>ბლოგი – ”სვეცკობა”?!

>

ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა _ ”გაპაპსდა”, მაგრამ უნდა ვთქვა, სხვა გზა არაა😦 აბა სხვა რა ქვია ამას?! ბლოგომანიაზე ვამბობ… არა, ისე კი არ გამიგოთ, თითქოს არ მომწონდეს ბლოგები რომ გახშირდა, პირიქით, ეს კარგია და მეც ახალი ვარ სხვათაშორის. მე ის არ მომწონს, ბლოგი მოდისთვის რომ აქვთ და არ იციან რა დაწერონ.
ბევრჯერ შევხვედრივარ მსგავს დიალოგს:
”- აუ, ბლოგი გაქვს?
– კი, მარა პოსტების დასაწერად ვერ ვიცლი… (ეს მესმის, მართლა…)
– მეც მინდა, მარა რაზე დავწერო არ ვიცი…
– ააა…”
თუ არ იცი რაზე დაწერო, ბლოგი რად გინდა?! მარა მოდაშია და რა ქნას… მოკლედ, არ მინდა იმ ადამიანებს მივეკუთვნებოდე, ვისაც ბლოგი იმიტომ აქვს, რომ ყველას აქვს… ჯერ იყო და ფოტოგრაფიაზე გაგიჟდა ყველა, მერე გიტარაზე და ბლოგამდეც მოვედით. საშინლად მაღიზიანებს ფოტოაპარატ/გიტარა/ლეპტოპ ჩამოკიდებული ცარილ თავიანი ახალგაზრდები. ერთი პერიოდი კითხვაც კი გახდა მოდური, რა თქმა უნდა კოელიო, მანველიძე და ა.შ., მარა როგორც ერთ-ერთ წიგნების მაღაზიაში მითხრეს – ”მანველიძემ იმას მაინც მიღწია, რომ ახალგაზრდები წიგნის მაღაზიაში შემოიყვანა და იქნებ სხვა რამესაც შეხედონ” – ო (მე ძალიან კი მეეჭვება, მარა მაინც). არა, იმას კი არ ვამბობ,რომ მე მთელი ცხოვრება მხატვრული ლიტერატურის შედევრებს ვკითხულობ, მეც უამრავი ნაგავი მაქვს წაკითხული, მარა იმიტომ კი არა, რომ ყველამ წაიკითხა და მოდურია, იმიტომ რომ იმ მომენტში სხვა არაფერი არ მქონდა. მახსოვს, პატარაობსას სოფელში საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა გვქონდა. შაბათ-კვირას ჩემი საყვარელი საქმიანობა წიგნების კარადის დალაგება იყო, ჯერ ერთი იმიტომ რომ ბევრი დრო ჭირდებოდა და სხვა ვეღარაფრის გაკეთებას ”ვასწრებდი” და მეორეც, რომელიმე წიგნს შემთხვევით გადავშლიდი და დაბნელებამდე ვკითხულობდი. ბოლოს დედაჩემი მახსენებდა, რომ დაღამდა და უკვე დროა დავამთავრო ”დაწყებული” დალაგება. ხოდა, იმას ვამბობდი, კითხვაც კი გახდა მოდური – მეთქი, მარა ჩვენთან ფეხი ვერ მოიკიდა🙂
ბლოგის პოპულარობით დავიწყე და დავუბრუნდები ამ თმას. blogroll-ის საშუალებით ქართულ ბლოგოსფეროს, შეიძლება ითქვას, აქტიურად ვადევნებ თვალს და საშინლად გაწბილებული ვარ. არ მესმის, რატომ უნდა ეწეროს პირად ბლოგზე იმის შესახებ რომ ახალი, ”ნავაროჩენი” ტელეფონი გამოვიდა, რა სხვაგან არ წერია ამის შესახებ და ახალია რამე? ან იმაზე, რომ ”რუთავი 2” ბუკინების ანალოგიურ სერიალს იღებს. ახალი ამბავი!.. ხოდა, ერთ მშვენიერ დღეს თუ პოსტების თემა აღარ მექნება, გავაუქმებ კიდეც, აბა, რა ჯანდაბად მინდა ბლოგი?! ახალი ხალხის გაცნობა თუა ბლოგის მიზანი, ამისთვის სხვა უამრავი საშუალება არსებობს…
ახალი ხალხის გაცნობაზე გამახსენდა, ამასწინათ ერთ-ერთ ბლოგზე (არ მახსოვს რომელზე) ვკითხულობდი ქართველი ბლოგერების შეხვერდის შესახებ. ეს იდეა მართლა ძალიან მომეწონა, მით უმეტეს, შეხვედრაზე მისულ ბლოგერებს შორის, ბევრი ისეთის სახელი ამოვიკითხე, ვისი ბლოგიც მართლა ღირებულია. გარდა ამისა, რამდენიმე ცნობილი ბლოგერი, თუმცა, აქაც გამიცრუვდა იმედები😦 მოკლედ, ბევრი ლაპარაკის გარეშე _ ეს ხალხი ვირტუალურად უფრო მომწონდა… არა, ცუდად არავინ მიიღოს, უბრალოდ ბევრიო მათგანი უფრო სხვანაირი წარმომედგინა, ესაა და ეს…

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/08/28, in ჩვეულებრივ ასეა... and tagged , , . Bookmark the permalink. 21 Comments.

  1. >god save us! :Dმოკლედ ეს ბლოგი ყოველდღიურად ახერხებს ჩემ შოკში ჩაგდებას :დუკაცრავად ავტორო რა მინდა გკითხოთ :დთქვენ არაფერი გსმენიათ იმაზე რომ პირადი ბლოგის გარდა არსებობს: სპორტული, სამეცნიერო, პოლიტიკური,საგანმანათლებლო და ა.შ ბლოგები?ზუსტად მსგავს ბლოგებზეა იმის ადგილი როდის ახალი ტელეფონი გამოვიდა და როდის ახალი ფილმი გადაიღეს, დამერწმუნე პირად ბლოგზე(გუშინ სასეირნოდ ვიყავი და უცებ … ბლა ბლა ბლა) უფრო ღირებულია ეს ბლოგები ;)რაც შეეხება მოდას ეგ უკვე გულისამრევია, მოდაზე ის პერიოდიც მახსენდება ასე 4 წლის წინ როკ მუსიკას რომ ვუსმენდი, რატომღაც ყველას სატანისტი ვეგონე და დღეს ყველამ შავი ლაქი წაისვა, დახეული ჯინსი ჩაიცვა და როკია აზწერია პირზე :დეხ საცოდავები :დ"მინდა ვიყო ორიგინალური" ხალხია რა

  2. >მისმინე, ან ყურადღებით წაიკითხე პოსტი, ან დაანებე კომენტარებს თავი!.. საქმეც იმაშია, რომ პირად ბლოგზე წერია ეს ყველაფერი, თორემ სხვადასხვა სახის ბლოგი რომ არსებობს ეს შენგან ნამდვილად არ მესწავლება. ბოლოს წინა აბზაცი კარგად წაიკითხე, იქ კონკრეტულად პირად ბლოგზეა საუბარი და საერთოდაც, ყურადღებით წაიკითხე პოსტი და ისე დააკომენტარე რა!..

  3. >კომენტარის ბოლოს რასაც წერ, ზუსტად მაგაზეა ჩემი პოსტი, ოღონდ უფრო ზოგადად და არამარტო როკზე (უი, როკი გამომრჩა კიდეც, ამაზე სულ არ მიწერია, არადა ერთ-ერთი პირველია ჩემს მიერ ჩამოთვლილ ”მოდურ რაღაცეებს” შორის :-D).მოკლედ, როკზე რასაც ამბობ, მეც გეთანხმები😉

  4. >დაგეწერა თაგ ტამში მარაზმებზე ))ჰოდა,…პირველად ვარ შენტან.მე რომ კნუტად არ მიცნობდეს ყველა, გვირილებზე იმდენად ვგიჟდები, გვირილა მექნებოდა ბლოგად ))თემას ვეძებ გვირილებიანს და ვერ მიშოვია, )))გავცდი თემას.პოსტი მომეწონა.მაგრამ ერთსი არ დაგეთახნმები, პირად ბლოგზე რასაც უნდათ იმას დაწერენ, სასერინოდ ყოფნაზეც და ნავაროჩენ ტეკლეფინზეც, თუ ეს მათ რაიმე მხრივ ეხებათ. სხვა ყველაფერში გეთანხმები🙂

  5. >კი, მაგრამ მე იმას ვამბობდი, რომ სიახლეები უწერიათ ახალი ტექნიკის შესახებ პირად ბლოგზე, ეს იმის ერთ-ერთი მაგალითია, რომ არ იციან რაზე წერონ. ისე, ამ ტექნიკის შესახებ საკუთარ აზრს რო დაწერდნენ…რაც შეეხება გვირილებიან თემას, მეც ვეძებდი, რამდენიმე ვიპოვე, თუმცა ნორმალური არ იყო არც ერთი. ერთი მომეწონა მხოლოდ და ისიც ერთ ჩემს ნაცნობს ჰქონდა, ხოდა, უარი ვთქვი ამ თემაზე და რაც მაქვს იმითაც კმაყოფილი ვარ ახლა…გვირილებზე მეც ვგიჟდები… შენს ბლოგს ვნახავ ახლა😉

  6. >ხო, დამავიწყდა მეთქვა, მე კატებზე ვგიჟდები, მყავდა ულამაზესი და უსაყვარლესი ფისო, რომელსაც სულ მალე პოსტს მივუძღვნი, ალბათ ხვალ ან ზეგ, ახლა ცოტა ხნით ვარ ნეტ-თან. ხოდა, ნახე ის პოსტი მერე😉

  7. >კარგი პოსტები გაქვს… თითქოს ჩემი ნაფიქრალი გადმოიტანე… :)უკვე "გასვეცკებულა" ბლოგის ქონა?😀 ე.ი. კარგად გვიმუშავნია!😀

  8. >:-D😀 მადლობა ისე🙂

  9. >ჰო, რა არის გაუგებარი იმაში, რომ ბლოგი გაქვს, მაგრამ დასაწერად ხშირად ვერ იცლი? იმიტომ ხომ არ წერ, რომ უბრალოდ ბლოგმა იარსებოს და 'სტუმრები' გყავდეს ბევრი? – რა სისულელეა. წერ იმიტომ რომ გსიამოვნებს, ქმნი პოსტს იმიტომ რომ რაღაც გაწვება. ესაა იმის მიზეზი რომ აწარმოო ბლოგი.

  10. >დასაწერად რომ ვერ იცლი ეგ სხვა საქმეა და მესმის, ხშირად ვარ იგივე მდგომარეობაში… მაგრამ როცა არ იცი რა დაწერო, ეს სულ სხვაა… "იმედის" საიტიდან გადმოაკოპირო მთელი პროგრამა, წერო ტამპონი უპირატესობაზე საფენთან მიმართებაში, თქვა რომ გამოვიდა ახალი მობილური, უბრალოდ თქვა, შენი აზრი კი არ დაწერო, სხვათაშორის თქვა რა, თან მაშინ, როცა TV აწიოკებულია ამ ამბით…არ ვიცი, მე მგონია ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ უბრალოდ არ იცი რაზე წერო…

  11. >ნუ უცბად რომ აყვირდა ყველა – ქურდზე ქუდი იწვისო :))) მე არ მიტყდება იმის აღიარება, რომ შევქმენი ბლოგი მხოლოდ იმისთვის , რომ მინდა ზოგიერთ საინტერესო თემის გაზიარება სხვებთან და ბლოგი ერთადერთი ყველაზე პოპულარული გზაა ^^ აი "ხალხის გაცნობაო" ეს მართლაც რომ ძააან მაგარი მიზეზია, ლოლ, აი გეი ბიჭის დღიური როა, უეჭველი ეს შექმნილია ხალხის აგსაცნობად და ან შესაცოდებლად ან რავიცი კიდე რა.. და არანაირად საინტერესო აზრების გაზიარებისათვის ან რამე შემეცნებითი ინფორმაციისათვის (არ დამასხათ ახლა) და ზოგიერთმა აქ ნამდვილად ვერ გაუგო პოსტის მთავარ მიზანს🙂 პოსტი ყველას კი არ ეხება, და რატომღაც ყველამ მიიღო სათარ თავზე.. ნუ რავიცი😦 მშვენიერი პოსტია🙂 (რამდენი ვიბოდიალე ნუ ხო მიმიხვდი🙂

  12. >კომენტარისთვის მადლობა. მართლა მაინტერესებდა შენი აზრი, კაია ასე თუ ფიქრობ <3"გეი ბიჭის დღიურზე" ვერ გეტყვი ვერაფერს, არ ვიცნობ ამ ბლოგს კარგად, რომ შევაფასო. ამ დღეებში ვაპირებ ისე წაკითხვას :-)ხო, პოსტი ზოგმა სულ სხვაგვარად აღიქვა და მეთქი იქნებ მე ვერ გადმოვეცი სათქმელი ისე, როგორც საჭიროა… არადა, TV-ის საიტებიდან პროგრამაგადმოკოპირებული ბლოგის ავტორის კომენტარიცაა აქ. არა, იქნებ ეს მე სულ არ მეხება, მარა პირადი ბლოგი იმისია, რომ ვწერო საკუთარი აზრი და მე ასე ვფიქრობ, რა ვქნა, მიმაჩნია, რომ ისევ რომელიმე საიტიდან რაღაცის ბლოგზე გადმოკოპირება და არანაირი შენი აზრი, დიდი ვერაფერია.და საერთოდაც, ბლოგის (და ყველაფრის) ქონას იმიტომ რომ მოდაშია, არ ქონა მირჩევნია მე!..

  13. >მართალ!! დასაწერი როცა მაქვს, 24 საათიან სმენაში 8 პოსტიც დამიწერია, რომ არ მწონდეს სათქმელი, რაღაცის რეკლამას, სჯობს იმ დღეს უბრალოდ ფოტო ავტვირთო და მორჩეს, ან პაუზა გავაკეთო..

  14. >გამიხარდა რომ დამეთანხმე❤

  15. “მანველიძემ იმდენი მოახერხეაო… ” სადაც ეს გითხრეს, იმ მაღაზიის მისამართი მითხარი. საუკუნოდ შავ სიაში ჩავწერ და ფეხის შემდგმელი არ ვარ, სულაც ლიდგრენის ავტოგრაფიან წიგნებს რომ არიგებდნენ.

    მანველიძემ რა მოახერხა, ვიცი მე. ბინა იყიდა თავისი სისულელეების გაყიდვით.

    პ.ს. ბლოგინგს რაც შეეხება, არ იცი, როგორ გეთანხმები. ერთი ბლოგი ვიცი, (პრინციპში, ბლოგი კი არა, დიდი გაუგებრობაა), კვირის პროგრამას ჯვარი წერია, ფორუმ.ჯი-დან კომენტარებს აკოპირებს, სულელურ სათაურებს აწერს და აქვეყნებს🙂

    • ეჰ, რას გაიგებ მოლი😀
      კი, მანველიძემ ბინა იყიდა, მაგრამ თავისი სისულელეების გაყიდვით კიარა, ჩვენ მიერ მაგის სიულელეების ყიდვით😀 იმან წეროს, რას ვერჩი, ჩვენი მინუსია ეს რომ იყიდება უბრალოდ.
      და ბლოგებზე რომ მეთახმები მიხარია. მახსოვს ეს პოსტი კაი ხნის წინ დავწერე, პირველი უსიამოვნო კომენტარი ზუსტად ამ პოსტს მოჰყვა ჩემს ბლოგზე😀

  16. ჰმ… რამდენი კორექტურაა. მეძინება აშკარად.

  17. თამარამ დაწერა ერთხელ – ბლოგზე ცალი ხელით ატვირთული პორნო-კოლაჟებიო. ზუსტი და მწარე სიტყვებია, მომეწონა და დავიმახსოვრე🙂

    აქაც მანველიძის ვარიანტია – ყვითელ კონტენტზე ორიენტირებული ბლოგების პოპულარობაში დამნაშავე მკითხველი, ანუ ჩვენ ვართ და რაც უფრო მეტს წავიკითხავთ, უფრო უარესს დაწერენ.

    ჭკუას არავის ვასწავლი. ვისაც რა გაუხარდება, ის წეროს, რა ჩემი საქმეა, მე ვინ მკითხავს, მაგრამ იმის უფლება ხომ მაქვს, იაფფასიან ნაგავს ნაგავი დავუძახო?

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: