>გზაში…

>

გადავწყვიტე დღეს ჩემს ერთდღიან მოგზაურობაზე დამეწერა რამე, ხოდა ვწერ კიდეც…
მოკლედ, ერთი დღით თბილისში უნდა წავსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეზარებოდა, წასვლა აუცილებელი იყო და თავს ვერ ავარიდებდი. ხოდა, შევეგუე ბედს და შესაბამისი ტრანსპორტის ძიება დავიწყე. ვინაიდან და რადგანაც ამჯერად მარტო უნდა წავსულიყავი, თან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაქსიმალურად ვეცადე ნორმალური “მარშუტკა” მეპოვნა, მატარებლით შემეზარა რატომღაც… მივაკითხე ერთ–ერთ სადგურს და სასურველი ადგილიც დავჯავშნე.
მძღოლი მშვენივრად მართვდა მანქანას, ამიტომ არაფერზე ვნერვიულობდი და “ნაუშნიკები” მოვიმარჯვე… მგზავრები “მარშუტკის” DVD-ის წყალობით იუმორინას უყურებდნენ, მე მუსიკას ვუსმენდი და მხოლოდ მხედველობითი აღქმა მქონდა ”ჩართული”, სასაცილო მომენტებს ვიჭერდი უხმოდ რომ ხარხარებდნენ ჩემი თანამგზავრები🙂
მგზავრობა ნორმალურად მიდიოდა, ქუთაისამდე მაინც… აქ უკვე აღარ ვუსმენდი მუსიკას და მგზავრების ხმებიც მესმოდა… არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ქალაქი განსაკუთრებულად მიყვარს, არადა არაფერი მაკავშირებს იმერეთთან, გარდა იმისა, რომ თურმე ძველად ჩემი გვარის წარმომოადგენლები იმერელი თავად-აზნაურები ყოფილან. ეს რა თქმა უნდა ვერ ჩაითვლება იმერეთის და ქუთაისის სიყვარულის მიზეზად🙂 ხოდა, ქუთისში რამდენიმე ადამინი დაგვემატა, მათგან განსაკუთრებით ერთი გამოირჩეოდა _ ჩაფსკვნილი, მოტმასნილ ჯინსის შარვლიანი და ღიპზე დადებული ”საროჩკიანი”, შუბლზე ”აჩკები” (ამ შემთვევაში სწორედ ”აჩკები” და არა სათვალე)ეკეთა და ”პრატივნი” (ქართულად ზუსტი მნიშვნელობა ვერ გავიხსენე რატომღაც) სახე ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ადგილები ჰქონდათ დაჯავშნილი, არადა მძღოლმა უკვე გაავსო ხალხით ”მარშუტკა”. ნუ, ეს ქურდობის მოყვარული და კაი ბიჭების ფანი (ჩემი აზრით და შეფასებით)აბა რისთვის იყო იქ და მძღოლს მიმქართა _ ”შენ ძმაო გაგაფრთხილეს რომ აქ ხალხი უნდა ამოსულიყო?”(”ძმაო” განსაკუთრებით მძაფრი იყო)… აღმოჩნდა, რომ ქუთაისიდან ერთ კილომერტში ჩადიოდა ის ”ზედმეტი” ხალხი და ადგილებიც მალე გათავისუფლდა. იმ მოქურდო-მოუზრდელო ელემენტმა ჩემს წინა სკამზე დაიდო ბინა.. ვხედავდი მის მომელოტო თავს და თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ ჩამერტყა რამე, ერთი ”ტკაც!” როგორ მოუხდებოდა!.. მოკლედ, იუმორინას მეორე დისკამდე კბილებს ვაკრაჭუნებდი, მერე რომელიღაც იუმორისტი ქუთაისზე ხუმრობდა და უკვე ის აკრაჭუნდებდა კბილებს, მე მეცინებოდა ხუმრობაზეც და შუბლზესათვალიან ქუთაისელზეც. არადა, მართლა ნორმალურად ხუმრობდა ის იუმორისტი და ცუდს არაფერს ამბობდა… ხოდა, მე მაინც მიყვარს ქუთაისი, მაგრამ კიდევ არ ვიცი რატომ…იმერულ კილოზეც ვგიჟდები…
როგორც იქნა, ჩავედით თბილისში… მეორე დღეს ყველა საქმე გავაკეთე, მეგობარს საჩუქრებიც ვუყიდე, რაც ყველაზე მეტად მიხარია, ვიცი რომ მოეწონება და იმიტომ… უკვე რამდენი ხანია მინდა ყურზე ერთი ნახვრეტის დამატება, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე, რა მიშლიდა ხელს ვერ გეტყვით.. ხოდა, ამ ერთ დღეში გახდა შესაძლებელი და ახლა ყურზე პატარა მოოქროვილი ყვავილი მაქვს, მართალია მთლად გვირილა ვერაა, მაგრამ ძალიან თუ მოინდომებ მიამსგავსებ, ხოდა, მე ვამსგავსებ…
ბათუმში იმ დღესვე უნდა დავბრუნებულიყავი, იმ იდეალური ”მარშუტკის” მძღოლის ნომერი მოვიძიე და გადავწყვიტე დამერეკა და ისევ მას გავყოლოდი. ეს ადრე წასულა თურმე და სხვას მისცა ჩემი ნომერი დაურეკეო… ნახევარ საათში მინიმუმ ხუთმა მძღოლმა დამირეკა ბათუმისკენ მე მივდივარო. გამაგიჟეს მოკლედ, ყველგან კონკურენცია გაგონილა?! მოკლედ, როგორც იქნა, მივაღწიე სადგურამდე. ”მარშუტკაში” ხალხი ცოტა იყო. ყველას შეყვარებული ან ქმარი აცილებდა, მე ნათესავები… ყველა საგზლად ბაზრის ”ჩიბურეკებს” ყიდულობდა, მე ნათესავების მომზადებული გემრიელობები მომქონდა…
გზაში ისეთი არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ ისევ ქუთაისში ამოვიდა ერთი საინტერესო გოგო _ ქერად შეღებილი და მაგრად დასწორებული თმებით (ეტყობოდა, რომ ბევრი იმუშავა), ღია იასამნისფერი ”ელასტიკი” და ასეთივე ”ბალეტკები” ეცვა. გამაოცა იმან, რომ შუა გზაში ლეპტოპი მოიმარჯვა, მეთქი მუზა მოუვიდა და დაწერს რამეს (მანამდე მეც გამიჩნდა სურვილი ლეპტოპი მქონოდა იქ და იმიტომ), მაგრამ შევცდი _ მთელი ნახევარი საათი ეკრანს აპრიელებდა ერთჯერადი ცხვირსახოცით, მერე ცოტა ხანს იკაკუნა კლავიატურაზე და დაასვენა საცოდავი გაპრილაებული ლეპტოპი.
მგზავრობისას გადავიღე რამდენიმე ფრიად საინტერესო ფოტო, სამწუხაროდ გვიან გამახსენდა, რომ ჩემი ტელეფონით საკმაოდ ხარისხიანი ფოტოების გადაღება შეიძლებოდა. ზოგს დავდებ აქვე. განსაკუთრებით ქართული ენის შეურაცხმყოფელი ბენზინგასამართი სადგური დამამახსოვრდა. აი ისიც

მალე ”ბატარეიკამ” შემახსენა თავისი არსებობის შესახებ და ისიც, რომ მალე შეიძლება აღარ იყოს, ამიტომ შევეშვი ფოტოებსაც და მუსიკებსაც, გადავწყვიტე მძღოლის მუსიკებით ”მესიამოვნა” და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, აბბას-ს სიმღერებს უსმენდა ჩვენი მძღოლი. მაგრამ მალე მოგვისპო ამ ჯგუფის სმენის ბედნიერება, სამაგიეროდ უკანა რიგში მჯდომმა გოგომ გადაწყვიტა ვესიამოვნებინეთ და თავისი მრავალფუნქციური ტელეფონი ააჟღერა, აღმოჩნდა, რომ ის რუსული ესტრადის მოყვარული იყო და ბოლო ორი წელია რაც გამიგია რუსულ არხებზე, ყველაფერი ჰქონდა ტელეფონში…
ყველაზე დასამახსოვრებელი კი ის იყო, რომ ამჯერად უფრო ცუდი მძღოლი შეგვხვდა და რამდენჯერმე ძლივს გადავრჩით სატვირთო მანქანის ქვეშ მოყოლას, ქობულეთის რთულ და იდიოტურ მოსახვევებზე კი ვითვლიდი : ”აიცილა ერთი, აიცილა მეორე, მესამე…” და ა.შ. მეძინებოდა, მაგრამ თვალებს არ ვხუჭავდი, ისეთი ”სხარტი” მძღოლი გვყავდა, მეშინოდა საკუთარი სიკვდილი არ გამომპარვოდა… მაგრამ, საბედნიეროდ,ყველა მანქანა აიცილა და სახლში დაუზიანებლად ჩამოვედი… ისე, მიხაროდა შორიდან ზღვა რომ დავინახე, როგორც არასდროს… ჩემებთან მაინც არ შევიმჩნიე არაფერი და მშვენივრად ნამგზავრივით ჩამოვედი მარშუტკიდან, დაღლილი და ყურზე ახალი ნახვრეტით…
p.s. ეს ისე, ასოციაციით რაღაცას გავდა და… ფილმებში და საკუთარ წარმოსახვაში ნანახს რა თქმა უნდა, მე არ მინახია ჯერ და…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/09/14, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , . Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. >ვისიამოვნე ამ პოსტის წაკითხვით, ჩემი ყველა მგზავრობა გამახსენდა🙂 სხვათაშორის ბოლოს რომ ვიყავი ბათუმში ჩემი ”მარშუტკის” მძღოლიც ”აბბას” მოტრფიალე იყო, მეც ჩემს მუსიკას ვუსმენდი და აბბა, რომ შემომესმა მოვხენი ”ნაუშნიკები” ვიფიქრე მეჩვენება მეთქი, თუმცა ჩემს შემთხვევაში მძღოლი მხოლოდ აბბათი არ შემოიფარგლა და ნინო ჩხეიძესაც აქტიურად უსმენდა🙂

  2. >მადლობა… გამიხარდა რო მოგეწონა… ნინო ჩხეიძეზე გამეცინა, მაგარი საინტერესო გემოვნება ჰქონია მძღოლს🙂

  3. >ჰა ჰაააა🙂🙂🙂 არის მსგავსებები, არის.. მაგრამ იოლად გადარჩენილხარ შენ, ქუთაისს არ გაყოლილხარ, ქუთაისელი მგზავრის და ქუთაისელი მძღოლის ლაზღანდარობა ან თუნდაც კამათი არ მოგისმენია.. მაგარს ვაპრიკოლებ ხოლმე, მაგარი ხალხიააა

  4. >მევასება (ს ხაზგასმით რა თქმა უნდა) ქუთეისი🙂

  1. Pingback: ოქტომბერი « Till the End…

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: