>მე მიყვარს ჩემი მეგობრები!..

>
ახლა ისეთი გახარებული ვარ, ვინმეს რომ არ გავუზიარო არ შემიძლია🙂 თან ამჯერად, მგონი ვერაფერი გამიფუჭებს განწყობას,რაც ბოლო დროს იშვიათად ხდება…
ხოდა, კაია საყვარელი მეგობრები რომ გყავს…
მე მიყვარს ჩემი მეგობრები!..
მოკლედ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ რაც მოხდა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, მით უმეტეს, რომ რამდენიმე უახლოესმა ადამიანი ვერ დამეხმარა და უცებ გამოჩნდა რამდენიმე, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს რომ დამხმარებოდნენ. მართალია, მხოლოდ ერთს გამოუვიდა, მარა მთავარია რომ ყველა შეეცადა… ყველაზე მეტად კი ის მიხარია, რომ ადამიანებს გარდა ცუდისა, ამახსოვრდებათ კარგიც და ცდილობენ დაგეხმარონ, თუ ეს გჭირდება.
ცუდია როცა ბოლომდე იხარჯები დამიანებისთვის და გადამწყვეტ მომენტში ხვდები, რომ შენთვის იგივეს არავინ გააკეთებს… ჩემს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა ასეთი მომენტი… მაგრამ ძალიან, ძალიან კარგია, როცა ხვდები, რომ შენი გულისთვისაც ”შეწუხდა” ვინმე, ამ დროს, როგორც არასდროს ხვდები მეგობრობის მნიშვნელობას…
ბავშვობაში მეგობრობის დღიური შეგივსიათ? იქ ალბათ შეგხვდებოდათ კითხვა _ რა არის მეგობრობა? მაგარი სასაცილო კითხვა კია, მით უმეტეს, რომ ბავშვობაში ამ ცნების განმარტებას ნაკლებად აცნობიერებ.მართალია გგონია,რომ იცი რაც არის მეგობრობა და ძალიანაც აცნობიერებ მის მნიშვნელობას, მაგრამ რამდენიმე წლის მერე ხვდები, რომ მხოლოდ ახლა მიხვდი რა ყოფილა ნამდვილი მეგობრობა. ამაში ნამდვილი მეგობრის დაკარგვა ან შეძენა გეხმარება… მეც რამდენიმე წლის წინ მივხვდი რაც არის ნამდვილი მეგობრობა, ოღონდ მეგობრების შეძენით და არა დაკარგვით (გამიმართლა)…
მოკლედ, მიუხედავად ყველაფრისა, მე ძალიან, ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები და ბედნიერი ვარ ისინი რომ არსებობენ ჩემს ცხოვრებაში!..

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/08/31, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged . Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. >გვირილა,დღეს კიდევ ერთხელ გადავიკითხე შენი ნაწერები და ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებ,არ გეპირფერები და ძალიან კარგი ადამიანი ხარ! ადამიანური თვისებებით.

  2. >მადლობა თუ ასე ფიქრობ და მადლობა რომ ამბობ ამას…ძალიან გამახარე…

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: