>ესეც ასე…

>
მართალია, ჩემგან პოსტის ღირსი არ ხარ, მაგრამ დღეს მე დავიმსახურე გულწრფელობა…
ხომ დაგარწმუნე, რომ არაფერი ხარ ჩემთვის? ხომ დავამთავრე უსასრულო ”ნივიჟუების” სერია? თბილადაც მოგიკითხე, როგორც სულ ძველად, სანამ ყველაფერი დაიწყებოდა… არ გესიამოვნა უყურადღებობა? ხომ დაინტერესდი ჩემი ამბებით? ნაწყენი თვალებით აღარ შემომხედე ამჯერად, საინტერესოა, მე რაში მდებდი ბრალს…
გეგონა ამჯერადაც გაგატარებდი? რომ დარწმუნებულიყავი ჩემს ცხოვრებაში შენს მნიშვნელობაში?! არაფერიც, შენ ჩემთვის ჩვეულებრივი ძველი ნაცნობი ხარ, რომელსაც უბრალოდ ზრდილობის გამო არ გავატარებ, ისევე გულგრილად მოვიკითხავ, როგორც სხვებს. მეც ზუსტად ეს მინდოდა, მეტი არაფერი…
ასეა, მიეჩვიე უყურადღებობას, დაკმაყოფილდი სოციალურ ქსელებში შეძენილი მეგობრებით… ”ის” კომენტარები წაგიშლია კიდეც, მე რომ უნდა მენახა და გული მტკენოდა… მართალია, არ ხარ ჩემი ღირსი, არც არასდროს იყავი…
კმაყოფილი ვარ, დღეს დიდი ხნის შემდეგ პირველად გნახე ასე ახლოდან, ნუ უამრავ ”ნივიჟუს” თუ არ ჩავთვლით… და არც მახსოვს რომ გნახე, ახლა გამახსენდა, ისიც სრულიად შემთხვევით, ხოდა, კმაყოფილი ვარ ამით…
ამასწინათ აღოვაჩინე, რომ შენი ნომერიც წამიშლია, ალბათ შემთხვევით, არ მახსოვს კი… არც შენ გაქვს ჩემი ნომერი, აღარ მოვა შენი SMS სტანდარტული ფრაზით…
მართალია რომ ამბობენ პირველი შთაბეჭდილბა ადამიანზე არასდროს არ ცდებაო, რა მინდოდა, რატომ შეგეჩვიე?! შენი ბრალია ყველაფერი, ვივლიდი ჩემი გზით, რა გინდოდა საერთოდ?! არა, აუცილებელი იყო დაგემტკიცებინა, რომ ისეთი ცუდი ადამიანი არ ხარ, როგორი შთაბეჭდილებაც პირველად დამიტოვე. დაამტკიცე კიდეც, მერე რა? არც არაფერი… ჩხუბით და უაზრობებით დაწყებული ურთიერთობა სხვაგვარად უნდა დამთავრებულიყო? შენზე კი არა, საკუთარ თავზე ვბრაზდები, რატომ არ ვენდე შინაგან ხმას და ვიფიქრე, რომ შენთან ურთიერთობა ღირდა საერთოდ… ყველაზე მეტად კი ის მაბრაზებს, რომ დიდი ხნის მანძილზე ერთადერთმა ადამიანმა დაიმსახურა ჩემი სიმპათია და ისიც შენ იყავი… ჩემი ბრალია, არ უნდა ეძებო იდეალური ადამიანები, არ არსებობენ ასეთები და მორჩა!.. ზედმეტად ბევრი დადებითი თვისება აღმოვაჩინე შენში, სწორედ ის თვისებები, რაც ყველაზე მეტად მომწონს ადამიანში და მაგიტომ მწყდება გული. მინდა საბოლოოდ დავრწმუნდე, რომ ეს თვისებები მეჩვენებოდა, შენ არ ხარ ისეთი, როგორიც მე მინდოდა რომ ყოფილიყავი. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ახლა ვცდები და შენ სწორედ ისეთი ხარ, უბრალოდ სხვა თვისებებიც გაქვს, გაცილებით ცუდი თვისებები და ახლაღა ვხვდები, რომ ეს ჩემთვის კარგია. რომ არა ეს თვისებები, იდეალურად მომეჩვენებოდი და უფრო დამწყდებოდა გული…
ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ შენი გამწარება მინდოდა, მინდოდა გეგრძნო, რომ არაფერი ხარ ჩემთვის. უბრალოდ, გული მწყდებოდა დახარჯულ დროზე და სითბოზე იმ ადამიანის მიმართ, რომელიც რეალურად ამას არ იმსახურებს… ჯერ ბოლომდე ვერ შევძელი, მაგრამ ახლა უკვე ფეხებზე მკიდია, და მიხარია, ძალიან მიხარია ეს!..
უბრალოდ მინდა მიხვდე და ინანო, მეტი არაფერი. არადა, ახლა, დღევანდელი დღის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ შენს სინანულს აზრი არ ექნება და დაჩოქილიც რომ მოხვიდე (რაც წარმოუდგენელია ფაქტიურად, შენ ხომ ერთადერთი ხარ და მხოლოდ შენ უნდა გეტრფოდნენ, პირიქით შეუძლებლად მიგაჩნია, საკუთრ თავს არ აპატიებ), ისე გაგაბუნძულებ უკან, სულ არ შემაწუხებს სინდისი.
მერწმუნე, მე ეს შემიძლია!..
ხო, ახლა წვიმს, შენ ალბათ სამსახურში ხარ და ძალიან ცუდ განწყობაზე, ადრე მომწერდი, ახლა ვეღარ… ვერც შენს მეგობარს გადაუშლი გულს, ის დონ ჟუანობას ”აწვება” და ასეთი რაღაცეები არ ესმის… ხოდა, იჯექი ახლა მაქ და ითმაშე facebook-ის უაზრო თამაშები😀 მე რამე ნორმალურ ფილმს ვუყურებ და გავერთობი, წვიმა სულ რომ არ მემახსოვრება ისე😉
წარმატებებს გისურვებ, ოღონდ მართლა😉

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/10/11, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. >რა ნაცნობი სიტუაციაა🙂

  2. >mec gamaxara zemoTxsenebulma yvelaferma;) arc megona Tu ase mniSvnelovani iyo es yvelaferi shentvis.. gilocav da bevr aseT karg emociebs gisurveb:*🙂

  3. >მართლა რა ნაცნობი სიტუაციაა… ჩემთვის სამწუხაროდ😦

  4. >. ყველაზე მეტად კი ის მაბრაზებს, რომ დიდი ხნის მანძილზე ერთადერთმა ადამიანმა დაიმსახურა ჩემი სიმპათია და ისიც შენ იყავი… ჩემი ბრალია, არ უნდა ეძებო იდეალური ადამიანები, არ არსებობენ ასეთები და მორჩა!. g e t a n x m e b i !!!!!!!!!

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: