>ფლირტი არა ჯანდაბა!…

>
ამასწინათ ერთ საინტერესო სიტუაციას წავაწყდი. ჩემი მეგობარი მის ძველ მეგობარს ამშვიდებდა. ვიცნობ ამ გოგოს და ატირებული რომ დავინახე, მოვიკითხე რა ხდებოდა, კაი გოგოა და შემეცოდა, მით უმეტეს რომ ფაქტიურად ქუჩაში ტიროდა. მოკლედ, რაში იყო საქმე – ამ გოგოს ჰყავდა შეყვარებული (ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეგონა), ყოველ დღე, სამსახურისკენ რომ მივსეირნობდი, ის ბიჭი იჯდა მასთან და ჟღურტულებდნენ :–) სამსახურიდან დაბრუნებისასაც ვხედავდი რომ ისევ ისე ტკბილად საუბრობდნენ, მოკლედ, როგორც იტყვიან, ერთმანეთს თვალებში შესციცინებდნენ და კაი წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ… აღმოჩნდა, რომ იმ დღეს ის გოგო სწორედ მის გამო ტიროდა, ვიკამათეთ და დავშორდით ერთმანეთსო. მე ყველაზე მეტად დაშორების მიზეზმა გამაოცა და გამაბრაზა კიდეც, თურმე იმ ბიჭს უთქვამს ოჯახის წევრები მინდა გაგაცნოო და ეს ამაზე აღშფოთებულა, მე ამდენი ხანი ვერთობოდი მხოლოდო. ეს გაოცებული ბიჭი კი ყოველ დღე ელოდება სამსახურის წინ, უბრალოდ იმიტომ, რომ დაელაპარაკოს და გაერკვეს რაშია საქმე, ალბათ ფიქრობს შემთხვევით უთხრა ვერთობოდიო, ვერ იჯერებს საცოდავი… ხოდა, ეს ახლა იმიტომ ტირის, რომ გარეთ ელოდება უკვე მესამე დღეა და არ იცის როგორ მოიშოროს, საერთოდ არ უნდა თურმე ქალბატონს მასთან საუბარი.
მოკლედ, გავცოფდი საშინლად!.. არა, ფლირტი და გართობა მესმის (მართლია, თავგადაკლული მომხრე არ ვარ ასეთი ურთიერთობების, მაგრამ მაინც), მაგრამ ორივე მხარე ხომ ერთნაირად უნდა ფიქრობდეს და გრძნობდეს? ყოველ შემთხვევაში, მე ასე მესმის და მინდა რომ ასე იყოს. რა სისულელეა ვიღაცის გრძნობებით თამაში მხოლოდ იმიტომ, რომ შენ მარტოობა მოგბეზრდა და გართობა გინდა?! ბოლოსდაბოლოს მასეთი ხალხიც ბლომადაა და ნახე ვინმე შენნაირი, რაღა იმას ეკიდები, ვისაც ნამდვილად უყვარხარ?! არ მესმის და ვერ ვიტან ე.წ. „ქარაფშუტა გოგონებს“ (მშვენიერი და შესაბერისი სიტყვაა, მომწონს ძალიან), თავში ჭკუა არ უნდა გქონდეს? ბავშვი რომ იყო კიდე ხო… მერე ამისთანას იგივეს რომ გაუკეთბს მისი ჭკუის ბიჭი, არ მოეწონება და გაუკვირდება რატომ მოექცნენ ასე…
გარდა ამისა, გავმწარდი იმაზეც, რომ საშინლად შევცდი – რა საყვარელი და თბილი გოგო ჩანდა შორიდან და თურმე ვინ ყოფილა!.. არ ვიცი, იქნებ მე ვარ გიჟი და ყველაფერს სხვანაირად აღვიქვამ, მაგრამ ასე არ უნდა ხდებოდეს… არ გიყვარს? უთხარი და იქნებ სხვა იპოვოს, მარა რაც მეტი „პაკლო“ გყავს, მით უფრო მაგარი როჟა ხარ და მაგას როგორ იზამ!..
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ნუ ვითამაშებთ სხვისი გრძნობებით, ამით ძალიან დიდ ტკივილს ვაყენებთ ადამიანებს… ერთხელაც, თქვენს გრძნობაზეც გაერთობა ვინმე და მიხვდებით რა საშინელებაა ეს.

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/09/03, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , . Bookmark the permalink. 20 Comments.

  1. >პოსტის კითხვა, რომ დავიწყე ნამდვილად ვერაფრით წარმოვიდგენდი, რა იყო ამ გოგოს ტირილის მიზეზი, გულწრფელად გავოცდი🙂 და რამდენი წლისაა? უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ზრდასრულ ადამიანს ასეთი დამოკიდებულება ქონდეს საკითხისადმი და მითუმეტეს ტიროდეს, რომ ვიღაცას ”ვერ იშორებს”🙂

  2. >მეც მასე ვფიქრობდი იმ დღემდე…21–22 წლისაა ისე…

  3. >მაგ გოგოს ჭკუა სულ არ ქონია. მართლა ქარაფშუტაა.

  4. >კი, კი, ნამდვილად🙂

  5. >რა სულელი გოგოა😦 იმ ბიჭს რომ არ ეთხოვა მშობლების გაცნობა ხომ კიდე კარგა ხანს იჭუკჭუკებდნენ მასე ცალკე😦 რა სასტიკია ზოგჯერ ხალხი.. თუმცა რაღa ზოგჯერ , თითქმის ყოველთვის😦

  6. >სამწუხაროდ მართალი ხარ😦

  7. >შენ ქარაფშუტა უძახე და კი შეაყვარა ბიჭს თავი… ისეც იქცეოდა, თითქოს უყვარდა..სწორედ ეგეთმა "ქარაფშუტებმა" წაიღეს მთელი მსოფლიო, ფფფ.. რაშუაში იყო…. ჩემი მეგობრის ისტორია გამახსენდა და გაბრაზების მაგივრად, ცუდმა მოგონებებმა შემომიტია…

  8. >:-D😀 მესმის შენი🙂 მარა მაინც ქარაფშუტაა😀 შენი მეგობარიც "ასე" იქცეოდა თუ?

  9. >ჰო, ბიჭი ოღონდ და ხანდახან ისე მომდომებია, მისვლა და იმ გოგოსთვის თმების დაწიწკვნა, მაგრამ..

  10. >ოჰო!.. საინტერესოა🙂 შენი სურვილი განსაკუთრებით😀

  11. >ჩემი ახლობელი აკეთებდა ეგრე და როგორ არ მომწონდაა… მეც როხა მელაპარაკება ბიჭი, თუ არ "მიდის" გულთან ვდგები და ვეუბნები, ეს თამაში და რაღაც რა უბედურებაა. და მერე გაუკვიდება, მამაკაცები ნაძირალები არიანო🙂🙂🙂

  12. >კი, მერე მიდის ლანძღვა გინება და "ყველა კაცი ერთნაირია"😀 (ამ დროს, მეც მასე ვთვლი, მარა ჩუ :-))

  13. >meec 🙂🙂 (Chu)

  14. >ოკ, შეთანხმება მიღწეულ არს😉

  15. >არ ვიცი, იქნებ მე ვარ გიჟი და ყველაფერს სხვანაირად აღვიქვამ…es ra ariis? :D:D:D:D:D

  16. >არ მაპატიო ახლა ერთხელ ეჭვი თუ შემეპარა😀😀

  17. >ნე ზა ჩტო!!!🙂

  18. 22 წლის გოგო ასეთი უტვინო და უსულგულო რამ გახადა😦

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: