>მივხვდი…

>
მივხვდი, რომ რამდენადაც შენ დააფასებ საკუთარ თავს, იმდენად დაგაფასებენ სხვებიც…

მივხვდი, რომ არ ღირს ადამიანების გაიდეალება, ასეთები არ არსებობენ, თავიდანვე ვიტყუებთ თავს…

მივხვდი, რომ არ ღირს ყველას ენდო, მხოლოდ ერთეულების ნდობა შეიძლება…

მივხვდი, რომ მილიონ ”მეგობარს” ერთი ნამდვილი და უკვე გამოცდილი მეგობარი ჯობია…

მივხვდი, რომ ყველას ფეხებზე კიდია ყველა, გარდა საკუთარი თავისა…

მივხვდი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უკეთესია მეტი კეთილსინდისიერება და ნაკლები წარმატება, ვიდრე პირიქით…

მივხვდი, რომ თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ, შეუძლებელსაც…

მივხვდი, რომ ადამიანის შეცვლა შეუძლებელია, თუნდაც მის სასიკეთოდ…

მივხვდი, რომ შური და ბოღმა ბრაზილიურ სერიალებში არ მოუგონიათ და რეალურადაც არსებობს…

მივხვდი, რომ არ ღირს უანგაროდ ადამიანებს თუნდაც ერთი წამი დავახარჯოთ, მერე ვალდებულად გთვლიან…

მივხვდი, რომ პრინციპულობა კარგია, მაგრამ რაღაც-რაღაცეების გამო მისი დათმობა მაინც ღირს…

მივხვდი, რომ ყველაფერს ორი მხარე აქვს და ხანდახან მათი ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ რთულია…

მივხვდი, რომ ადამიანებს ისე უნდა მოექცე, როგორც შენ გინდა რომ მოგექცნენ. და მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ისე მოგექცევიან, როგორც მათ უნდათ…

მივხვდი, რომ ბედისწერა არ არსებობს და ყველაფერი კარგი თუ ცუდი ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ ჩვენი დამსახურებით ხდება…

მივხვდი, რომ საყვარელ ადამიანებს უნდა მოვუფრთხილდეთ და არ დავკარგოთ, მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდება…

მივხვდი და დავრწმუნდი, რომ თვალთმაქცობას ვერასდროს შევეგუები…

მივხვდი, რომ ყველა ფიქრობს იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა უარყოფს ამას…

მივხვდი, რომ ცუდი ადამიანები უფრო ბევრნი არიან, ვიდრე კარგები, მაგრამ ასეთები ნამდვილად არსებობენ და არც ისე ცოტა, როგორც წარმოგვიდგენია…

მივხვდი, რომ ტკბილ ტყუილს მწარე სიმართლე ჯობია…

მივხვდი, რომ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანია…

მივხვდი, რომ ყველაფრის პატიება შეგიძლია, თუ ძალიან გიყვარს ადამიანი, რა სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს მას შენთან მიმართებაში…

კიდევ ბევრ რამეს მივხვდი, მათ შორის იმასაც, რომ ვერასდროს შევიყვარებ გაუნათლებელ და უზრდელ ადამიანს, ხინკალს, ქაბაბს და სხვა ხორციან უბედურებებს😀
და კიდევ იმას, რომ რამდენიმე წელიწადში ბევრი რამე ვისწავლე, მაგრამ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი… ეს ”მიხვედრილობები” კი დროა პრაქტიკულადაც გამოვიყენო…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/10/13, in ჩვეულებრივ ასეა..., бывает и так... and tagged , . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. >-როცა,ამ ასაკში ამდენ რამეს მიხვდებით,ეს დიდი მიხწევაა…მე დავბერდი და კიდევ ბევრ რამეს ვერ ვხვდები…ასე,რომ სწავლა სიბერემდეაა….ისე,ძალიან მომწონს შენი ბლოგი,წარმატებებს გისურვებ!

  2. >მადლობა, შენც ასევე…🙂

  3. ოდესღაც მქონდა წაკითხული, მაგრამ ახლა ისე მომენატრე, შემოვედი და ძველი პოსტებს მივყევი.
    მეც მივხვდი რასაც შენ მიხვდი და სამწუხაროდ გეთანხმები.

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: