>გახსოვს?!

>
ჩემი მეგობრის პოსტს ვკითხულობდი წეღან, უკვე მერამდენედ… ბავშვობის სასიამოვნო მოგონებები ამოტივტივდა…
გამახსენდა ”ტურბოს ჟუაჩკები”, რა არომატი ჰქონდა გახსოვს? კიდე სერიები, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ვთამაშობდი, ისე ვაგროვებდი, უბრალოდ… ”ადინ დომა” და მარიოც გამახსენდა, იმ ვიდეომ ხომ საერთოდ რა…
კიდევ ბევრი რამე გამახსენდა, რაც იმ პოსტში არ წერია, მაგრამ ჩემი ბავშვობა მასთან ასოცირდება (ნუ, ჩემთვის)…
“ералаш”-ი გახსოვს? როგორ მიყვარდა… სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ამ მელოდიაზე ტელევიზორთან ვჩნდებოდი…

ახლა გენა და ჩებურაშკა?!

ან ბრემენელი მუსიკოსები?

”ნუ პაგადი”?! ამასწინათ ყველა ეს მელოდია გადმოვწერე და მთელი დღეები ვუსმენ… არც “ჩუნგა-ჩანგა” დამვიწყებია…
და ”კავკაზსკაია პლენნიცა” გახსოვს? მილიონჯერ მაქვს ნანახი… ვკვდებოდი სიცილით ნიკულინი და ის ”მსუქანი კაცი” (გვარი რომ ვერაფრით გავიხსენე ახლა) იმ პატარა, საცოდავ მსახიობს (ამის გვარი საერთოდ არც ვიცოდი…) რომ აკავებდნენ პირდაპირ მომავალი მანქანის წინ🙂 და სიმღერა?!

კაი იყო… მერე რა, რომ ეს ყველაფერი რუსულია, რა მნიშვნელობა აქვს ამას?! მთავარია, რომ უძალიანმაგრესია, მართლა…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/10/07, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged . Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. >რუსულია თუ არა მაგას მართლა არ აქვს მნიშვნელობა, რაც მთავარია შენს მოგონებებს ინახავს… ამ ყველაფერს ჩემ უსაყვარლეს დისნეის მულტფილმებს დავამატებდი და მორჩა…. გახსოვს საღეჭ რეზინებს სტიკერები მოყვებოდა და ყველა ოჯახში მაცივარი აჭრელებული იყო…🙂 კიდე მახსოვს სუპერ მარიო😀 ბუმი იყო, ყველა თამაშობდა… ეჰ, რა კარგია როცა ძველი რაღაცეები გაგახსენდება…

  2. >კი მახსოვს, მაგას რა დამავიწყებს🙂 (ნუ, უცებ სკლეროზი ან ამნეზია თუ არ მეტაკა :-D)მარიოც თავისთავად, მე დღესაც ვთამაშობ ხოლმე😉

  3. >kargia bavshvobis gaxseneba,bednierba moaqvs tu iyavi bednieri…..aba esec naxet da ras ityvit http://hearthelp1.wordpress.com/ daakomentaret albat dagainteresebt..naxeeeeet09:50

  4. >აუუ შურიკას თავგადასავლები უმაგრესია, და ივან გროზნიზე რომ არის ფილმი, ისიც.. საერთოდ, რაღაცნაირი კარგებია, თან ძველ დროს მახსენებს, თან იუმორი მაინც არ ძველდება. იუმორს ვაფასებ ნამდვილად🙂

  5. >კი, კი, კი… ესაა მთელი ჩემი ბავშვობა და მიყვარს უძალიანმაგრესად❤

  6. მსუქანი კაცი მორგუნოვი იყო, სუსტს რომ აკავებდნენ – ვიცინი.

    ერალაში საუკეთესო საბავშვო ტელეპროექტი მგონია მე. აქაც სცადეს რაღაც მსგავსის გაკეთება, მაგრამ “რაღაც მსგავსი” ყოველთვის მეორადია, რაც არ უნდა კარგი იყოს და აგებს, თან ეს ქართული “მაცაცერა” ისედაც დიდი უნიჭობა გამოდგა და მშვიდად ჩაბარდა არქივს.

    რამდენი ხანია, ბლოგებს ვკითხულობ და ერალაში, მგონი, მხოლოდ შენ გაგახსენდა🙂

    • ერალაში იმდენად ჩემია, მაგას რა დამავიწყებს🙂
      დღესაც ვუყურებ ნეტში და ძველებურად ვხარხარებ, მაგაზე უკეთესი საბავშვო ტელეპროექტი მართლა არ მინახია.
      ეს “მაცაცერა” საერთოდ არც მსმენია🙂
      გვარების შეხსენებისთვის მადლობა🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: