>მაშინ, როცა მშია…

>

ახლა ძალიან მშია და დედაჩემის გაკეთებული გემრიელი სადილი ვინატრე… გარეთ გასვლა და ჭამა საშინლად არ მინდა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ მომბეზრდა საშინელი საკვები და მეორეც, მინდა სწრაფად მოვრჩე სამუშაოს და სახლში ვისადილო. არადა პოსტს ვწერ ახლა და დროს ვფლანგავ..
იცით რა გემრიელ კერძებს ამზადებს დედაჩემი? თითებს ჩაიკვნეტთ… მიუხედავად იმისა, რომ ხორცის ატანა არ მაქვს, მის გაკეთებულ საცივზე უარს მაინც ვერ ვამბობ და ხორცსაც კი ვუსინჯავ გემოს… ახლა ღომი და ელარჯი თქვით… კიდე ბულგარულით და ბადრიჯანით რაღაცეები… (სახელები რომ არ ვიცი ან ვერ ვიმახსოვრებ)
მინდა მეც ვამზადებდე გემრილ კერძებს, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე სწავლა, სულ გავიძახი სად მაქვს მაგის დრო მეთქი… ისე, თუ დააკვირდებით, ყველა, უფროსი თაობაც კი, მშობლების მომზადებულ კერძებს იხსენებს და ყველაზე მეტად ის უყვარს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც არაჩვეელებრივად ამზადებს. აი, მაგალითად დედაჩემი, სულ იმას გაიძახის, რომ ბებია უგემრიელეს კერძებს ამზადებდა, არადა მე თუ მკითხავთ, იმაზე გემრიელი არც არაფერია, რასაც დედაჩემი ამზადებს… ახლა როგორ მინდა ისევ პატარა ვიყო, დედაჩემს კალთაში ვეჯდე და საყვარელ საჭმელს მისი გაკეთებული პატარ–პატარა ლუკმებით მაჭმევდეს… სხვათაშორის, არც ისე დიდი ხნის წინ, გავუმჟღავნე ეს ჩემი სურვილი და დამცინეს :–(
ვერ მივხვდი რაშია საქმე, ან დროთა განმავლობაში ცოდნის ხარისხი იკლებს, ან უბრალოდ ყველას მისი მშობლის გაკეთებული სადილი ურჩევნია ყველაფერს. ჩემნაირი ანუ “სამზარეულოს უცოდინარი” რომ ბევრია, ეს მაფიქრებინებს, რომ პირველი ვარაუდიც საკმაოდ რეალურია. აბა დაფიქრდით, რამდენი კერძის გაკეთება იცით? ან საერთოდ, აპირებთ კი სწავლას? ყველას კაფეში წახემსება ურჩევნია, ან სახლში სხვისი მომზადებული კერძის დაგემოვნება… არადა, ასე თუ გაგრძელდა, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს იმის ბედნიერებაც აღარ ექნებათ, რომ დედის გამზადებული სადილი საერთოდ გასინჯონ.
სხვას კი არ ვკიცხავ, პირველ რიგში საკუთარ თავს… რა სისულელეა 21 წლის ადამიანმა არ იცოდე ელემენტარული რაღაცეების გაკეთება, ჩემი უმცროსი და მესიჯებით მწერს თუ დამჭირდა და აუცილებლად უნდა მოვამზადო რამე. ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ ისეთი დეტალებიც არ ვიცი, როგორიცაა მარილი როდის უნდა ჩავაყარო, რამდენჯერ მოვურიო და ა.შ. სამაგიეროდ, რაც მასწავლა, კარგად ვიცი და უგემრიელესი გამომდის, ოღონდ მართლა… ნეტა ვინ მაძალებდა მუხლმორთხმულს წიგნი მეკითხა, მაშინ როცა ჩემი პატარა და დედაჩემს სამზარეულოში უჭყიტინებდა…
მოკლედ, სადმე თუ არსებობს “ანონიმურ სამზარეულოს უცოდინართა კლუბი”, მიმიღეთ!.. და ანონიმურად ვისწავლოთ გემრიელი კერძების მომზადება, მერე ერთმანეთი დავპატიჟოთ და ა.შ.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/09/09, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. >მე მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი.. ამბობენ, კაი ხელი მაქვს, გემრიელად გამომდის და ეს ჩემი ძმაც ისე მიეჩვია, დედასთან რომ ჩავდივართ, იმას უწუნებს გაკეთებულს😀😀😀 არადა დედა ისე კარგად ამზადებს.. მნიამ🙂

  2. >აბა, დედაჩემის კერძებს რამე თუ ჯობია არ მგონია❤ კაია კაი ხელი თუ გაქვს, მე თითქმის არაფერი არ ვიცი, მარა რაც ვიცი, კარგად გამომდის ნამდვილად (ამაყისმაილი)

  3. პატარა დას განსაკუთრებული აღტაცება და ტაში :)ჯერ ხომ თავად იცის, მერე შენც გასწავლის (სმს-ებით!) და რაც მთავარია, კარგად გასწავლის🙂

    დედის ხელს სხვა გემო აქვს და სხვა ფასი. არავინ შემეწინააღმდეგოს🙂

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: