გვირილის :-D) ჩუქება;

არასდროს ვითამაშებდი სხვისი გრძნობებით;

საყვარელ ადამინას ყურადღებას არასდროს მოვაკლებდი და ვაგრძნობინებდი, რამდენად ძვირფასია ჩემთვის და რომ საუკეთესოა მთელ მსოფლიოში;

შევძლებდი ნებისმიერი ქალის სიმპათიის მოპოვებას, თუნდაც იმიტომ, რომ მე რომ ვიქნებოდი, ისეთი ძალიან ცოტაა, თითქმის არ არსებობენ, სამწუხაროდ…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/10/15, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , . Bookmark the permalink. 17 Comments.

  1. >ზოგადად ეს მონაცემები(ყველა არა) "დედიკოს ბიჭის" სტერეოტიპია, მაგრამ სწორედ ეგაა პრობლემა მრავალთათვის, რომ ვერ ანსხვავებენ ერთმანეთისაგან პატიოსანსა და "პედერასტს".

  2. >მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი… დამდგარი მოვფსამდი…:p

  3. >ხო, ეს გამომრჩა😀

  4. >უთეგენათალე :)) ახლა სკოლაში "როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგების" ნაცვლად ამ თემას აწერინებენ ხოლმე? :))))

  5. >:-) არ ვიცი,დავამთავრე უკვე კაი ხანია სკოლა, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ქართულ ენას ასწავლიან კარგად;-)

  6. >ძალიან მაგარი პოსტია! მომწონს!❤

  7. >გაიხარე, მადლობა🙂

  8. >me momecona da albat didi bedniereba iqneboda kacebi masetebi rom ikvnen😀

  9. >ხო, მაგრამ არ არსებობენ, ან არსებობენ და უჩინმაჩინის ქუდით დაიარებიან, ან კიდევ მე ვარ ბრმა:-Dუამრავია ვარიანტია რა🙂

  10. >imis garda rom vvfiqrob, serials bichmac sheizleba uyuros da aq argentinul serials ar vgulisxmobgetanxmebikargi kokteilia bichis saxasiato nishnebis🙂

  11. >ნუ, სერიალებზე ვისთვის როგორ😉😀

  12. >ძალიან მომეწონა პოსტი :)ასეთ ბიჭს დიდი ხანია ვეძებ, მაგრამ არ არსებობენ ალბათ…ჩემი უმცროსი ძმისგან ვცდილობ ასეთი ბიჭის შექმნას.ისეთი დავაზიანი, კეთილი და ჭკვიანია რომ ზოგჯერ მეთვითონაც მიკვირს :))უარყოფოთი თვისებებიც ბევრი აქვს, მაგრამ იმედია რომ გაიზრდება დაიხვეწება.

  13. >ხო, მეც მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არ არსებობენ…უმცროს ძმაზე არ გამკვირვებია, მეც დაახლოებით მასე ვარ, ტვინი შევუჭამე იმაზე ლექციებით, თუ რა მოსწონთ გოგონებს სინამდვილეში და როგორი უნდა იყოს ნამდვილი მამაკაცი🙂

  14. nin gvirila

    ასეთი ბიჭები მსოფლიოში სანთლით საძებარია… მაგარმ შენც რომ ბიჭი ყოფილიყავი ერთერთი ცუდი თვისება მაინც გამოგერეოდა, რადგან ამ ქვეყნად ანგელოზები მხოლოდ ბავშვები არიან!🙂 მაპატიე თუ იმედი გაგიცრუე🙂

    • არა, რას ამბობ😀
      ისე, მე რომ ბიჭი ვყოფილიყავი, მეც სანთლით საძებარი ვიქნებოდი😛😀

      ხო, ეს შენი პირველი კომენტარია ჩემთან და მოგესალმები, მიხარია რომ აქ ხარ და კვლავაც დაგელოდები😉

  15. შენ რას იტყვი?

    რავიცი, რა ვთქვა აბა?😀😀

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: