>მჟავე ვაშლი, კარალიოკი და სკოლა სოფელში…

>სოფელში ვიყავი ერთდღიანი ვიზიტით… დასვენებით ნაკლებად დავისვენე, მაგრამ მაინც კაი იყო… მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ ხშირად ავიდე, სულ მენატრება სოფელი, მაგრამ ერთ კვირაზე მეტხანს ვერ ვძლებ იქ…
შემოდგომაა და ამჟამინდელი ასვლა წარმატებით დასრულდა _ ბეეეეევრი და სხვადასხვაგვარი ხილი ვჭამე. ყველანაირ ვაშლზე ვგიჟდები, მაგრამ მეზობელმა მომითრია უსაყვარლესი ვაშლი, რომელიც ბავშვობას მახსენებს. ეზოში გვქონდა ეს ვაშლი და იმიტომ. ”ცარსკი” ქვია, ან ეძახიან ასე, არ ვიცი… მართლაც მეფური ვაშლია!.. მახსოვს, ნაყოფს გამოიღებდა თუ არა ხეზე ვიყავით და პატარა, მწვანე და საშინლად მჟავე ვაშლუკებს მივირთმევდით, მაგრამ მაინც უგემრიელესი იყო და დღესაც მახსოვს იმის გემო. ხოდა, იმას ვამბობდი, რომ ეს ვაშლი მომითრია მეზობელმა, ისეთივე მწვანე და მჟავე, ბავშვობა გამახსენდა… რატომღაც არ მომწონს გამოთქმა ”ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა”, ბავშვობა ყოველთვის ბედნიერია, ძალიან გამონაკლისი შემთხვევების გარდა. უბრალოდ, ამ დროს ნაკლებად ფიქრობ პრობლემებზე და ბევრ სხვა რამეზე.მერე, რომ იზრდები გენატრება ის დრო და მასთან დაკავშირებული ყველაფერი. მე ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, მაგრამ მაინც მაქვს მონატრების მაგვარი რაღაც და ბავშვობისდროინდელ ”რაღაცეები” უფრო მიმძაფრებენ ამ გრძნობას.
ხოდა, კარალიოკი ვჭამე კიდე🙂 ამ ხილის არსებობის შესახებ იშვიათად მახსენდება, არადა ძალიან მიყვარს. მაგარი ხილია, სახელიც რომ შესაბამისი აქვს🙂 მახსოვს, ბავშვობაში მე და ჩემი მეზობელი, ამავე დროს რაღაცნაირი ბიძაშვილი ყოველდღე რომ ვივსებდით ჩანთებს კარალიოკით… სოფელში ერთ ეზოში ვცხოვრობდით და მიუხედავად იმისა, რომ სულ ვჩხუბობდით, უჩემოდ სკოლაში ფეხს არ გაადგამდა. სკოლა საშინლად არ უყვარდა, ყოველ დილით მეკითხებოდა მივდიოდი თუ არა, უმეტეს შემთხვევაში დადებით პასუხს იღებდა და მერე შემომაპარებდა უკეთესია დღეს თუ არ წავალთ, მგონი წვიმას აპირებსო🙂 ერთ მერხთან ვიჯექით და მთელი გაკვეთილის განმავლობაში ენას არ აჩერებდა. ერთხელაც განცვიფრებულ-გაოცებული მეძახის და წარწერას მაჩვენებს რვეულზე. ეს ის მომწვანო რვეულია, როგროც იქნა რუსული ” тетрадь”-ის ქვეშ ქართულად ”რვეულიც” რომ მიაწერეს. ხოდა, მეუბნებოდა შეცდომა მოსვლიათ ”მაგ შტერებს”-ო, ”რეული” უნდა ეწეროს და ”რვეული” წერიაო:-) (ასე ამახინჯებდა ყველა სიტყვას და დღესაც ურევს ხოლმე)…
გაკვეთილების შემდეგ მე და ჩემი მეგობარი ხელიხელჩაკიდებულები მივდიოდით სახლისკენ, რომელსაც 3 კილომეტრი გვაშორებდა. გზაში ნაპოვნი თითოეული ვაშლი თუ მსხალი ჩვენთვის ერთნაირად ძვირფასი იყო. ამიტომ შემოდგომა განსაკუთრებით გვიყვარდა, სულ ხეებისკენ ვიყურებოდით🙂 ერთ ეზოში პატარა კარალიოკის ხე გვეგულებოდა, თან პირდაპირ ”ზაბორთან” იყო და ასვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. მახსოვს, ერთხელ კარალიოკის პატრონმა გამოგვხედა გვითხრა ოღონდ თქვენ ფრთხილად იყავით და ეს ხე თქვენთვის მიჩუქნიაო. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, პატარა ხე გვქონდა და თანაც კარალიოკის!.. მას შემდეგ, შემოდგომის დადგომისთანავე, ჩვენს პატარა კარალიკს ვაკვირდებოდით და როგორც კი ნაყოფი გაიზრდებოდა, ვჭამდით უამრავს. მერე რა რომ ცოტას წაიმლაშებდა, ბოლომდე დამწიფებას ნამდვილად ვერ დაველოდებოდით. ყოველდღე ადიოდა ჩემი თანამგზავრი ხეზე, კარალიოკით გაავსებდა ჯერ მის და შემდეგ ჩემს ჩანთას და არხეინად მივდიოდით სახლისკენ.
ხოდა, იმ ერთმა კარალიოკმა ამომიტივტივა ბავშვობის სასაცილო მოგონებები. ისევ მომინდა კარალიოკებით ჩანთადამძიმებულმა და წელში მოხრილმა ავიარო ის გზა, როგორც მაშინ…
P.S. აქვე ერთი სასაცილო ისტორიაც გამახსენდა _ რადგან სკოლა საკმაოდ შორს გვქონდა და გაკვეთილების შემდეგ საშინლად ვიღლებოდით, მე და ჩემს მეგობარს დედაჩვენები საგზალს გვიმზადებდნენ, რომელშიც 2 ცალი ბუტერბროდი შედიოდა. სახლში სხვა მეზობელ ბავშვებთან ერთად ვბრუნდებოდით, მე მარტო ჭამა მერიდებოდა და უკანვე მიმყვებოდა დედაჩემის დამზადებული ბუტერბროდები. ამ დროს ჯერ კიდევ ძალინ პატარები ვიყავით და სკოლაში უფროსკლასელ მეზობლებთან ერთად დავდიოდით, ირინა, შორენა და ია ერქვათ იმ გოგონებს:-) ხოდა, დედაჩემმა ყველაზე უფროსს თხოვა მიმიხედე ამას და შეახსენე ჭამაო. ჩემი მეგობარი თავის საგზალს სკოლაში ”ტურბოს სერიებში” ცვლიდა და გზაში როგორც კი მოშივდებოდა, იმ გოგოს ეუბნებოდა – ”ირინა, რაღაც გავიწყდება!”. ის გოგო ხვდებოდა რაც ავიწყდებოდა და საგზალის ჭამას მახსენდებდა, რომლის ნახევარი თავისთავად ჩემი მეგობრის იყო, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მის გარეშე ვერაფრით შევჭამდი და მეორეც, ის ერთი ბუტერბროდიც სახლის ჭიშკრამდე მიმყვებოდა ხოლმე.

ახლაც მახსოვს იმ ბუტერბრდების გემო, არადა არაფერი იყო ისეთი განსაკუთრებული _ კარაქინი ან ყველიანი პური და ა.შ. კიდევ, ძალინ მიყვარდა დედაჩემი რომ მაჭმევდა თავისი ხელით გაკეთებული ლუკმებით, ასე სულ სხვანაირი გემო ჰქონდა საჭმელს. ის ბუტერბროდებიც დედაჩემის გაკეთებული ლუკმებივით, რაღაცნაირად გემრილი იყო, რომ ვერ აღწერ ისეთი…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/09/27, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , , , . Bookmark the permalink. 20 Comments.

  1. >რა საყვარელია🙂🙂 მე არასოდეს მიყვარდა სკოლა, არასოდეს. ეხლა კიდევ ხო, რაღაცეები მახსენდება ღიმილით, მაგრამ არ მენატრება და არ მიყვარს დღემდე.. შენი მოგობებების პოსტი ძალიან თბილი გამოვიდა🙂🙂

  2. >ხო? მადლობა❤ ახლა განსაკუთრებით მეთბილება ეს მოგონებები, მაშინ კიდე ნერვები მეშლებოდა🙂

  3. “ტურბო” ფრიად პოპულარული ყოფილა თქვენთან…

    მე, მახსოვს, დონალდოთი დავიწყე🙂 სერიებს ვაგროვებდი. მიკი მაუსიც იყო, დონალდ დაკიც, გუფიც.

    ტურბო მერე იყო.

    • კი, “ტურბო” პოპულარობის პიკში იყო😀😀
      უი, ეს მიკი მაუსები და დონალდ დაკები არ მახსოვს მე😦 არადა რა საყვარელი იქნებოდა ^_^

  4. უცებ, რამდენიმე წამით მეც მომენატრა ბავშვობა. ეჰ კარგია და სულელური ეს პერიოდი.🙂

  5. გემრიელი პოსტია!
    შენი ვაშლების, კარალიოკის და ბუტერბროდების გემო მაქვს ახლა ^_______^

    • უი, ძველი პოსტია ეგ🙂 ახალ პოსტში ვამატებდი ამაზე ლინკს და შემომელაიკა🙂

      მადლობა ცისფიქრიანო, მიხარია თუ მასეა :-*

  6. ჰააჰ რა კარგი იყოო : ))

    ნოსტალგია შემოგაწვა გვირილ?! ^_^

    p.s. “რაღაცნაირი ბიძაშვილი”😀😀 ნაცნობია🙂

    • აჰა😉 ოღონდ ეს ნოსტალგია ადრე შემომაწვა და ახალ პოსტში ვაპირებ დალინკვას🙂

      რაღაცნაირ ბიძაშვილს ორი შვილი ჰყავს ახლა😀

  7. მჟავე ვაშლი, კარალიოკი და სკოლა სოფელში… მეზობლის მჟავე ვაშლს რომ ვიპარავდი ხოლმე სოფელში , ის გამახსენდა ;( ((( ამ ზაფხულსაც ვიპარავდი მაგრამ , მაინც ბავშვობა გამახსენდა : D

  8. ჰოო , ძალიან მომენატრა ჩემი სოფელი , 19 ზამთარი და ზაფხულია ალბათ იქ ვისვენებ, … ჩემი სახლი იქაა და არა აქ, მაგრამ აქ ვცხოვრობ , აქ გავიზარდე …არ მიყვარს თბილისი , და თან ამ ზამთარს ვერ წავედი სოფელში … სხვებს არ ესმით რატომ მიყავრს მაგარამ ,არაუშავს😀

    • სოფელი ბავშვობაა და ყველაზე მშობლიური სახლი, რაც არ უნდა “შენი” იყოს სხვა სახლი ქალაქში.

  9. ho🙂 xeze shtabi, damalobana da tovli😀 mere bebos abrazeb , mere isev abrazeb da mere agmoachen rom gaizarde … mere tom soieric dagaviwydeba , ar ginda daiviwyo magram …mec am dgis meshinia .

  10. ho😀 dzalian shori😀

  11. თბილი პოსტია, მეც ამომიტივტივა თავში ბავშვობის მოგონებები, ეს ისტორია ახლობელი და ნაცნობია ჩემთვისაც❤

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: