წვიმა…

დღეს ბათუმში გაწვიმდა… დიდი, კოკისპირული და შხაპუნა წვიმა კი არა, მშვიდი და მოწყენილი წვიმა მოდის… ასეთ ამინდში ყოველთვის ცუდ განწყობაზე ვარ ხოლმე, როცა წვიმის ხმა მესმის, ან ფანჯრისკენ გავიხედავ, შიში მეუფლება. არა, კი არ მეშინია წვიმის, სერიოზული გამოცდის წინ რომ ნერვიულობს ხალხი, დაახლოებით მასეთი შეგრძნება მაქვს.
ისე, საინტერესოა ცხოვრება… ერთხელ შემხვდა ადამინი, ვინც ჩემსავით იყო წვიმის დროს და საერთოდ, ბევრ რამეში ვგავდით ერთმანეთს. მაგალითისთვის იმას ვიტყვი, რომ გარდა საყვარელი მწერლებისა და წიგნებისა, ნაწარმოებებიდან ერთი და იგივე ეპიზოდებიც კი გვხიბლავდა. რა თქმა უნდა, ეს არაა მთავარი და მაგალითიც სულელური მოვიყვანე, მაგრამ ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან იშვიათად ვხვდებით ასეთ ადამიანებს და საწყენია რომ ვკარგავთ მათ, თან ისე, როგორც მე დავკარგე, უფრო სწორად, ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთი…
ახლა, როცა ასეთ განწყობაზე ვარ და თავს მარტო ვგრძნობ, ვიცი რომ მომწერდა, თუნდაც იმიტომ, რომ თვითონაც ჩემსავითაა ახლა…
მოკლედ, დღესაც, როგორც ყველა წვიმიან დღეს, ”მშვენიერ” განწყობაზე ვარ… ჯერ იყო გეი აღლუმის საწინააღმდეგო აქციის გასაშუქებლად მომიხდა წასვლა, მერე რამდენიმე სტატიის დაწერა და ახლა ბლოგისთვისაც მოვიცალე, რაც იშვიათად ხდება და ეს დაწერილი პოსტების რაოდნობითაც ჩანს🙂
საერთოდ, არ ვაპირებ ”ასეთი” პოსტების დაწერას, მაგრამ წვიმამ ”მაიძულა”😀
ხოოდა, მზესაც ვხედავ აგერ ფანჯარაში და მგონი მალე მშვენიერი ამინდი იქნება (რა ვქნა, ოპტიმისტი ვარ…).

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!

Posted on 2010/08/26, in бывает и так... and tagged , . Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. მე ბათუმში მშვიდი და მოსაწყენი წვიმაც მიყვარს…

    • ეჰ, რომელი პოსტი ამოტივტივდა🙂
      ხო, ბათუმი ყველა მდგომარეობაში მიყვარს მეც, მარა ხანდახან მოწყენილ წვიმას ნამეტანი მელანქოლიური განწყობა მოაქვს🙂

  2. მეც არ მიყვარს მშვიდი წვიმა ))

შენ რას იტყვი?

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: