>წვიმა და ჩემი სისულელეები…

>
ბათუმში დღესაც გაწვიმდა… ამჯერად ნელა და სევდიანად კი არა, კოკისპირულად წვიმს, მაგრამ ჩემთვის ეს მაინც ვერაა დიდი შეღავათი🙂 წვიმიან ამინდში რაღაცნაირ განწყობაზე ვარ ხოლმე (ამაზე დეტალურად ერთ პოსტში უკვე დავწერე, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ)… სულ ახლახანს მივხვდი წვიმის დროს ჩემი დებილური განწყობის მიზეზს – ასეთ ამინდში წავირომანტიკოსებ ხოლმე და მინდა მშვიდად, ბუხართან ან ”ადიალში” გახვეული სახლში ვიჯდე, ვუყურებდე რამე საყვარელ ფილმს, თუნდაც მელოდრამას, სხვადასხვა სასუსნავს მივირთმევდე, ამ დროს რომ ყველაზე გემრიელია…
უf, რა კაი იქნებოდა ახლა მასე…
თუმცა, მე არასდროს ვარ სახლში, მით უმეტეს ასეთ ამინდში, სულ გადარბენებზე ვარ და კაი განწყობაზე ოცნებაც ზედმეტია…
გუშინ ღამე დავბრუნდი თბილისიდან, ფანჯარასთან ვიჯექი და სურდოც მაქვს, დღეს კიდევ სამსახურში ფეხით წასვლა ავიტეხე, არადა საშინლად წვიმდა. ჩემი საყვარელი ფერადი და “გვირილებისმსგავსყვავილებიანი” ქოლგაც ჩემს დას წაუთრევია და შედეგად დიდი, შავი ქოლგით მოვედი სამსახურში, თუმცა, ვერც ამან დამიფარა და საშინლად დავსველდი, ეს მინდოდა კიდე?!
დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა და საჩუქარი უნდა ვუყიდო, კიდევ დავსველდები ალბათ…
ხოდა, რომელ კარგ განწყობაზეა საუბარი?!
ზაფხულში ასეთი წვიმა ზოგჯერ მომწონს კიდეც, დასველება რომ ძალიან არ გაწუხებს და შეგიძლია ისეირნო შხაპუნა წვიმაში, მით უმეტეს, თუ მალე მზეც გამოანათებს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ბათუმის ზაფხულის წვიმის შემდეგ…
მაგრამ ახლა შემოდგომაა, აცივდასავით და წვიმს…
არადა, როგორ მინდა ახლა თბილად და მყუდროდ ვიჯდე ტელევიზორთან, ვუყურო თუნდაც ძველ მელოდრამას და მზესუმზირა მივირთვა… ეეეეჰ!…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/10/04, in ჩვეულებრივ ასეა..., бывает и так... and tagged , . Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. >ხომ იცი, ყველა შემოდგომას გაზაფხული მოჰყვება. ცოტა იგვიანებს-ხოლმე, მაგრამ ყოველთვის მოჰყვება😉

  2. >მეც მაგის იმედი მაქვს😉

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: